x
image
_K_
Mediator image
ექსპერიმენტი: რა მოხდება, თუ ვინმეს 10 წუთის განმავლობაში თვალებში უყურებთ

კვლევის მიხედვით ადამიანები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მხედველობის მქონე არსებები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენს თვალებს შავარდნის ღამის ხედვას ვერ შევადარებთ, მაგრამ ისეთი მიზანი გვაქვს, რომ თუ ადამიანი მოშორებით დგას და გვიყურებს, იმასაც კი შევამჩნევთ, ჩვენს თვალებს აკვირდება თუ ჩვენს ცხვირს.

როგორც აღმოჩნდა, როცა ადამიანები ერთმანეთს დიდ ხანს ვუყურებთ თვალებში, გაუგონარი რამეები შეიძლება მოხდეს. კვლევამ დაადგინა, რომ ჩვენმა "გამჭრიახმა" თვალებმა შეიძლება ისე გაგვასულელოს, რომ რეალობა წარმოსახვაშიც კი ავურიოთ.


სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა ხდება, როცა ვინმეს 10 წუთის განმავლობაში უყურებთ თვალებში.

image

იტალიელმა ფსიქოლოგმა, ჯოვანი კაპუტიმ კვლევა ჩაატარა ურბანოს უნივერსიტეტში, რათა დაედგინა, რა ხდება ადამიანის ტვინში, როცა 2 ადამიანი ერთმანეთის თვალებს დიდი ხნის განმავლობაში აშტერდება.

image

მან და მისმა გუნდმა შეარჩია 40 ჯანმრთელი ადამიანი და ისინი 2 ჯგუფად დაჰყო. 20 მათგანი დააწყვილეს და მკრთალგანათებიან ოთახში შეიყვანეს. შემდეგ მათ სთხოვეს, უემოციოდ ეყურებინათ ერთმანეთისთვის თვალებში 10 წუთის განმავლობაში. დანარჩენ 20 ადამიანს კი სთხოვეს, ცარიელ კედელს მიშტერებოდნენ ამ დროის განმავლობაში. არც ერთი მონაწილისთვის არ უთქვამთ, რას ემსახურებოდა კვლევა.

imageსესიის შემდეგ მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი იმის შესახებ, თუ რა გამოსცადეს და იგრძნეს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებმა, რომლებიც სხვა ადამიანს უყურებდნენ თვალებში, გამოსცადეს დისოციაციის სიმპტომები, იგრძნეს, თითქოს სხეულს მოსწყდნენ და რეალობასთან კავშირი დაკარგეს, შეეცვალათ ხმისა და ფერების აღქმის უნარი და მოეჩვენათ, თითქოს დრო გაიწელა.

imageკიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ მათ ჰალუცინაციები დაინახეს. მონაწილეების 90%-ის თქმით, 10 წუთის განმავლობაში პარტნიორის სახე 2-4-ჯერ შეიცვალა, დეფორმირდა, მოიღუნა ან გაიწელა. ზოგმა თქვა, რომ ის მონსტრად ან ცხოველის სახედაც კი გადაიქცა. ზოგმა პარტნიორის სახე მეგობრის ან ოჯახის წევრისას მიამსგავსა, ზოგმა კი - თავის საკუთარს.

imageრა სახის თამაშს გვეთამაშება ჩვენი ტვინი?

დოქტორ კაპუტოს არ აქვს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რამ გამოიწვია ჰალუცინაციები, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მგრძნობელობის დეპრივაციის ბრალი იყოს, ანუ ჩვენი სხვა გრძნობების (სმენა, გემო, ყნოსვა, შეხება) დაპაუზების გამო. მისი აზრით, ტვინმა ჰალუცინაციების შექმნით ჩვენი ქვეცნობიერი იდეები ინდივიდუალის სახედ აქცია მაშინ, როცა რეალობის აღქმის მაგივრად, მონაწილეები მხოლოდ მის თვალებს უყურებდნენ დიდი ხნის განმავლობაში.

imageექსპერიმენტის შედეგი დაემთხვა ადრე ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც როცა ერთსა და იმავე საგანს დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებთ, რეალობიდან მოწყვეტის გრძნობა გვიჩნდება.

საინტერესო ისაა, ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, როცა უკვე იცით, რა შეიძლება მოგივიდეთ მსგავსი ექსპერიმენტის დროს, იგრძნობთ იმავეს?

ამას გაიგებთ, თუ ცდით.








ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ ვერ პოულობს ზოგი ადამიანი სიყვარულს - 6 პოპულარული მიზეზი

image


2. შესაძლებელია თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა? - მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს

image


3. პირველი კოცნით იმაზე მეტის გაგება შეგიძლიათ პარტნიორზე, ვიდრე გეგონათ

image

0
490
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
490
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0