x
23 გავრცელებული წესი, რომელიც ინტერნეტმომხმარებლებმა დაამსხვრიეს
არსებობს ძალიან ბევრი წესი, რომლის შესრულებასაც ბავშვობიდან ვართ მიჩვეული. მაგრამ, აღმოჩნდა რომ ბევრი მათგანი, არ შეესაბამება სიმართლეს

image

ინტერნეტმომხმარებლებმა გააზიარეს თავიანთი მოსაზრებები Reddit -ზე.

შემოგთავაზებთ ზოგიერთ მათგანს:


1. ურთიერთსაწინააღმდეგო იზიდავს. სხვადასხვა ფასეულობების და ინტერესების ქონის შემთხვევაში, შეუძლებელია ადამიანები ერთმანეთს იზიდავდნენ. საბოლოოდ, წყვილები, რომელთაც არ აქვთ არანაირი საერთო, შორდებიან. @Samwise-is-my-hero


2. ვეგეტარიანელები იკვებებიან ჯანსაღი პოდუქტით და არიან კარგ ფიზიკურ ფორმაში. მე თავად გახლავართ ვეგეტარიანელი უკვე 15 წელია. ყველა ფიქრობს რომ ვიკვებები მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით. მაგრამ, ჩემი რაციონი შედგება პასტისგან და პიცისგან, რომლის მომზადებასაც ბევრად ნაკლები დრო უნდა, ვიდრე მის შეჭმას. @DarkStrobeLight


3. დამწვრობის დროს აუცილებელია დაზიანებული ადგილი მიუშვიროთ ცივი წყლის ნაკადს. ზოგადად, დამწვარი კანი ხდება ელასტიური. როდესაც მას ეხება ცივი წყალი, შეიძლება განიცადოს დეფორმაცია და მიიღოს განსხვავებული ფორმა. ამიტომ, სჯობს, მცირედ თბილი წყლით ჩამოიბანოთ დამწვრობა. @ghbforeveryone


4. მოუშვით ცხელი წყალი, თუ აპირებთ ნიჟრაში ცხიმის ჩაშვებას. ცხელი წყალი არ აძლევს საშუალებას ცხიმს, გაქვავდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდგომ, გზად, წყალი მაინც ცივდება და ცხიმი აუცილებლად გაქვავდება. ამიტომ, არასდროს ჩაუშვათ ნიჟარაში ცხიმი! @PipeCop


5. ძლიერ მობრაწული ყავის მარცვლები ზრდიან კოფეინის დონეს მათში. ზოგადად, ყავის მარცვლების დაბრაწვა, არანაირ ზემოქმედებას არ ახდებს კოფეინის შემცველობაზე. პირიქით, კოფეინი შესაძლებელია დაიშალოს, მაღალი ტემპერატურის ფონზე. @PM_ME_ARMPIT_FUZZ


6. აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი და სასიამოვნო სამსახური და არ მოგიწევთ მუშაობა, ერთი დღეც კი. ტყუილია. ეს არის ძალიან დიდი შრომა, თუნდაც სამუშაოს მოჰქონდეს სიამოვნება. მე არავის ვარწმუნებ საწინააღმდეგში, მაგრამ მსურს დაფიქრდნენ შემდგომში წარმოშობილ პრობლემეზე, რაც შეიძლება მუშაობის პროცესში აღმოცენდეს. @cocoandrew


7. თუ ცხვირიდან სისხლი მოგდით, თავი გადაწიეთ უკან. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც ამას გირჩევთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სისხლი, რომელიც მოდის ცხვირიდან, თავის გადაწევის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს სასუნთქ გზებში, რაც გამოიწვევს არაერთ პრობლემას. @soullesshostess


8. აუცილებელია ადამიანის დაკარგვიდან გავიდეს 24 საათი, რათა შევატყობინოთ პოლიციას. კრიმინალურ ფილმებში ან შოებში, მუდამ ამბობენ იმას, რომ აუცილებელია 24 საათის გასვლა, რათა დაიწყონ ადამიანის ძებნა. თუ თქვენ ნამდვილად ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ადამიანს შეემთხვა უბედურება, აუცილებელია სასწრაფოდ იმოქმედოთ. @PKMNtrainerKing


9. ადამიანის თვალები – ყველაზე კარგი მოწმე. ერთხელ, ჩემი მასწავლებელი და მისი მეგობრები, ჩასხდნენ მანქანაში და ტოვებდნენ მაღაზიის ავტოსადგომს, როდესაც გამოჩნდა ბიჭი, რომელმაც მათ დაუმიზნა იარაღი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და მსხვერპლის გარეშე ჩაიარა შემთხვევამ, მაგრამ, როდესაც პოლიციაში ჩვენებას აძლევდნენ, მიუხედავა იმისა, რომ თითოეულმა მათგანმა დაინახა ერთი და იგივე ადამიანი, ჩვენების მიცემის დროს, ყველამ აღწერა სხვადასხვაგვარად. @interstellarpolice


10. თუ ბუდიდან გადმოვარდა ბარტყი და ადამიანი მათ შეეხო, მისი მშობლები მას ყურადღებას აღარ მიაქცევენ. ტყუილია! აუცილებლად დააბრუნეთ ბარტყი ბუდეში. ჩიტები მას მიიღებენ, თუნდაც სრულიად უცხო ბარტყი დაუსვათ მათ. @wandereet


11. რაც უფრო უხეშად იცავთ თქვენს პოზიციას, დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ დაგითმობენ და მიაღწევთ თქვენსას. უხეშ მანერას თუ აირჩევთ ურთიერთობისას, მაგალითად ვაჭართან, საეჭვოა მიაღწიოთ თქვენს სურვილს. შეთანხმება მეტად შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ იქნებით ზრდილობიანი და კეთილი. @Nelik1


12. რაც უფრო მკაცრია სასჯელი, მით ნაკლები ადამიანი დაარღვევს კანონს. მკაცრი სასჯელი ვერ მოახერხებს ადამიანს გადააფირებინოს ჩაიდინოს დანაშაული. ეს პრინციპი რომ მუშაობდეს, მაშინ ნარკომოვაჭრეები საერთოდ აღარ იარსებებდნენ, რადგან შეეშინდებოდათ სასჯელის. როგორც აჩვენა სტატისტიკამ, ადამიანები წინასწარ არ ფიქრობენ შედეგებზე. @murrdock19


13. თუ ბანაობის შემდეგ, გარეთ გახვალთ სველი თავით, თქვენ ავად გახდებით. გაციების საფუძველი გახლავთ ბაქტერია, და დიდი ალბათობით მისი დაჭერა შესაძლებელია, ბევრი ადამიანით სავსე დახურულ შენობაში. @quickflik


14. თუ გარეთ გრილა და მზეც ძალიან არ აჭერს, არ არის სანერვიულო, რადგან ვერ მიიღებთ დამწვრობას. დერმატოლოგიის განყოფილებაში წავიკითხე ინფორმაცია, რომ ღრუბლები უშვებენ 80%-ს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისას. როდესაც ქუჩაში არის თოვლი, დამწვრობის მიღება ძალიან მარტივია, რადგან თოვლი ირეკლავს სხივებს. იგივე ხდება, წყალთან ახლოს ყოფნისას. @EmptyRepresentative5


15. თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა და ამავდროულად გრძნობებს განიცდით, კიდევ სხვა ადამიანის მიმართ, აუცილებელია დაასრულოთ ურთიერთობა, რადგან ის აუცილებლად განწირულია. სისულელეა! სანამ დაასრულებთ არსებულ ურთიერთობას, ჯერ აუცილებელია კარგად გაერკვეთ თქვენს გრძნობებში, რა ხდება თქვენს თავსა და გულში. სრულიად ნორმალურია, ინტერესს და გარკვეულ გრძნობებს განიცდიდეთ სხვადასხვა ადამიანის მიმართ და ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია იმის დანგრევა, რაც უკვე გაქვთ. მარტო იმიტომ მიატოვოთ ბიჭი, რომ თქვენი თანამშრომელი გეჩვენებათ სასაიმოვნოდ – სისულელეა. როდესაც სიტუაცია არის დახლართული, აუცილებელია მოიკრიბოთ ძალა და დაილაპარაკოთ თქვენს მეორე ნახევართან. @jackofangels


16. დააიგნორეთ ხულიგნები და ისინი დაგანებებენ თავს. არა, თავს არ დაგანებებენ. ისინი დაინახავენ თქვენს სისუსტეს. @drbusty


17. დაშორება აძლიერებს ურთიერთობებს. ეს გადასარევად მუშაობს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვერ იტანთ. @Sayakai


18. ახალგაზრდობა – ეს არის საუკეთესო წლები ცხოვრების. ვინც ამას ამბობს, ყველა არის არასწორი. ვერ ვიტანდი სკოლას, უნივერსიტეტს, თავისუფლების არარსებობას. ამჟამად ვმუშაობ დაახლოებით 50 საათის განმავლობაში კვირაში, მაქვს ფული და თავისუფლება. ვაკეთებ იმას, რაც მსურს. @eleventytwelv


19. ვისაც ლოდინი შეუძლია, შეემთხვევა ყველაფერი კარგი. არა, ეს ასე არ არის. თუ მხოლოდ იჯდები და დაელოდები იმას, რომ მოხდეს რაიმე შენს ცხოვრებაში, ამისთვის არანაირ ქმედებას არ განახორციელებ, არაფერიც არ მოხდება. აუცილებელია იყოთ აქტიური. @pythonwriter99


20. აუცილებლად შერიგდით თქვენს მეორე ნახევართან, სანამ დაწვებით დასაძინებლად. ამ წესის იგნორირებამ გადაარჩინა ჩემი ქორწინება. იცით, რამდენი უაზრო ჩხუბი ხდება, როდესაც დაღლილი ადამიანები არკვევენ ურთიერთობას? ამიტომ, მე ვიყენებ სხვა წესს: არანაირი სერიოზული საუბრები დილის 8 საათამდე და საღამოს 10 საათის შემდგომ. კამათი, მაშინ როდესაც ხარ დაღლილი, არ არის კარგი აზრი. @kbreu12


21. თუ ჭრილობა მიიღეთ რაიმე ცივი იარაღის საშუალებით, აუცილებელია მომენტალურად მისი ჭრილობიდან ამოღება. ზუსტად ის ნივთი, რომელიც არის თქვენს სხეულში, იკავებს სისხლს. როგორც კი ამოიღებთ ამ ნივთს, ადამიანი დაიწყებს სისხლისგან დაცლას. @darkstormchaser


22. რაც უფრო ნელა და ფრთხილად მიდიხართ, მით უკეთესი. რთულია ამაზე მეტად შორი აზრი სიმართლისგან მოიფიქროს ადამიანმა. რომ იყოთ დაცული გზაზე და აიცილოთ თავიდან საცობები, აუცილებელია გამოიყენოთ ტაქტიკა დაცვისა და მიზანმიმართულების. არ იყოთ ძალიან რბილი. იყავით პროგნოზირებადი. @Canadianbreeder25


23. რაც უფრო უხეშია კბილის ჯაგრისის ზედაპირი, მით უკეთესად წმინდავს კბილების. ერთადერთი რასაც ამ შემთხვევაში მიაღწევთ, არის ღრძილების დაზიანება. აუცილებელია კბილები გაიწმინდოთ რბილი ჯაგრისით, 2-3 წუთის განმავლობაში, წრიული მოქმედებებით. @ah-dou

თქვენ რას დაამატებდით აღნიშნულ სიას?

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო კალატოზიშვილი
ნინო კალატოზიშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0