x
10 ადამიანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ან დღემდე ცხოვრობს აეროპორტში
დიდი ალბათობით, თითქმის ყველა ადამიანს, ვინც მოგზაურობს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუტარებია აეროპორტში იმაზე მეტი დრო, ვიდრე გეგმავდა. ზოგ შემთხვევაში ფრენის დაგვიანების გამო, ან გადაჯდომისას და სხვა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან იძულებულნი იცხოვრონ აეროპორტში თვეების, ათწლეულების განმავლობაში და ზოგი მათგანი დღემდე ცხოვრობს ტრანზიტულ ზონაში.

image

შემოგთავაზებთ ზოგიერთი მათგანის ისტორიას:

1. მერხან ნასერი – ყველაზე ცნობილი ირანელი დევნილი, რომელმაც შთააგონა სპილბერგი


image

მერხან ნასერის ბედისწერა გახდა საფუძველი იმისა, რომ სპილბერგმა გადაიღო ფილმი „ტერმინალი“. ნასერმა საფრანგეთის აეოპორტში შარლ-ლე-გოლში გაატარა 18 წელი, 1988 წლის 26 აგვისტოდან 2006 წლის ივნისამდე.

მერხანის რეალური ისტორია ძლიერ განსხვავდება ფილმის სიუჟეტისგან. 1977 წელს, როდესაც მან მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში მთავრობის წინააღმდეგ, იგი გამოაძევეს ირანიდან. ამის შემდგომ, ნასერი ეძებდა პოლიტიკურ თავშესაფარს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და მიიღო თავშესაფარი ბელგიაში.

რადგან მეხრანის დედა იყო ბრიტანეთის მოქალაქე, მან გადაწყვიტა გადასვლა ბრიტანეთში საცხოვრებლად. გზად დაკარგა ყველა დოკუმენტი და ლონდონის აეროპორში, როდესაც მეხრანი გადიოდა საპასპორტო კონტროლს, არ შეუშვეს ქვეყანაში და გააგზავნეს უკან, საფრანგეთის აეროპორტში.

საფრანგეთმა და ბელგიამ შესთავაზეს მას ცხოვრების უფლება, მაგრამ მეხრანმა უარი განაცხადა, რადგან დოკუმენტებში მითითებული იქნებოდა, რომ ის არის ირანელი (მას სურდა ბრიტანეთის მოქალაქეობა). 2006 წელს, იგი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. საავადმყოფოდან გამოწერის შემდგომ, მას შესთავაზეს საფრანგეთის თავშესაფარში გადაყვნა, რაზეც დათანხმდა და დღემდე რჩება თავშესაფარში.


2. დენის ლუის დე სოუზა აეროპორტში შევიდა 16 წლის და უკვე 19 წელია არ დაუტოვებია ტერიტორია

image

თითქმის 20 წლის განავლობაში დენის ლუის დე სოუზა არ გამოსულა სან პაულოს საერთაშორისო აეროპორტიდან, სადაც მოხვდა თავის დედინაცვალთან კონფლიქტის გამო. მას არ დაუგეგმავს ბრაზილიის დატოვება და სადმე გაფრენა და დღემდე კმაყოფილია მისი მდგომარეობით. დღეს დენისი გახლავთ 35 წლის, ცხოვრობს აეროპორტში და არ აქვს სურვილი იცოდეს, რა ხდება აეროპორტის კედლებს გარეთ.


3. სანჯაი შახი – ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო სადმე გაფრენა, რადგან უარი განაცხადა მოქალაქეობაზე

image

კენიელ სანჯაი შახს ეთქვა უარი დიდ ბრიტანეშთი შესვლაზე 2004 წელს. ევროპაში წასვლამდე მან უარი განაცხადა კენიაში გაცემულ პასპორტზე, რამაც ავტომატურად გააუქმა მისი მოქალაქეობა, რაც მას აძლევდა მოგზაურობის და ქვეყნის დატოვების საშუალებას. ამიტომაც, მოქალაქეობის დაკარგვასთან ერთად, მას ეს უფლება დაკარგა და ნაირობის საერთაშორისო აეროპორტში გაატარა 437 დღე. იგი ბანაობდა აეროპორტის საპირფარეშოებში და იკვებებოდა საჭმლით, რომელსაც მას აძლევდა აეროპორტის რესტორანში მომუშავე პერსონალი.

საბოლოოდ, მასმედიისა და საზოგადოების მხარდაჭერით, შახმა მიიღო დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა და დღემდე ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად ბრიტანეთში.


4. ტეცუია აბო – იაპონელი ჟურნალისტი, რომელსაც არ ჰქონდა სახლში დაბრუნების სურვილი და სურდა რუსეთში სამუდამოდ დარჩენა

image

ტეცუია აბო ამტკიცებდა, რომ ის არის ჟურნალისტი, რომელიც აკრიტიკებდა იაპოანის თავისუფალ სიტყვასთან დაკავშირებული დამოკიდებულია გამო და იგი იყო სახელმწიფოს მიერ დაზარალებული პირი. ამიტომ, აბო უარს ამბობდა, რუსეთიდან იაპონიაში დაბრუნებაზე. იგი რუსეთში ჩავიდა 2015 წლის 1 მაისს და უნდა დაბრუნებულიყო 29 მაისს სამშობლოში, მაგრამ ამის ნაცვლად, გასასვლელის კუთხეში მოკალათდა და 185 დღის განმავლობაში ცხოვრობდა აეროპორტში, მანამ, სანამ არ დააბრუნეს სამშობლოში.

მას იმედი ჰქონდა, რომ მიიღებდა რუსეთის მოქალაქეობას, მაგრამ, ადვოკატების თქმით, მას ვერ მიეცა თავშესაფარი, რადგან ვერ იქნა მოძიებული მტკიცებულება იმისა, რომ იაპონიაში მას პოლიტიკურად დევნიდნენ.


5. მუჰამედ ალ-ბახიში მიიჩქაროდა მის შეყვარუბელთან, მაგრამ გაიჭედა აეროპორტში

image

პალესტინელი დევნილი მუჰამედ ალ-ბახიში 2013 წელს გაემგზავრა ყაზახეთში, სადაც მას ელოდა ორსული მეგობარი გოგონა, რომელზეც იგი გეგმავდა დაქორწინებას. მაგრამ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ქორწილი ვერ მოესწრო.

მუჰამედმა გადაწყვიტა ყაზახეთთიდან გადასულიყო თურქეთში, იმ იმედით რომ ყაზახეთის ვიზა გაეგრძელებინა, მაგრამ თურქეთის აეროპორტიდან გააბუნეს ალმა-ატას აეროპორტში, საიდანაც ვერ მოახერხა გასვლა, რადგან აღარ ჰქონდა არსებული ვიზა. მას შეეძლო დაბრუნებულიყო სამშობლოში, პალესტინაში, მაგრამ ისრაელი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ პალესტინის ტერიტორიაზე გადასულიყო.

მუჰამედს მოუწია აეროპორტში 150 დღით ყოფნა, სანამ არ მიეცა შესაძლებლობა მისულიყო დევნილების ცენტრში ტიმიშოარში, რუმინეთში, რის შემდგომაც მან მიიღო თავშესაფარი ფინლანდიაში.


6. ჰასან ალ-კონტარმა გადაწყვიტა ეცხოვრა ტრანზიტულ ზონაში და არ ეომა

image

ჰასან ალ-კონტარი მუშაობდა დუბაიში, როდესაც 2011 წელს სირიაში დაიწყო ომი. როდესაც მის სამუშაო ვიზას გაუვიდა ვადა, იგი დარჩა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რადგან იცოდა, ქვეყანაში დაბრუნების შემგდგომ მოუწევდა ომში წასვლა. საბოლოოდ, 2018 წელს იგი იქნა დეპორტირებული მალაიზიაში.

მას შემდეგ რაც მან მიიღო უარი შესულიყო კამბოჯაში, მალაიზიაში, თურქეთში და ეკვადორში, კონტარი აღმოჩნდა კუალა-ლუმპურის აეოპორტში. 208 დღის განმავლობაში მას ეძინა კიბის ქვეშ, ბანაობდა უნარშეზღუდულების საპირფარეშოში და მოგზაურების საკვებით იკვებებოდა.

აღნიშნული ამბავი, ფართოდ გავრცელდა ტელევიზიის მიერ და მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება. ჰასანი, მის გადამრჩენელად თვლის ლორი უპერს, რომელიც გახლდათ სატელევიზიო კონსულტანტი კანადაში არსებული ქალაქში, უილსტერში, რომელმაც მის მეგობრებთან ერთად გააკეთა ორგანიზება და გადაიყვაა ჰასანი კანადაში. დღეს კონტარი ცხოვრობს პატარა ქალაქში ვანკუვერის მახლობლად, კუპერთან, მის ოჯახთან და ცხოველებთან ერთად.


7. ჰიროში ნოჰარა – იაპონელი, რომლის აეროპორტში ყოფნის მიზეზი, არ არის ცნობილი

image

ჰიროში ნოჰარა მექსიკაში ჩაფრინდა 2008 წლის სექტემბერში და 117 დღე გაატარა რესტორნის ეზოში, საერთაშორისო აეროპორტში, სახელად ბენიტო ჰუარესა. მისმა იქ ყოფნამ განაპირობა მისი პოპულარულობა ადგილობრივ მოსახლეობაში და მექსიკის ტელევიზია რეგულარულად აშუქებდა მასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თავად იაპონელი, მისი აეროპორტში ყოფნის მიზეზს არ ასახელებდა.

ნოჰარამ დატოვა აეროპორტი 2008 წლის 31 დეკემბერს, უცხო ქალთან ერთად, რომელმაც შესთავაზა მას ღამის გასათევი მექსიკაში. 2009 წელს ადგილობრივმა ტელევიზიამ განაცხადა, რომ ნოჰარა დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდგომ აეროპორტის რესტორნის ეზოში, სამი პაკეტით ხელში, ახალი ტანსაცმლით და პლედით. ამ ეტაპზე იაპონელის ბედი უცნობია, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში აეროპორტში იგი აღარ უნახავთ.


8. ფენგ ჟენგუ – ჩინელი უფლებადამცველი, რომელსაც აუკრძალეს სახლში დაბრუნება

image

ჩინელი მწერალი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ფენგ ჟენგუ 2009 წლის ნოემბერში იყო იაპონიაში, სადაც მოინახულა მისი და. მაგრამ, როდესაც დაბრუნდა უკან, შანხაიში, საზღვარზე მას უარი ეთქვა ჩინეთში დაბრუნებაზე და იგი დააბრუნეს ტოკიოში. ასე სურდა ჩინეთის მთავრობას აქტივისტის თავიდან მოშორება, მაგრამ ფენგს არ სურდა იაპონიაში დაბრუნება და გადაწყვიტა აეროპორტში ლოდინი. მისი აზრით, ამის შემდგომ მას მისცემდნენ ჩინეთში დაბრუნების შესაძლებლობას. მან 8-ჯერ სცადა შანხაიში გაფრენა, მაგრამ ყოველ ჯერზე, უკან აბრუნებდნენ.

ფენგმა აეროპორტში გაატარა 86 დღე და ცდილობდა მასმედიის ყურადღების მიქცევას. ყოველ დღე ის ატარებდა მაისურს „ჩინეთის მოქალაქეს უარი ეთქვა ჩინეთში დაბრუნებაზე 8-ჯერ“, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო მისი მდგომარეობა. 2010 წლის თებერვალში, ჩინური ახალი წლის დადგომამდე, მას დართეს ნება სამშობლოში დაბრუნებაზე, რათა მას შეეძლო ახალი წელი გაეტარებინა ოჯახთან ერთად. მაგრამ, სახლში დაბრუნების შემდეგ, მას მიუსაჯეს შინა პატიმრობა.


9. ისსა მოჰამედი – ნიგერიელი, რომელიც გამოაგდეს მისი ქვეყნიდან და არ უშვებენ არცერთ სხვა ქვეყანაში

image

ნიგერიელი ისსა მოჰამედი, 8 წლის განმავლობაში ცხოვროდა ისრაელის აეროპორტი, მაგრამ ცოტა ხნის წინ იქნა დაჭერილი და თავის ქვეყანაში დეპორტირებული. მაგრამ, ნიგერიაში საზღვარზე, უარი ეთქვა მას ქვეყანაში შესვლაზე, იმ მიზეზით, რომ დროებითი სამგზავრო დოკუმენტაცია, რომელიც მას გადასცეს ისრაელში, იყო გაყალბებული. 2018 წლის ნოემბერიდან ის იმყოფება ეთიოოპიის აეროპორტში და დღემდე არ შეუძლია დატოვოს იგი, რადგან ვერც ისრაელი და ვერც ნიგერია, ვერ მოახდენს მის მიღებას.


10. ედვარდ სნოუდენი – ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამერიკიდან გაიქცა რუსეთში

image

ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი თანაშმრომელი, რომლის შესახებაც იქნა გადაღებული რამოდენიმე ფილმი და სერიალი, სახელგანთქმული გახდა 2013 წელს, როდესაც მასმედიამ გადასცა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ტოტალურ თვალთვალს ამერიკული სპესამსახურების მიერ. მალევე, იგი იქნა ბარლდებული ჯაშუშობაში, და სნოუდენზე გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა.

მან მოახერხა ამერიკიდან გაქცეულიყო ჰონკონგში, შემდეგ კი რუსეთში, სადაც 39 დღე გაატარა საერთაშორისო აეროპორტში, შერემეტევოში. იგი გეგმავდა ეკვადორში გაფრენას, სადაც სურდა პოლიტიკური თავშესაფარი. მაგრამ, ამერიკელებმა სასწრაფოდ გაააუქმეს მისი პასპორტი, ამიტომ მას არ აღმოაჩნდა დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც გაფრინდებოდა რუსეთიდან.

2013 წლის 1 აგვისტოს სნოუდენმა მიიღო დროებითი თავშესაფარი რუსეთში, სადაც დღემდე ცხოვრობს, მაგრამ მისი ზუსტი ადგილმდებარეობა, არ არის ცნობილი, მისივე უსაფრთხოებისთვის.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო კალატოზიშვილი
ნინო კალატოზიშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0