x
მეტი
  • 19.04.2019
  • სტატია:88731
  • ვიდეო:339342
  • სურათი:451202
20-23 აპრილს „ქარვასლაში“ წიგნის დღეები გაიმართება

image
20-დან 23 აპრილის ჩათვლით, სავაჭრო- და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“წიგნის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.


წიგნის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიმკითხველისთვის გამომცემლობა „პალიტრა L-სა“ და ბიზნესცენტრ „ქარვასლას“ თანამშრომლობით მზადდება.


20-23 აპრილის განმავლობაში, „ქარვასლაში“ გაიმართება წიგნის ბაზრობა, სადაც აუთლეტის წიგნებიც გაიყიდება; ხელმისაწვდომი იქნება საკურიერო სერვისი, რათა სტუმრებმა ადგილიდანვე შეძლონ, ადრესატისთვის საჩუქრის გაგზავნა; მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ თავიანთ საყვარელ ქართველ მწერლებს; უფასოდ დააგემოვნონ ცხელა ყავა ან ჩაი; მიიღონ საჩუქრები კონკრეტულ მაღაზიებში განსაზღვრული რაოდენობის თანხის დახარჯვისას.გარდა ამისა, იგეგმება სხვა ბევრი სიურპრიზი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის.


წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები ჩატარდება სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ მე-2 სართულზე. შენობა ადაპტირებულია.


იხილეთ ღონისძიება ბმულზე > > >




0
3
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0