x
მეტი
  • 26.08.2019
  • სტატია:93911
  • ვიდეო:342284
  • სურათი:456223
თუ თქვენ 2050 წლამდე იცოცხლებთ, გაქვთ შანსი, რომ უკვდავი გახდეთ - იან პირსონი

image
დედამიწაზე ორი სახეობის ადამიანები ცხოვრობენ: მოკვდავი და უკვდავი, ისინი, ვინც სხვების მსგავსად კვდებიან და ვინც მარადიულად ცხოვრობს.

ფუტუროლოგი იან პირსონი ამბობს, რომ უკვდავების მიღწევის ბოლო თარიღი არის 2050 წელი. ამ დროისთვის მეცნიერება გაიმარჯვებს და სიცოცხლე გახდება მარადიული.

ბრიტანელი ფუტუროლოგის, ყოფილი სარაკეტო მეცნიერის და ინჟინერის აზრით, ბიოდემიური და კომპიუტერული ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი მიღწევები საბოლოოდ მოგვცემს უკვდავებას მივაღწიოთ შემდეგი სამი ვარიანტის დამსახურებით.

1. რეგენერაციული თერაპია. ექიმებს შეუძლიათ გამოიყენონ წამლები და ბიოტექნოლოგია, რათა, მუდმივად განაახლონ და გაახალგაზრდავონ სხეული. - განაცხადა იან პირსონმა.

მან სწორად აღნიშნა: "არავის არ სურს მუდმივად იცხოვროს 95 წლის ასაკში, მაგრამ თუ თქვენი სხეული გაახალგაზრდავდა 29 ან 30 წლამდე, მაშინ შეიძლება ამის სურვილი იყოს".

კიდევ ერთი ვარიანტი არის სხეულის სასიცოცხლო ორგანოების ჩანაცვლება ორგანოებით. ბევრი მკვლევარი მუშაობს ადამიანის ორგანოების შექმნაზე 3D პრინტერის გამოყენებით, რომელიც ცოცხალი უჯრედებით არის დატვირთული, ამიტომ, შემდგომში ჩვენ არ დაგვჭირდება ადამიანის ორგანოების შემოწირულობა.

სხეულის ცოცხალი ნაწილების 3-D ბეჭდვა უკვე მნიშვნელოვან ძვრას განიცდის.

2. ჩვენი სხეულის ორგანოების შეცვლა ანდროიდებით,
პირსონის აზრით, უკვდავებისკენ მიმავალი გზა მთავრდება კომპლექსური კომპიუტერული ტვინის (BCI) ინტერფეისების შექმნით, რომლებიც დაკავშირებულია მთელი ტვინის ოპერაციულ სისტემასთან.

"მანამდე, სანამ შევძლებთ შევაკეთოთ ჩვენი ორგანოები და გავაახალგაზრდავოთ სხეული ყოველ ჯერზე, ადამიანები შეძლებენ ისე კარგად დააკავშირონ გონება სამყაროს მანქანასთან, რომ ფაქტიურად შეძლებენ იცხოვრონ ღრუბლებში." თქვა პირსონმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გონება ძირითადად იქნება ღრუბელში, სანამ ჩვენ ვცხოვრობთ ანდროიდში ჩვენი არჩევანით, რომ ვიცხოვროთ რეალურ სამყაროში.

პირსონი ამბობს, რომ 50 წლის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავიქირავოთ ანდროიდი მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას "ისევე, როგორც მანქანის დაქირავება" და ჩავტვირთოთ მასში ჩვენი ცნობიერება.

ამრიგად, პრაქტიკული მიზნებისთვის, თქვენ შეგიძლიათ იყოთ ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას.

თუ თქვენ გინდათ ავსტრალიაში საღამოს გატარება და სიდნეის ოპერის თეატრში მიდიხართ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანდროიდი.

როდის მოხდება ეს?

2050 წელს ეს ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი ადამიანებისთვის, რომლებიც მილიონებს გადაიხდიან თავიანთი აზრების რობოტებში ჩატვირთვაში. ნორმალური ხელფასის მქონე ადამიანებისთვის 2060 წლისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო, 2070 წლისთვის კი შესაძლებელი იქნება ღარიბი ქვეყნების დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის.

3. სიცოცხლე მატრიცაში.
თუ ჩვენი გონება უკვე ონლაინშია, შეიძლება რომ ვიცხოვროთ ვირტუალური ცხოვრებით ავატართა დახმარებით. პირსონის თქმით, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ვიცხოვროთ კომპიუტერულ სიმულაციაში.

"თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ყველაზე მეტი დრო ონლაინ ვირტუალურ სამყაროში, რასაკვირველია, ნებისმიერ კომპიუტერთან მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას."

თუ თქვენ ძირითადი დროის განმავლობაში სარგებლობთ ინტერნეტით, შეგიძლიათ იცხოვროთ ფანტასტიკური ონლაინ ცხოვრებით. ყველაფერი იქნება ვირტუალური, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, რაც გინდათ. ეს ყველაფერი იქნება სრულიად წარმოსახვითი.

ხალხს შეეძლო დროის უმეტესი ნაწილი წარმოსახვითი სამყაროში გაატარონ მაგრამ დროდადრო ისინი დაბრუნდებიან რეალურ სამყაროში.

50 წლამდე ასაკის უმრავლესობას აქვს შანსი უკვდავებისა და 40 წელზე უმცროსი ადამიანები დაზუსტებით იქნებიან უკვდავები. - თქვა იან პირსონმა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სტატიის მკითხველების უმრავლესობა, სავარაუდოდ, სამუდამოდ იცხოვრებს, თუ პირსონი სიმართლეს ამბობს.





0
799
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
799
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0