x
მიხეილ სააკაშვილი: "სანდრა ზუგდიდის მერი უნდა გახდეს, რომ ჩემი დაწყებული ლაზიკა დასრულდეს"

image


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ფეისბუქის" საშუალებით, ზუგდიდში სააკაშვილ-რულოვსის საწინააღმდეგო პლაკატების გამოჩენას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, სანდრა აუცილოებლად ზუგდიდის მერი უნდა გახდეს, რათა ლაზიკის მშენებლობა დასრულდეს და ზუგდიდელები წელში გაიმართონ.

"დილიდან ოცნება აკრავს ამ ფეიკებს ჩემს "ინტერვიუზე" ზუგდიდში. დიახ, მაშინ როცა თქვენი პატრონი ივანა ლებედს აფინანსებდა და გამსახურდიას გიჟს ეძახდა, ხოლო მისი თოჯინა სალომე, მეგრელებს "მოღალატეებს", ჩემი გადაწყვეტილებით, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქართველოს ეროვნული გმირების წოდება მიენიჭათ...საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნეშთი მშობლიურ მიწას დაუბრუნდა...
დიახ, სანდრა უნდა გახდეს მერი, რათა ჩემი დაწყებული ლაზიკა დასრულდეს და თითოეული ზუგდიდური ოჯახი წელში გაიმართოს და ზუგდიდი და სამეგრელო მთელმა მსოფლიომ გაიცნოს!ზუგდიდი არ იყიდება!"-წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


შეგახსენებთ, გუშინ "ტაბულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, ავტობუსის გაჩერებებზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ფოტოები გამოჩნდა წარწერებით: "და შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა? და შენ გინდა ზუგდიდის მერობა?"

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0