x
"ივანიშვილს და მის ბანდას ბოდიში აქვს მოსახდელი !"

image

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის "ბანდას" ხალხისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი:
"ხულოსთვის და ხულოელებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ივანიშვილს და მის ბანდას!
ბოდიში იმისთვის, რომ გააჩერეს სათხილამურო კურორტების მშენებლობა, ყველა სასტუმრო კომპლექსი და მისასვლელი გზა...
ბოდიში იმისთვის, რომ მოკლეს გოდერძის გვირაბის პროექტი, შეაჩერეს ჩემს მიერ დაწყებული ხიხანის რეაბილიტაცია..
ბოდიში აქვთ მოსახდელი, მათ შორის, იმისთვის, რომ ჩემს მიერ აღდგენილი და გარემონტებულ სამხატვრო გალერეაში და სხვა სახელმწიფო სიპებში უამრავ ფულს ახარჯავენ ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებს, მაშინ, როდესაც ხალხი გაამათხოვრეს და დაამშიეს...
ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი იმისთვის, რომ ეზიზღება აჭარა და აჭარლები და მათ თავზე დაასვა სრული არარაობები...
მაგრამ, ვინაიდან ის ბოდიშს არ მოიხდის და უტიფრად აქეთ გვედავება, აუცილებლად უნდა მოვაშოროთ ხელისუფლებას, მათ შორის, უახლოეს დღეებში, ხულოში"-წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0