x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
უფრო მეტად ლამაზი და სექსუალური კანისათვის...
image


ვინაიდან საკვები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე, გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც თქვენს კანს უფრო ლამაზს, გლუვსა და სექსუალურს გახდის. მაშ ასე, ესენია:


image


წითელი წიწაკა - ის დიდი რაოდენობით შეიცავს ც ვიტამინს, რომელიც კოლაგენის ბოჭკოების სინთეზში მონაწილეობს. კოლაგენის შესაბამისი დონის არსებობისას კანი, თმა და ფრჩხილები უფრო ჯანმრთელი და ძლიერია. ც ვიტამინი ასევე სასარგებლოა სახსრებისთვის, იოგების და მყესებისთვის.



image


შავი შოკოლადი - რაც უფრო მაღალია შოკოლადში კაკაოს შემცველობა, მით უფრო სასარგებლოა ის თქვენი ჯანმრთელობისათვის. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები იცავს ორგანიზმს დაბერებისაგან, ხოლო თეობრომიდები (კაკაოს მოქმედი ნივთიერებები) მომენტალურად ანიჭებს ადამიანს ბედნიერების შეგრძნებას. ალბათ ამიტომაც გვიყვარს შოკოლადი.


image


ორაგული - გარდა იმისა რომ ორაგული ცილისა და ამინომჟავების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა (ცნობისთვის, ამინომჟავები აშენებს მთელს სხეულს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთების, კანის, ფრჩხილებისა და თმისთვის), ის საუკეთესო ომეგა მჟავებს შეიცავს. ომეგა მჟავები კი კანს ხდის გლუვს, ელასტიურს და მკვრივს. შესანიშნავია კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ეგზემა, ფსორიაზი, აკნე და სხვ.


image


მატჩას ჩაი - ზოგადად, მწვანე ჩაი ცნობილია თავისი უამრავი სასარგებლო თვისების გამო, მაგრამ მატჩას ჩაი კიდევ უფრო ძლიერი და ფართო მოქმედებით ხასიათდება. ის შეიცავს ელ-თიანინს, ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს სტრესის დაძლევაში.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა მიზეზები ასუსტებს მამაკაცის ლიბიდოს


საკვები, რომელიც ზრდის პოტენციას მამაკაცებში


მამაკაცებო, რა უნდა მიირთვათ უკეთესი სექსუალური ცხოვრებისთვის


გაიგეთ მეტი იმ მიკრო ორგანიზმებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია


ყველას ეგონა რომ ორსულად იყო, სინამდვილეში კი...



0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0