x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:139006
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512555
სად იყო იესო 12 წლიდან 29 წლამდე - რა ვერსიებია სხვადსხვა კულტურაში ქრისტეს ცხოვრების ბურუსით მოცულ პერიოდზე
image


საქართველოში ყოველგვარი კითხვა, რომელიც იესო ქრისტეს გარშემო ჩნდება, ძალიან აღიზიანებთ. ფსიქოანალიტიკოსებს თუ ვენდობით, ადამიანი თავისი შეხედულებების აგრესიულ დაცვას როცა იწყებს, ან აღიზიანებს დასმული შეკითხვები, მაშინ თავად ეპარება ამ შეხედულებებსა და რწმენაში ეჭვი და ამისთვის თვალის გასწორება არ სურსო. ჩვენ ბევრი ასეთი რწმენაშერყეული მორწმუნე გვყავს, მექანიკურ რწმენას რომ ებღაუჭება თავისი რწმენის დასაჯერებლად. ნებისმიერი მორწმუნის გზა შემეცნება უნდა იყოს, თუმცა ჩვენთან ისეთებიც შეგხვდებიან, რაც ვიცი, ისიც საკმარისია, რომ მწამდეს, დანარჩენი რაში მაინტერესებსო, რომ გეტყვის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ იესო იყო გზა და ამ გზის შესახებ რაც შეიძლება მეტის გაგება უნდა გვინდოდეს. ქრისტეს ცხოვრების წლები 12 წლიდან 29 წლამდე ბურუსით არის მოცული. არსებობს უამრავი თეორია, ჩვენ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.


თომას სახარების მიხედვით, იესო ბავშვობიდან ფლობდა ზებუნებრივ უნარებს. 5 წლის ასაკში მეგობრებთან ერთად თამაშობდა მდინარესთან. წყალი ერთ გუბურაში მოაგროვა, გაწმინდა, მერე კი თიხიდან ბეღურების ძერწვა დაიწყო. ერთ-ერთმა იუდეველმა დაინახა ეს და რადგან შაბათი იყო, იოსებთან დაასმინა, შენმა შვილმა შაბათი დღე შებღალაო. იოსები ნაპირთან გაიქცა, იესომ ტაში შემოკრა და ბეღურებს გაფრინდითო შესძახა. ბეღურები გაფრინდნენ. იუდეველები გაოცებულები უყურებდნენ ამ სასწაულს, მაგრამ ერთ-ერთმა ბავშვმა ვაზის ტოტი აიღო და იესოს განწმენდილ გუბურაში წყალი აამღვრია. იესო გაწყრა: რა დაგიშავა ამ წყალმა? აი, ნახავ შენც თუ არ გახმე, როგორც ხე. ბავშვი მართლაც გახმა. ერთხელ კიდევ ბავშვმა უბიძგა და მასაც მეტ ნაბიჯს ვეღარ გადადგამო უთხრა. ბავშვი მაშინვე დავარდა და მოკვდა. მის გამო ხშირად უჩიოდნენ იოსებს და იესომაც ყველა მათგანი დააბრმავა. მისი სიტყვები წყევლასავით ჟღერდნენ, თუმცა ბოლოს ყველა მათგანი, ვინც მისი სიტყვების შედეგად დაზიანდნენ, უკლებლივ აღადგინა.


image



იესო პატარა ასაკიდანვე კურნავდა ავადმყოფებს, ერთხელ საკუთარი ძმაც გველის ნაკბენით სიკვდილისგან იხსნა. იესო ბავშვობაშივე აღადგენდა მკვდრებს, სახურავიდან გადმოვარდნილ ბავშვს, რომლის სიკვდილსაც იესოს აბრალებდნენ უთხრა: ადექი და თქვი, მე რომ არ გადმომიგდიხარო და ბავშვიც წამოდგა და თაყვანი სცა მას. მეზობლად შვილმკვდარ დედას შვილი გაუცოცხლა და ა.შ.

პატარა იესოსი ყველას ეშინოდა და ყველა პატივს სცემდა. იუდეველები გრძნობდნენ, რომ ის ჩვეულებრივი ბავშვი არ იყო, ამბობდნენ, რომ ის ან ღმერთია, ან ღვთის ანგელოზი. რამდენიმე მასწავლებელმა გადაწყვიტა მისი მოწაფედ აყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იესომ მათზე გაცილებით მეტი იცოდა, ამიტომ აღიარეს და თავი დაანებეს.


image


ქრისტეს ცხოვრების გზას იკვლევდა ერნესტ რენანიც. იგი ქრისტიანი ბერი იყო, თუმცა შემდეგ რწმენა დაკარგა და გადაწყვიტა მაცხოვარი, როგორც ძე კაცისა ისე შეესწავლა. მისი წიგნის "იესო ქრისტეს ცხოვრება" მიხედვით, ებრაელების ის შტო, რომელსაც მარიამი მიეკუთვნებოდა, იუდაიზმისგან განსხვავებულ რწმენას მისდევდა, რომელიც შემდგომ ქრისტემ იქადაგა. ეს რწმენა იმ დროს იდევნებოდა, თუმცა საკმაოდ ძლიერი გახლდათ და მალულად თავისი სკოლებიც ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ სკოლაში აღიზარდნენ იოანე ნათლისმცემელი და იესო ნაზარეველი. ის სამოსი, რომელშიც იოანე ნათლისმცემელს და იესოს ხატავდნენ, ამ სკოლის უნიფორმა გახლდათ. იოანე ქრისტეზე უფროსი იყო, უფრო ადრე დაამთავრა სკოლა, ხალხში საქადაგოდ გამოვიდა და ხალხს ამზადებდა იესოს მისაღებად. მან იორდანეში ხალხის ნათვლა დაიწყო და ერთხელაც თავად იესოც მივიდა მოსანათლად. იოანემ, რომელიც თითქოს პირადად არ იცნობდა მას, თავიანთი სასკოლო უნიფორმით იცნო.


image


ლაზარევის შრომებიდან ირკვევა, რომ ბუდიზმამდე ტიბეტში გავრცელებული იყო რელიგია ბონ და სწორედ ამ დროს ირანიდან მოვიდა ჭაბუკი ესეს. იგი მამა ღმერთის ხელმარჯვნივ არის გამოსახული, როგორც იესო და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ეს იესო იყოს. ლჰასის მახლობლად იყო ხელნაწერებით მდიდარი სწავლების ტაძარი. იესოს სურდა თვითონ გაცნობოდა მათ.



image


ტიბეტური სახარების მიხედვით, იესო ბუდისტი გახლდათ. ისტორია იწყება იმით, რომ ისრაელის მიწაზე დაიბადა საუცხოო ბავშვი, რომლის პირითაც თვით ღმერთი ლაპარაკობდა. იგი ერთიანი და განუყოფელი ღმერთის შესახებ ყვებოდა, ადამიანებს მოუწოდებდა მოენანიებინათ ცოდვები და ირწმუნებოდა, რომ ყველას შეეძლო იმის გაკეთება, რასაც თავად სჩადიოდა.

როცა იესო 13 წლის გახდა, ანუ მიაღწია ასაკს, როცა ყველა ებრაელმა ცოლი უნდა ამოირჩიოს, მის ღარიბ ოჯახში მდიდარმა ხალხმა დაიწყო სიარული. ყველას უნდოდა სახელგანთქმულ იესოსთან დანათესავება. იესოს არ სურდა დაქორწინება, იგი სახლიდან გაიპარა და ინდოეთისკენ გასწია ვაჭრებთან ერთად, რათა საღვთო სიტყვაში სრულყოფილი გამხდარიყო და ბუდას კანონები ესწავლა.


image


14 წლისამ ინდოეთს მიაღწია და არიელებთან დასახლდა. მისი სახელი მთელს ინდოეთში გავრცელდა. როდესაც იგი პენჯაპისა და რაჯპუტანას ქვეყანას გადიოდა, ღმერთ ჯაინის თაყვანისმცემლები სთხოვდნენ მათთან დასახლებულიყო. თუმცა იგი მიიჩნევდა, რომ ჯაინის თაყვანისმცემლები ცდებოდნენ, ამიტომ ისინიც მიატოვა და ჯაგერნატში, ორსისის ქვეყანაში გაჩერდა, სადაც ვიასა-კრიშნას ნეშთი განისვენებს.

ბრაჰმას თეთრმა ქურუმებმა იგი გულთბილად მიიღეს. სწორედ მათ ასწავლეს კითხვა და ვედების გაგება, ლოცვებით განკურნება, ხალხისთვის საღმრთო წერილების სწავლება და განმარტება, ადამიანის სხეულიდან ავი სულის განდევნა და მისთვის ადამიანური სახის დაბრუნება.

ჯაგერნატში, რაჯაგრიჰში, ბენარესში და სხვა წმინდა ქალაქებში იესომ ექვსი წელი დაჰყო. იგი ყველას უყვარდა, რადგან მონებთან და ხელოსნებთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდა და ვედების წიგნს უკითხავდა მათ.


image


უმაღლესი კასტის წარმომადგენლებს არ მოსწონდათ იესოს მათთან დაახლოება, რადგან მდაბალ არსებად მიაჩნდათ, რომელთან მიკარებასაც ბრაჰმა უკრძალავდათ. იესოსაც არწმუნებდნენ, თავი დაანებე მათ და ჩვენთან წამოდი, ღმერთი არ განარისხოო. იესო მათ წინააღმდეგ წავიდა, მამა ღმერთი თავის შვილებს არ ანსხვავებს და მისთვის ყველანი ერთნაირად ძვირფასნი არიანო. ქურუმებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ იესო კეთილმოსურნეებმა გააფრთხილეს და იქაურობა დატოვა. მალე გაუტამიდების ქვეყანას მიაღწია და იქ დასახლდა. იესომ პალის ენა შეისწავლა და წმინდა ტექსტების შესწავლას მიჰყო ხელი. აქ 6 წელი დაჰყო და მერე, როცა შემქმნელმა წმინდა სიტყვის გასავრცელებლად აირჩია, ნეპალი და ჰიმალაები დატოვა და დასავლეთისკენ გაემართა საქადაგებლად. 29 წლისამ ისრაელის ქვეყანას მიაღწია.



image


ისლამის მიხედვით, იუდეველებს მარიამის დასჯა სურდათ, რადგან უმამოდ გააჩინა ბავშვი, ამიტომ ის და იოსები იძულებულნი გახდნენ ეგვიპტეში გაქცეულიყვნენ. ისრაელში მაშინ ბრუნდებიან, როცა იესო 12 წლის ხდება. 13 წლის იესო უკვე იწყებს წინასწარმეტყველებას და ალაჰის ნებით სასწაულების ჩადენას.


ქრისტეს სწავლება, რომელიც ლოცვით საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ მოუწოდებს ადამიანებს, ძალიან ჰგავს მედიტაციას და რომ ღმერთი ცაში კი არა ჩვენშია, ჩვენს გულში, აღმოსავლურ სწავლებებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ბიბლიურ ღმერთთან. ამიტომ ინდოელები მიიჩნევენ, რომ ქრისტეს ინდოეთთან აუცილებლად უნდა ჰქონოდა შეხება. მათი დიდი ნაწილი მის მოძღვრებას კრიშნას მოძღვრებას ამსგავსებს და ქრისტესაც იოგად და გურუდ მიიჩნევენ. ისინი ფიქრობენ, რომ ქრისტემ განათლება ინდოეთში მიიღო.


image


მოკლედ, უამრავი თეორია არსებობს, ოფიციალური ვერსია კი არ გვაქვს. ერთი მოსაზრების მიხედვით, იგი საქართველოშიც კი ყოფილა. იეშუა ბენ იოსები (რომელიც სავარაუდოდ იესოა) გახლდათ სწავლული ადეპტი. მან სწავლება კოლხეთის აკადემიაში გაიარა. ეს აკადემია რაჭის ერთ-ერთ სოფელ ფუტიეთში გახლდათ და სწორედ ამ აკადემიის დამთავრების შემდეგ გაემგზავრა ტიბეტში, ვედების წიგნის წასაკითხად. შემდეგ იქედან ინდოეთში გადავიდა და ქადაგება, ადამიანების განკურნება და სასწაულების ჩადენა დაიწყო.

ისტორიულ წყაროებში ქრისტეს შესახებ ძალიან ცოტაა შემორჩენილი. მონტეფიორე მხოლოდ ერთ თავს უთმობს იერუსალიმის შესახებ წიგნში მას. 12-29 წლამდე მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი.



image


ტრადიციული ვერსიით, იოსები იყო დურგალი და იესოც მის ხელობას მიჰყვებოდა. მას არ მიუღია რაიმე განსაკუთრებული განათლება. ერთხელ, როცა დაკარგულ ვაჟიშვილს მარიამი და იოსები ეძებდენ, ტაძარში წააწყდნენ სასულიერო პირებთან მოსაუბრეს. ფარისევლები მისი ცოდნით გაკვირვებულები არიან. მარიამი და იოსები ძალიან შეშინებულები გახლდნენ, პატარა იესოს კი უკვირს: რატომ მეძებდით, განა არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში ვიქნებოდი?


image


იოანე თავის სახარებაში წერს, ის ყველაფერი რომ დაწერილიყო, რაც ქრისტემ მოიმოქმედა, "ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებსო".

თეორიები კიდევ უფრო მეტია და მათი ერთ პოსტში თავმოყრა, ფაქტორივად, შეუძლებელი. იმედი გვაქვს, ეს მცირედიც საინტერესო იყო. გაგვიზიარეთ თქვენი ინფორმაციაც.



სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

5
8831
4-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
8831
  
ნამდვილი იესოს გზა სამწუხაროდ დაკარგულია. არ არსებობს. რაც გვაქვს თითქმის ყველა არის გადაკეთებული და არეული. თომას სახარებაში იესო მანიაკად არის წარმოდგენილი რომელიც აგრესიულია და ყველას კლავს. მოდით ასე ვიტყვი საქართველოს გავლით აზია სიმართლეს შეესაბამება მაგრამ იქ არსებული ინფორმაცია განადგურებულია. ამით დავასრულე. გფარავდეთ ღმერთი ერთი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი, რამე თუ ყოველი წესი ტრადიცია და თეოლოგია ეშმაკისაა.
შენს ზემოთ ხედავ ბატონმა ზურაბ სურმავამ რა დაწერა. ასე რომ დიახ აღიზიანებთ!!!
2019, 16 ოქტომბერი, 21:37
შენ თვითონვე თუ გჯერა იმისი რასაც წერ? ;)
2019, 7 აგვისტო, 11:29
და რატომ გონია სტატიის ავტორს რომ ვინმეს აღიზიანებს ეს ინფირმაცია ? "პარხლის მრავალთავში " არის დაწერილი 5 წლის მაცხივარი რომელიც ბეღურებს გამოძერწავს და ასე შემდეგ:)ასე რომ გაღიზიინება არაფერ შუაშია❤????❤მაგი საუკუუნების წინ იცოდა ქართულმა მწერლობამ ❤❤❤
2019, 28 აპრილი, 4:12
როგორ შეიძლება ასეთ სტატიას არცერთი მოწონება არ ჰქონდეს? :))
0 1 5