x
რა იწვევს ამენორეას და რატომ არის ის საშიში ქალებისთვის?
image

ამენორეა


ამენორეა არის მენსტრუალური ციკლის არ ქონა შვილოსნობის პერიოდში. მისი ორი ფორმა არსებობს - პირველადი და მეორეული. პირველადი ამენორეის შემთხვევაში გოგონებს 16 წლამდე არ ეწყებათ მენსტრუალური ციკლი, ხოლო მეორეული ამენორეის შემთხვევაში მენსტრუალური ციკლი წყდება რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ამენორეის მქონე ქალებში რეპროდუქციული ჰორმონები მცირე რაოდენობითაა, რის გამოც არ ხერხდება მენსტრუალური ციკლის სრულყოფილად სტიმულირება.


რა სიმპტომები ახასიათებს?


  • ციკლის გაცდენა;
  • გამოხატული ჭარბთმიანობა სახეზე;
  • უფრო ბოხი ხმა;
  • პატარა ზომის მკერდი/გამონადენი მკერდიდან;


რამ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა?


  • მალნუტრიცია - ზოგჯერ მალნუტრიცია შესაძლებელია გახდეს ამენორეის გამომწვევი მიზეზი, როგორც ეს ხდება მაგალითად ანორექსიის დროს.
  • ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა - ამ დროს ორგანიზმი მთელს ენერგიას და ნუტრიენტებს ახმარს ფიზიკურ დატვირთვას და სხვა მოთხოვნილებებს უყურადღებოდ ტოვებს.
  • სტრესი - მკვეთრი კავშირი არსებობს ამენორეასა და სტრესს შორის.

ამენორეის მკურნალობა აუცილებლად ექიმთან უნდა მოხდეს, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს საკვერცხეების, ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის სერიოზული დარღვევები.


გახანგრძლივებულმა ამენორეამ შესაძლოა გაზარდოს ძვლის განლევის და ოსტეოპოროზის რისკი. ამენორეა ბუნებრივად დგება ორსულ და მეძუძურ დედებში (მშობიარობიდან 6 თვის მანძილზე) და ის არ არის ძვლოვანი სისტემისთვის საშიში.


  • მიიღეთ საჭირო რაოდენობის ნუტრიენტები - მიირთვით კალორიებით მდიდარი საკვები თუ ორგანიზმში გაქვთ ცხიმის დაბალი რაოდენობა, თუ თქვენი წონა ნორმაზე დაბალია და თუ ხართ ათლეტი.
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენს ძვლოვან სისტემას - მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც მდიდარია კალციუმით და D ვიტამინით.
  • დაარეგულირეთ ჰორმონების რაოდენობა - თავი აარიდეთ სტრესს და ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას.

თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რა არის ალცჰეიმერის დაავადება?

რა იწვევს ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომს?

რატომ არის პალმის ზეთი ორგანიზმისთვის მავნებელი?

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0