x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
დედა ტერეზას უცნობი თუ ნაცნობი ამბები
ამ პატარა ხმელ ქალს, ჰყოფნიდა ძალა ყველასთვის და ყველაფრისთვის.ის ეხმარებოდა ყველას ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა.ყოველთვის ჰქონდა მას კეთილი ძალა.

ვინ იყო ეს ქალი?სად დაიბადა? ის დაიბადა 26 აგვისტოს ალბანურ კათოლიკურ ოჯახში.დედა ტერეზას მამა ადრე გარდაიცვალა.პირველი წელი მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ძნელი და მძიმე იყო ოჯახისთვის, მაგრამ ტერეზას დედა ძალიან ძლიერ ქალი იყო.მან მთელი სიძნელეები გადალახა და დიდი ძალისხმევა ჩადო ბავშვების აღზრდა-განვითარებაში.დედა ტერეზა იხსენებს დედაზე: “დედა გვასწავლიდა ლოცვას, ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ, ჩვენ კი ვაფასებდით მის შრომას და სიკეთეს, რომელიც ის პატარობიდანვე გვასწავლიდა" “ყველამ იცოდა ჩვენი სახლი, რომელიც ყველასთვის ღია იყო. ვინც ჩვენთან მოდიოდა და დახმარებას ითხოვდა, არვინ არ მიდიოდა ჩვენგან ხელცარიელი"იხსენებდა დედა ტერეზა.

12 წლის იყო დედა ტერეზა, როდესაც გაუჩნდა სურვილი, რომ მთელი მისი მომავალი ცხოვრება მიეძღვნა უფლისთვის. 18 წლის ასაკში კი მას უკვე ასე ეძახდნენ: დედა ტერეზა, შვილი უფლისა.მალე გოგონა შორეულ მოგზაურობაში წავიდა სადაც, აქტიურად ეხმარებოდა ყველას, მაგრამ გრძნობდა ეს არ იყო საკმარისი მისთვის და ხალხისთვისაც “თითქოს უფალი ელოდებდა ჩემს გადაწყვეტილებას, დამენებებინა თავი მშვიდი ცხოვრებისთვის და, უფრო ღატაკი ხალხის მსახური და დამხმარე უნდა ვყოფილიყავი. თითქოს ეს პიდაპირი მითითება იყო ღმერთის."იხსებდა დედა ტერეზა წლების მერე.

დედა ტერეზას შეეძლო მოემზადებინა სადილი ექვსი ათასი ადამიანისთვის.ის თავისუფლად და მოურიდებლად საუბრობდა პრობლემებზე მაღალი თანამდებობის მქონე პირებთან.ის გამოდიოდა დიდი აუდიტორიის წინაშე და მას არასოდეს არ ჰქონდა წინასწარ მომზადებული ტექსტი, მან უბრალოდ იცოდა რა უნდა ეთქვა.


დედა ტერეზას ჩუქნიდნენ წარმოუდგენლად ძვირადღირებულ მანქანებს, მაგრამ ის ყიდდა და აშენებდა სავადმყოფოებს.ჟურნალისტები კი მას ეშმაკურად ეკითხებოდნენ: “სწორია ფულის აღება დიქტატორის ხელიდან?"მოხუცი დედა ტერეზა მშრალი და კეთილი ღიმილით პასუხობდა ჟურნალისტებს: “არ ღირს ყურადღების მიქცევა იმაზე თუ ვინ რას ამბობს, უბრალოდ უნდა აკეთო შენი საქმე" და სწორედაც რომ ასე იქცეოდა დედა ტერეზა.

დედა ტერეზა არ გამოირჩედა სილამაზით, ის იყო დაბალი“გლეხური"ხელები ჰქონდა, მაგრამ მერე რა?სამაგიეროდ მას როგორი სიყვარული შეეძლო!მას ხომ ყველა უყვარდა ვინც მის ირგვლივ, შორს თუ ახლოს იყო.ღმერთმა მას უდიდესი სიყვარულის უნარი მისცა.მან ხომ საზღვრები არ იცოდა სიყვარულში! “არ შეგეშინდეთ სიყვარულის, გააღეთ გული სიყვარულისთვის და ეცადეთ შეუშვათ მასში სიყვარული.ამისთვის კი საჭიროა დაანებოთ თავი საკუთარ თავშიც და სხვებშიც მხოლოდ შეცდომების და უარყოფითის დანახვა.ეძებეთ და იპოვეთ მშვენიერება და სიკეთე ადამიანებში.ასეთი მიდგომა ხომ ჩვენ ამოგვასუნთქებს და ჩამოგვიყალიბებს დადებით თვისებებს. ადამიანებს მართლაც ვისაც შეუძლიათ სიყვარული, არ აყენებენ პირობებს, ისინი თავისუფლები არიან.სიყვარული ხომ ხელოვნებაა."ამბობდა დედა ტერეზა.

დედა ტერზამ განვლო უდიდესი გზა.სიკეთით სავსე გზა განვლო, რომლიც ალბათ სავსე იყო როგორც განსაცდელებით ისე სიხარულით.ის გარდაიცვალა 5 სექტემბერს 1997 წელს .ის იყო 87 წლის. 13 სექტემბერს კი მის დასაფლავებას პირაპირ ეთერში აშუქებდნენ უძლიერესი რეიტინგის მქონე ტელევიზიები. 2003 წელს კი კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.


0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფია კონჯარია
სოფია კონჯარია
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0