x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ის, რასაც გოგონები გულის ფანცქალით დაელოდებიან ყოველ დილას და საღამოს

image


მიუხედავად იმისა, რომ სახლის ტელევიზორებში უამრავი არხი გვაქვს, მაინც გვიჭირს შვილებისთვის `ნორმალური' გადაცემის პოვნა - ისეთის, რომელიც მშობლებისთვისაც მისაღები იქნება და ბავშვებსაც ნამდვილად დააინტერესებთ და მოეწონებათ.
ჩემს ოჯახში ერთ-ერთი არხი, რომელზეც ყველაზე ხშირად არის ჩართული ტელევიზორი, ბავშვებსაც მოსწონთ და მეც არ მიჩნდება გადართვის სურვილი, ბასტი-ბუბუს არხია, BBB. ჩემს 3 წლის ბიჭსაც აინტერესებს და ცნობისმოყვარეობასაც უკმაყოფილებს, და ჩემს 10 წლის გოგონასაც. რასაკვირველია, მთელი დღე ტელევიზორს არ უსხედან, მაგრამ იმ პერიოდსაც, რასაც ტელევიზორთან ატარებენ, არ ვღელავ იმაზე, რომ რაღაც საშინელებებს უყურებენ და დროს ფუჭად ხარჯავენ.


image

რამდენიმე დღის წინ ჩემმა ქალიშვილმა სიხარულით მამცნო, რომ სწორედ მის საყვარელ არხზე ძალიან მალე გავა მისი ბოლო დროის ყველაზე დიდი გატაცება - "ვინქსების" სერიალი, თანაც, ქართულად! ის, რაც მას რუსულად და ინგლისურად აქვს ნანახი, იუთუბზე თუ რუსულ არხებზე, ახლა შეუძლია ქართულად ნახოს, უკეთ გაიგოს და როგორც თვითონ ამბობს, დატკბეს თავისი საყვარელი პერსონაჟებით. ეს მისთვის ისეთი დიდი სიხარულია, მეც მიხარია მასთან ერთად. გუშინ უკვე იმასაც კი განიხილავდა თავის მეგობართან, ნეტავ ბლუმი როგორი ხმით ალაპარაკდება ქართულად და სტელა როგორ გაწელავს სიტყვებსო. მერე ორივემ, მან და მისმა დაქალმა, გადმოიღეს ვინქსების სერია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ "პალიტრა L"-მა გამოსცა ქართულ ენაზე და დაიწყეს კიდევ ერთხელ გადაკითხვა. აღსანიშნავია რომ სწორედ "პალიტრა L"-ი არის საქართველოში იტალიური კომპანია Rainbow-ს პროდუქტის, WINX კლუბის ოფიციალური წარმომადგენელი.


მართალი გითხრათ, გამიხარდა. რასაკვირველია, იმიტომ, რომ მირჩევნია, ჩემს გოგონას ასეთი ლამაზი მულტფილმი თუ მისი პერსონაჟები აინტერესებდეს, ვიდრე საშინელებათა ფილმები, დამღლელი და ჩამთრევი კომპიუტერული თამაშები და სოციალური ქსელის საეჭვო ჯგუფები. ამიტომ გამიჩნდა იმის სურვილიც, რომ ეს ამბავი, "ვინქსების" ქართულად ალაპარაკებისა, სხვა მშობლებისთვისაც გამენდო და მათაც, ვინც ჯერ არ იცის და ვისაც სურს, თავის ქალიშვილს კარგი საჩუქარი გაუკეთოს, გაახარონ შვილები და უკვე 23 სექტემბრიდან, "ბასტი-ბუბუს" არხზე ყოველ დილას 9:05-ზე და ყოველ საღამოს – 20:05-ზე, უყურონ ამ ლამაზი და მხიარული გოგონების თავგადასავლებს.

2
242
13-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
242
  
2017, 26 სექტემბერი, 16:47
25 წლის ბიჭი ვარ და მიყვარს ვინქსები...
2017, 26 სექტემბერი, 16:47
1) ჯიგრული სტატიაა!! 2) ვგიჟდები ვინქსებზე და იტალიაზე!!
0 1 2