x
"არა წერილობითი განმარტება, არამედ პრემიერ-მინისტრი ცოცხლად!"

image
ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ტელეეთერში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლის ხარვეზით ჩვენებას ეხმაურება, რამაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბონდოს აზრით, პრემიერი გონივრულად მოიქცა, როდესაც აღნიშნულ საკითხზე პრესკომფერენცია გამართა და ხალხს არა წერილობით, არამედ ცოცხლად უპასუხა და ყოველგვარი ჭორი გააქარწყლა.
ამის შესახებ ბონდო მძინარაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"მახათას მთაზე, ტაძრის კურთხევისას, გახმოვანების აპარატურის გაუმართაობის გამო, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ხარვეზებით გავიდა ტელეეთერში, რასაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა - რა ვერსია აღარ გამოთქვეს: ინსულტის ნიშნებით დაწყებული და თრობით დამთავრებული.
როგორ მოიქცა მამუკა ბახტაძე ამ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ?
ძალიან მარტივად: ორ საათში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების და საზოგადოების წინაშე წარსდგა პირდაპირ ეთერში.
ჭორაობაც დამთავრდა.
აი, ეს არის გონივრული რეაქცია: არა მეორე დღეს და არა წერილობითი განმარტება, არამედ პრემიერ-მინისტრი ცოცხლად!
აშკარად იცის "საგანი" და ეს ფრიად მოსაწონია!"-განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0