სხვა ებრაელი ექიმი 2019, 19 აპრილი, 19:00
ებრაელი ექიმი ამერიკის სავადმყოფოებში სამსახურს ვერ შოულობდა, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა. მან კლინიკასთან განათავსა სარეკლამო დაფა: "იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100, თუ არ განიკურნებით". ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში მივიდა. შესდგა შემდეგი სახის დიალოგი: იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე. ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი. იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია! ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20–ია. გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად. იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვიხსენებ. ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი. იურისტი (უკმაყოფილოდ) : ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად, რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ. ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია. გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა როგორმე მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება. იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვეღარაფერს ვხედავ. ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი. იურისტი (როცა ბანკნოტს დახედა): ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი?! ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია. თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს: როგორ შექმნა ღმერთმა ქალი? მსოფლიოში 10 ყველაზე მომაკვდინებელი დაავადება საკვები, რომელიც დაგეხმარებათ დიაბეტის დროს რა იწვევს ქალთა ფრიგიდულობას (ანორგაზმია)? რა მიზეზები ასუსტებს მამაკაცის ლიბიდოს 261 1-ს მოსწონს
|