x
მეტი
  • 20.08.2019
  • სტატია:93691
  • ვიდეო:342167
  • სურათი:455881
ბონი და კლაიდი - განგსტერების წყვილი, რომელსაც დიდი სიყვარულისთვის ამერიკამ ყველა დანაშაული აპატია


image

ბონი და კლაიდი
— ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ, დიდი დეპრესიის პერიოდის ცნობილი ამერიკელი მძარცველები...

შეყვარებულები, რომლებიც ამერიკის დანაშაულებრივი საქმიანობის სიმბოლოებად იქცნენ!

...

ბონი ელიზაბეტ პარკერი -

image

1910 წლის 1ოქტობერს ქალაქ როვენაში (ტეხასი) დაიბადა.

4 წლის იყო, როდესაც მამა გარდაიცვალა. დედა სამი შვილთან ერთად საცხოვრებლად დალასის გარეუბანში გადავიდა.

მიუხედავად სიღარიბისა, ბონი სკოლაში კარგად სწავლობდა. განსაკუთრებით ლიტერატურა უყვარდა. რომანტიული გოგონა იყო...სიფრიფანა და კეთილი.
(სიმაღლე 150 სმ, წონა 41 კგ.).

ჩუმად თავისთვის ლექსებსაც წერდა . მოგვიანებით მისი ლექსი ”The Story of Bonnie and Clyde” გაზეთშიც დაიბეჭდა.

16 წლის ასაკში პირველი სიყვარულიც ეწვია - როი ტორნტონი. მალე ცოლად გაჰყვა კიდეც... თუმცა მალევე დაშორდა, რადგან მეუღლე კვირების მანძილზე უჩინარდებოდა.



კლაიდ ჩესტნატ ბაროუ -

image

1909 წლის 24 მარტს, ქალაქ ტელიკოში (ტეხასი) დაიბადა.

ის იყო მე - 5 შვილი ღარიბი ფერმერების ოჯახში.

16 წლისამ მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხი ვერსად მოიკიდა.

მისი ჰობი ავტომობილებით გატაცება იყო. ხშირად ათვალიერბდა უახლოეს მოდელებს, ეცნობოდა ინფორმაციებს მათზე და...

1926 წელს ბონი პირველად ხვდება ციხეში ავტომობილის მოპარვის გამო.


ბონი და კლაიდი ერთმანეთს 1930 წელს შეხვდენენ .

image

შეხვდენენ მაშინ, როდესაც ქურდობისა და შეიარაღებული თავდასხმისთვის ასამართლებენ კლაიდსა და მის ძმას, ბაკს.

კლაიდს ორი წელი მიესაჯა, ბაკს - 4 წელს.

ბაკი იმავე წელს გაათავისუფლეს ”კარგი ყოფა-ქცევის” გამო, აი, კლაიდი კი...

კლაიდმა ორ პატიმართან ერთად ციხიდან გაპარვა მოახერხა.

გაქცევის ორგანიზატორი სავარაუდოდ ბაკი იყო.

ხოლო ჩვენი ნაზი და სიფრიფანა ბ ო ნ ი შუამავლის როლს ასრულებდა. სწორედ ბონიმ მოახერხა და გადასცა იარაღი ციხეში მყოფ კლაიდს.

ერთი კვირის შემდეგ კლაიდი ისევ დააპატიმრეს და 14 წლიანი სასჯელით ჰანსტვილის ციხეში გადაიყვანეს.


ერთობლივი დანაშაულების სერია :

image

1932 წელს კლაიდს ვადამდე ათავისუფლებენ ციხიდან და ის უკვე ბონი პარკერთან ერთად ხელახლა იწყებს კრიმინალურ კარიერას.

მალე იქმნება ბანდა ბაროუს ბანდის სახელით, რომელშიც შეყვარებულების გარდა შედიან ბაკ ბაროუ, მისი ცოლი ბლანი და კიდევ ერთი წევრი, სახელად ჯოუნსი.

ბანდა იწყებს მოქმედაბას

* 3 მკვლელობა

* 12-მდე ბანკის ძარცვა.

* უმარვი ძარცვა მაღაზიებისა და ბენზინგასამართ სადგურებში.

* ისინი თავს აფარებენ მისურის შტატს, სადაც 20-იანი წლების ტრადიციების თანახმად იმალებოდნენ განგსტერები.

* ისინი ბინავდებიან სამსართულიან სახლში, მთების ახლოს, სადაც ძალიან ცუდი გზებია და მოსახერხებელი ადგილებია დასამალად.

* ისინი ბევრ ფოტოებს იღებენ, განსაკუთრებით ბონი, რომელიც ცდილობს, ყველა ფოტოში ელეგანტურად გამოიყურებოდეს და ბაძავს სარეკლამო პოსტერებს.

image

* შოკირებული პოლიცია დანაშაულებს ვერ აუდის. 1933 წლის წლის 13 აპრილს პოლიციის ორი მანქანა მიდის მძარცველების სახლთან, სადაც ატეხილი სროლის შედეგად სასიკვდილო ჭრილობას იღებს ბაკი, ხოლო მის მეუღლეს აპატიმრებენ.

* ბაროუს ბანდის სახლის დათვალიერების შემდგომ პოლიცია პოულობს უამრავ ფოტოს, რომლებზეც მძარცველები არიან გამოსახულნი.

* ამ ფოტოების საფუძველზე მძარცველები ხვდებიან ფედერალების სიებში, როგორც განსაკუთრებულა საშიში დამნაშავენი, რომლებიც ან უნდა დაიჭირონ, ან ადგილზევე გაანადგურონ.

image

ცდა ყოველ ჯერზე უშედეგოა.

შეყვარებულების დაკავება არ ხერხდება.

თუმცა....

დანაშაულებრივი რომანტიზმი ოდესმე მაინც სრულდება და ...

1934 წლის 23 მაისს გზაზე მიმავალ მძარცველების ავტომობილს ტყვიების უზომო ჯერით ცხრილავენ....

მანქანაში 167 ტყვიამ გაიარა...

მათგან 50-ზე მეტი ბანდიტებს მოხვდათ.

image

...


მიუხედავად, იმისა რომ შეყვარებულები მხოლოდ ძარცვით და არაკანონიერი საქმეებით იყვნენ დაკავებულები, ისინი მაინც შეიყვარა ხალხმა.... რადგან ბანკიდან ნაძარცვ თანხას ბონი და კლაიდი ხშირად ხალხს უნაწილებდა...

უბრალო საზოგადოება აღფრთოვანებული იყო უტიფარი საყვარლებით და მათ გმირებად მიიჩნევდნენ.

როცა მათი გვამი ქალაქის გავლით მიჰქონდათ, ადგილობრივი მოსახლეობა მათი სამოსის ნაწილების, თმისა და ყურის წაგლეჯასაც კი ცდილობდა...

ყველას სურდა რაიმე სახსოვარი დარჩენოდა საოცარი წყვილისგან.

image


არ აღასრულდა ბონის უკანასკნელი სურვილი - ის დაემარხათ კლაიდთან ერთად. ეს სურვილი ბონიმ ლექსში გააჟღერა...

შეყვარებულები ცალ-ცალკე დაასაფლავეს.

მათი სიკვდილის ადგილას კი ობელისკი დადგეს.

მნახველს განსაკუთრებულ ემოციას აღუძრავს ბონის საფლავზე დღემდე შემორჩენილი ბონის დედის მიერ გაკეთებული წარწერა:

”როგორც ყველა ყვავილი ხდება ნაზი მზის სხივებისაგან, ისე ეს ძველი სამყარო ხდება უფრო კაშკაშა შენნაირების ცხოვრების შედეგად”....

...

ბონი 23 წლის, კლაიდი კი 24 წლის გახლდათ.

image ფოტოზე : ტყვიების მიერ დაზიანებული კლაიდის პიჯაკი


0
828
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
828
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0