x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა იწვევს ქალთა ფრიგიდულობას (ანორგაზმია)?
image


სექსუალური დისფუნქცია აღინიშნება როგორც მამაკაცებში, ისე ქალბატონებში. ის ხშირად ხდება წყვილებს შორის განხეთქილებისა და დაშორების მიზეზი. მისი გამოწვევა სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია.


სექსუალური დისფუნქცია ქალების დაახლოებით 43%-ში და მამაკაცების 31%-ში აღინიშნება. ამის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობა პრობლემაზე საუბარს გაურბის და ხშირად ექიმთანაც არ განიხილავს მას.


რა იწვევს სექსუალურ დისფუნქციას ქალებში?



სექსუალური დისფუნქციის გამომწვევი მიზეზები იყოფა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებად. ფიზიკურ პრობლემებს მიეკუთვნება ზოგიერთი ფიზიკური მდგომარეობა ან დაავადება, მაგალითად დიაბეტი, გულის პრობლემები, ნევროლოგიური დაავადებები, ჰორომალური დისბალანსი და ა.შ. ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს სექსულური დისფუნქციის განვითარებას.


რაც შეეხება ფსიქოლოგიურ პრობლემებს, აქ აღსანიშნავია დაღლილობა, სტრესი, მღელვარება, შფოთვა, დეპრესია, სექსუალური ტრავმა და სხვა ნებსიმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ფსიქიკასთან.


image


როგორ მოქმედებს სექსუალური დისფუნქცია ქალებზე?


პირველ რიგში მცირდება სექსუალური ლტოლვა, სექსის სურვილი.

ქალს არ შეუძლია ან ძალიან უჭირს იყოს სექსუალურად აგზნებული.

ვერ განიცდის სექსუალური აქტის დროს ორგაზმს (აორგაზმია).

მისთვის მტკივნეული ხდება სექსუალური აქტი (ინტერკურსი).


როგორ ხდება სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა?


ეს საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს ტერაპევტის, ექიმისა და ქალის თანაბარ ჩართულობას.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა მიზეზები ასუსტებს მამაკაცის ლიბიდოს


უფრო მეტად ლამაზი და სექსუალური კანისათვის...


ყურადღება! თუ თქვენ ეს სიმპტომები გაწუხებთ...


მამაკაცებო, რა უნდა მიირთვათ უკეთესი სექსუალური ცხოვრებისთვის



0
387
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0