x
რაზე მეტყველებს ვაგინალური გამონადენის ფერი? როდისაა ის საშიში და რატომ იცვლება მთელი თვის განმავლობაში?
image


ვაგინალური გამონადენი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსისა და ვაგინალური ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხის (სეკრეტის) ნაერთს. ვაგინალური გამონადენი ყველა ქალში განსხვავებული რაოდენობისა და შეფერილობისაა, თუმცა უმეტესად ის ჯანსაღი და ნორმალურია.


ორსულობა, ჰორმონალური ცვლილებები ან რაიმე სახის ინფექცია ყოველთვის ცვლის ვაგინალური გამონადენის ფერსა და კონსისტენციას.


რა დანიშნულება აქვს ვაგინალურ გამონადენს?



ძირითადად, ვაგინალური გამონადენი მენარხეს (პირველი მენსტრუალური ციკლის) შემდეგ ჩნდება. სხვადასხვა ფუნქციებიდან კი აღსანიშნავია, რომ ის:


* ბუნებრივად ინარჩუნებს ვაგინალურ სისუფთავეს;

* ატენიანებს და ამზადებს ვაგინას ინტერკურსისთვის (სექსუალური აქტი);

* იცავს ლორწოვან გარსს სხვადასხვა ინფექციისაგან;


როგორ განვასხვავოთ ჯანსაღი გამონადენი პათოგენურისგან?


ჩვეულებრივ, ვაგინალური გამონადენი შესაძლოა იყოს კვერცხის ცილის კონსისტენციის ან უფრო თხელი, სუნის გარეშე. ციკლის სხვადასხვა დრო, მისი შეფერილობა და სისქე განსხვავდება (ოვულაციის პერიოდში უფრო სქელი და შესამჩნევი ხდება).


თუმცა თუ გამონადენი იღებს სხვადასხვა შეფერილობას, აქვს უსიამოვნო სუნი და თან ახლავს ქავილის, წვის შეგრძნება, ეს რაიმე სახის ინფექციაზე მიუთითებს და აუცილებელია ექიმთან დროული კონსულტაცია.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


რისი გამოწვევა შეუძლია პაპილომა ვირუსს?


ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს


როგორ ეხმარება წითელი სამყურა მენოპაუზის დროს ორგანიზმს?


რატომაა სასარგებლო რძე და რძის პროდუქტები


კაცების ღალატის ძირითადი მიზეზები


2
337
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
337
  
2019, 23 ოქტომბერი, 16:11
რა უნდა მეუხერხულებოდეს ვერ მივხვდი რატომღაც. ჯანმრთელობის განყოფილებაში დევს თემა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობას ეხება. შეგიძლიათ მირჩიოთ ისეთი ჟურნალი, რომელიც მსგავს თემებს აქვეყნებს და ჩემთან ითანამშრომლებს? სიამოვნებით გავითვალისწინებ
2019, 23 ოქტომბერი, 12:58
არ სჯობია,ასეთი შინაარსის სტატიები ქალთა ჟურნალში დაიბეჭდოს? არ გეუხერხულებათ?
0 1 2