x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
იცოდეთ, რაზე მიუთითებს მენსტრუალური სისხლის ფერი - ასე ბევრ საფრთხეს აიცილებთ!
image



ქალის ორგანიზმი სამაოდ ეშმაკურად არის მოწყობილი. ჩვენ ვიზრდებით, გოგონადან ქალად გადავიქცევით, დედები ვხდებით... და მაინც, ძალიან ხშირად საკუთარი სხეულის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

ძალიან ბევრმა არ იცის, რომ მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენი და მისი ფერი ქალის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. ამ ინფორმაციის „წაკითხვა“ კი ყველა ქალმა უნდა იცოდეს.

რას ნიშნავს მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენის ფერი
image

მენსტრუალური ციკლის დროს გამოიყოფა არა მხოლოდ სისხლი, არამედ საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ჯირკვლების გამონადენი და ენდომეტრიუმის ქსოვილი. სწორედ ამგვარი შემადგენლობის წყალობით შეიძლება მენსტრუქლურ სითხეს ჯანმრთელობის ინდიკატორი ვუწოდოთ.

მოვარდისფრო წითელი


image

მოვარდისფრო გამონადენი მენსტრუაციის დასაწყისში ჩნდება. 3 დღის შემდეგ იგი ფერს იცვლის. თუ ეს არ მოხდა და გამონადენი მოვარდისფრო წითელი დარჩა, არსებობს ეჭვი იმისა, რომ სისხლში რკინის შემცველობა ძალიან დაბალია და ანემია გაქვთ.

კაშკაშა წითელი


image

ეს გამონადენის სრულიად ნორმალური ფერია. მთავარია გამონადენი ზედმეტად უხვი არ იყოს, განსაკუთრებით მესამე და მეოთხე დღეს. ამ შემთხვევაში კაშკაშა წითელი ფერი შეიძლება აციკლური სისხლდენის ნიშანი იყოს, განსკუთრებით მაშინ, თუ გამონადენში სისხლის კოლტები შეიმჩნევა.

თუმცა თუ თავს ნორმალურად გრძნობთ, სისხლის კოლტების არსებობის გამო ნერვიულობა არ ღირს. ასე ხდება, როცა ქალი დიდხანს წევს ან ზის. სისხლი დედდება ჯერ კიდევ ვაგინაში და შედედებული სახით გამოიყოფა.

აღელვების მიზეზია იმ შემთხვევაში, თუ სისხლის კოლტების გამოყოფას თან სდევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, უგუნებობა, ზედმეტად უხვი გამონადენი. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართოთ.

მუქი წითელი



image

მენსტრუქციის დროს გამონადენის ამგვარი ფერი სრულიად ჩვეულებრივია. ზოგჯერ მენსტრუალური სისხლის ფერი იცვლება ჰორმონალური პრეპარატების მიღების ან წონაში მკვეთრი კლებისა თუ მატების შედეგად. ქალის მგრძნობიარე ორგანიზმი ნებისმეირ ცვლილებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს.

ნარინჯისფერი წითელი


image

თუ გამონადენის ფერს ოდნავი სტაფილოსფერი გადაკრავს, არც ამაშია რაიმე სახიფათო. სისხლმა შეიძლება ფერი შეიცვალოს ჟანგბადთან ურთიერთქმედებით. მაგრამ თუ სისხლის შეფერილობის ცვლას თან სდევს ტკივილი, ქავილი, უსიამოვნო სუნი,
ეს უკვე ინფექციის ნიშანია და ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტია საჭირო.

მოყავისფრო შავი


image

მოყავისფრო გამონადენი ძველი სისხლის ნიშანია და ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ მენსტრუაცია ტკივილით მიმდინარეობს.

ზოგჯერ მოყავისფრო და შავი გამონადენი მიანიშნებს ენდომეტრიოზზე - როცა საშვილოსნოს შიგნითა გარსის -ენდომეტრიუმის უჯრედები განლაგებულია
საშვილოსნოს გარეთ. დაავადება საშიშია, რადგან შეიძლება გახდეს უშვილობისა და
სისხლდენის მიზეზი.

რუხი ფერი


image

თვიურის დროს სისხლის ეს ფერი ყველაზე საშიშია. იგი შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე, საშვილოსნოსგარე ორსულობაზე, სხვადასხვა გინეკოლოგიურ დაავადებებზე. ამიტომ ამ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი საჭიროა. თუმცა თავიდანვე პანიკას ნუ მიეცემით, რადგან ხშირად გამუდმებული სტრესის, ცუდი კვების, გამოუძინებლობისა და ფიზიკური გადაღლილობის შედეგად გამონადენი
ფერს იცვლის და ყოველთვის სერიოზული დაავადების ნიშანი არ არის.



დაიმახსოვრეთ: ქალების მიმართ ექიმების მთავარი რეკომენდაციაა მენსტრუაციის დროს ფსქილოგიური სიმშვიდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადაგან ნეგატიური ემოციების შედეგად იცვლება ჰორმონალური ფონი, რაც აზიანებს მთელს ორგანიზმს.

ასევე უნდა იცოდეთ:


1. ტუალეტში შესვლისას დახუჭეთ ცალი თვალი! - რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


2. როგორი არტერიული წნევაა ნორმა სხვადასხვა ასაკისთვის - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. იმან, თუ რისგან ამზადებენ საფენებს, დედები შოკში ჩააგდო! - გაფრთხილდით!

image


4. არ დაუშვათ ეს შეცდომა ჰიგიენური საფენის გამოყენებისას! - ექიმები გვაფრთხილებენ!

image


5. ქალი დღეში 3 ფინჯან ყავას სვამდა და წარმოუდგენელი რამ დაემართა! - ეს ბევრს გამოადგება

image

0
11457
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0