x
image
_K_
ესპანურ სკოლაში ბიჭებს დაუთოებას, კერვასა და საჭმლის მომზადებას ასწავლიან
image

დაუთოება, კერვა, საჭმლის მომზადება, - ეს ის საქმეები, რასაც ადამიანები ძირითადად სახლში სწავლობენ. თუმცა, სულ სხვაა, როცა მათ სწავლას ახალგაზრდებს სკოლაში სთავაზობენ, რის შემდეგაც მოსწავლეებს, ძირითადად კი ბიჭებს, გენდერულ თანასწორობაზე წარმოდგენა და ღირებულებები უყალიბდებათ. ესპანეთის მონტეკასტელოს სკოლამ გადაწყვიტა, საშინაო საქმის გაკვეთილებით გაემართლებინა თავისი სლოგანი: "თანასწორობა მოქმედებით მიიღწევა". სტატიაში სწორედ ამ სკოლას გაგაცნობთ.


იხილეთ სკოლის Facebook-გვერდი.








სახლის საქმეები გენდერის მიუხედავად

2018 წელს ქალაქ ვიგოში მდებარე სკოლამ გამოაცხადა, რომ ამიერიდან აქ სხვა საგნებს დაემატებოდა სახლის ეკონომიკის გაკვეთილები, რის დროსაც ბიჭი მოსწავლეები ისწავლიდნენ დაუთოებას, კერვას, საჭმლის მომზადებას, დაჭედებას, მშენებლობას, ხელოსნობასა და ელექტრობას.


image








მასწავლებლები და მშობლები მოსწავლეებთან ერთად შრომობენ.

ყველა გაკვეთილს მოხალისეობრივად ატარებენ მასწავლებლები, სკოლის კამპუსის წარმომადგენლები თუ მოსწავლეების მშობლები.

image








"სახლი 2 ადამიანისთვისაა".

გაბრიელ ბრავომ, დაწესებულების კოორდინატორმა, გაზეთთან ინტერვიუში აღნიშნა: "ამ აქტივობებს იმიტომ ვასწავლით, რომ ნამდვილად საჭირო და გამოსადეგია ცხოვრებაში. როცა ეს ბიჭები ოჯახს შექმნიან, ეცოდინებათ, რომ სახლს ორმა ადამიანმა უნდა მიხედოს და მხოლოდ ქალის ვალი არაა ჭურჭლის დარეცხვა და ტანსაცმლის დაუთოება. აქ შეძენილი უნარები მათ დაეხმარებათ, სახლის საქმეებს მარტოც გაუმკლავდნენ".

image








გენდერული თანასწორობის მიღწევის ემპათია

ეს აზრი მაშინ დაიბადა, როცა სკოლის ადმინისტრაცია ფიქრობდა გზებზე, თუ როგორ შეიძლებოდა წაეხალისებინათ გენდერული თანასწორობის იდეა მოსწავლეებში. ამის შემდეგ პროექტი მშობლებთან და მოსწავლეებთან განიხილეს. თავდაპირველად მოსწავლეებმა კერვისა და დაუთოების გაგონებაზე დისკომფორტი იგრძნეს, მშობლებს კი ძალიან მოეწონათ სახლის საქმეების გაკვეთილების აზრი.

image








სტერეოტიპების დამსხვრევა

თუმცა, როგორც კი მოსწავლეები საქმეს შეუდგნენ, მათი შიში და დისკომფორტი გაქრა, რადგან გააცნობიერეს, რომ სახლის საქმეები მარტივი აქტივობებია, რომელთა გაკეთება კაცებსაც და ქალებსაც სწრაფად და ეფექტურად შეუძლია, თუ ერთობლივად იმოქმედებენ და მარტივ წესებს მიჰყვებიან.

image








ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

"ზოგს ცხოვრებაში პირველად ეჭირა უთო ხელში, ეს ერთდროულად საყურადღებო და სახალისო საქმე იყო. ჩვენ - სასიამოვნოდ გაოცებულები, მშობლები კი ბედნიერები დარჩნენ", - ამბობს ბრავო.

image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. 23 მასწავლებელი, რომელთა პროფესიული უნარები გულგრილს არ დაგტოვებთ

image


2. 50 დოკუმენტური ფილმი, რომელიც უფრო მეტს გასწავლით, ვიდრე კოლეჯი

image


3. როგორ ვაჩუქოთ ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე - 15 ჭკვიანური ხერხი

image

0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0