x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
გაიგეთ მეტი იმ მიკრო ორგანიზმებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს ცხოვრება არ შეუძლია
image



პრობიოტიკები ერთუჯრედიანი მიკრო ორგანიზმებია, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სხეულში და სხეულზე. მათი უმრავლესობა გვხვდება მომნელებელ სისტემაში და ამ მიკროორგანიზმების სასარგებლო თვისებებიც პირველ რიგში საკვების მონელებას უკავშირდება. ამასთანავე, ზოგიერთი კვლევის თანახმად, პრობიოტიკებს შეუძლიათ შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი და გაუმჯობესონ კანის მდგომარეობა.

პრებიოტიკების კვლევა უკრაინელმა მეცნიერმა, ილია მეჩნიკოვმა დაიწყო 1800-იან წლებში. ის აკვირდებოდა ბულგარელ მწყემსებს, რომლებიც იკვებებოდნენ კეფირით და გამოირჩეოდნენ ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობით.


პრობიოტიკები და პრებიოტიკები



მეგობარი ბაქტერიები (პრობიოტიკები) ცოცხალი, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმებია. მათი რაოდენობა და სახეობა რაც უფრო მეტია ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი სხეული უფრო კარგად ფუნქციონირებს. ეს მიკროორგანიზმები ძირითადად გვხვდება ფერმენტირებულ საკვებში - მაწონი, იოგურტი, ყველი, ტოფუ, სხვადასხვა სახის მწნილი და სხვ.


პრებიოტიკები კი წარმოადგენს ხილისა და ბოსტნეულის უჯრედისს, რისი საშუალებითაც იზრდება და მრავლდება პრობიოტიკი.


image


პრობიოტიკები და ჯანმრთელობა


მომნელებელ სისტემაში სასარგებლო ბაქტერიების გარდა არსებობს მავნე ბაქტერიებიც. მათ შორის ყოველთვის არის დაცული ბალანსი, თუმცა ზოგიერთმა საკვებმა ან ანტიბიოტიკმა შეიძლება დაარღვიოს ეს მდგომარეობა და გამოიწვიოს დისბიოზი - სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევა. ასეთი მდგომარეობა ხშირად ხდება დიარეის, კრონის დაავადების, სწორი ნაწლავის კიბოს, წყლულოვანი კოლიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, გულის პათოლოგიების, სიმსუქნისა და ალერგიული რეაქციების მიზეზი.


მეგობარი ბაქტერიების ჯგუფი ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. პრობიოტიკები აძლიერებენ ჩვენს იმუნიტეტს და იცავენ მომნელებელი სისტემის უჯრედებს სხვადასხვა მავნე ფაქტორისგან. ეს ბაქტერიები ასევე მონაწილეობენ ფერმენტ ლაქტაზას გამომუშავებაში, რომელიც აუცილებელია რძის პროდუქტების მონელებისათვის.


პრობიოტიკების ტიპები


პრობიოტიკების უამრავი ტიპი არსებობს, თუმცა მათგან ყველაზე გავრცელებულია ლაქტო და ბიფიდო ბაქტერიები. ორივე მათგანი ძირითადად რძეში და რძის ფერმენტირებულ საკვებში გვხვდება. ეს ბაქტერიები იცავს ორგანიზმს საშარდე გზებისა და ვაგინალური ინფექციებისგან, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას ეგზემის (ატოპიური დერმატიტი) დროს და აძლიერებს იმუნურ სისტემას.


პრობიოტიკების მოხმარება


პრობიოტიკები საკვებ დანამატებს მიეკუთვნება და მსოფლიოს გარშემო იყიდება. არსებობს კაფსულების, საღეჭი აბების, ფხვნილისა და სითხის სახით. მისი გამოყენება ყველასათვის უსაფრთხოა, თუმცა ბაქტერიების ესა თუ ის სახეობა უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის დროს, ამიტომ უკეთესი იქნება თუ მის მიღებამდე პირად ექიმთან გაივლით კონსულტაციას.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ყველას ეგონა რომ ორსულად იყო, სინამდვილეში კი...


ძაღლი, რომელიც ხეში “გაიჭედა''


რა იწვევს ამენორეას და რატომ არის ის საშიში ქალებისთვის?


საკვები, რომელიც ზრდის პოტენციას მამაკაცებში

0
332
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0