x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რატომ არის პალმის ზეთი ორგანიზმისთვის მავნებელი?
image


პალმის ზეთი რამოდენიმე სახეობად იყოფა: წითელი პალმის ზეთი, კერნელის პალმის ზეთი და უბრალოდ პალმის ზეთი. ამ ცხიმების ავ-კარგიანობა დამოკიდებულია მის კულტივაციაზე, გამოყენებულ სასუქებზე და ბოლოს, დამუშავებაზე. წითელი პალმის ზეთს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ცხიმად აღიარებენ პირველ რიგში მასში არსებული ანტიოქსიდანტების გამო. მოგეხსენებათ, ანტიოქსიდანტებს შეუძლიათ კიბოს რისკის შემცირება, ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და იცავენ უჯრედს ოქსიდაციური სტრესისგან. წითელი პალმის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ეგვიპტეში კულინარიული და სამედიცინო დანიშნულებით. ის მდიდარია კაროტინოიდებით (კაროტინი, პროვიტამინი A ) და ტოკოტრიენოლებით (ტოკოფეროლი, პროვიტამინი E). ექიმები ყოველდღიურ რაციონში 2 ჩაის კოვზ წითელ პალმის ზეთს ურჩევენ პაციენტებს, რომლეებსაც აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და სუსტი იმუნური სისტემა. კვლევების თანახმად, ასეთი დიეტის ერთ თვიანი კურსის შემდეგ საგრძნობლად უკეთესი შედეგები აქვთ პაციენტებს. რაც შეეხება კერნელის პალმის ცხიმს, ის უფრო მდგრადია ტემპერატურის მიმართ, ვიდრე სხვა მცენარეული და ცხოველური ნაჯერი ცხიმები, თუმცა “ღარიბია'' სასარგებლო ნუტრიენტებით. თვითონ პალმის ცხიმი კი ამ ჩამონათვალში უკანასკნელ ადგილზე და რიგ შემთხვევებში, მაგალითად თუ თქვენ გაწუხებთ მაღალი ქოლესტერინი ან დიდი რაოდენობით იღებთ ნაჯერ ცხიმებს (ძირითადად, ცხოველური წარმოშობის ცხიმებს ან მარგარინს), გირჩევთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ მისი გამოყენებისან.


წარმოიდგინეთ პროდუქტი, რომელიც ყოველდღე გხვდებათ განსხვავებული სახით განსხვავებულ ნივთებში, იქნება ეს საკვები, კოსმეტიკა თუ საწვავი - პალმის ზეთი გამოიყენება დონატებში, შოკოლადებში, ბავშვების (და არა მარტო მათ) საყვარელ “ნუთელაში'', ორცხობილებში, ჩიფსებში, პურში, შამპუნებში, საპნებში, ლოსიონებში, კოსმეტიკაში, კბილის პასტებში და ბიოსაწვავშიც კი. და ეს არაა მისი “რეალიზების'' სრული სია. პალმის ზეთი იმდენად ფართოდაა გავრცელებული რომ ის ნებისმიერ მაღაზიაში პროდუქციის ჩამონათვლის მინიმუმ ნახევარში მაინც გვხვდება. იგი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი:

1. Elaeis guineensis


2. Etyl palmitate

3. Glyceryl

4. Hydrogenated palm glycerides

5. Octyl palmitate

6. Palm fruit oil

7. Palm kernel

8. Palm kernel oil

9. Palm stearine

10. Palmate

11. Palmitate

12. Palmitic acid

13. Palmitoyl oxostearamide

14. Palmitoyl tetrapeptide-3

15. Palmityl alcohol

16. Palmolein

17. Sodium kernelate

18. Sodium laureth sulfate

19. Sodium lauryl lactylate/sulphate

20. Sodium lauryl sulfate

21. Sodium palm kernelate

22. Stearate

23. Stearic acid

24. Vegetable fat

25. Vegetable oil

და კიდევ მრავალი სხვა ცნობილი თუ უცნობი სახელწოდება.


პალმის ზეთი უძველესი დროიდან გამოიყენება. მის სამშობლოდ ეგვიპტე მიიჩნევა, სადაც მას მოიხმარდნენ კიდეც სამედიცინო და კულინარიული დანიშნულებით. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე კი პალმის ზეთის ხის - elaeis guineensis პლანტაციები გაშენდა მალაიზიაში, ინდონეზიაში და ინდოეთში. 1995 წლისთვის პალმის ზეთის რეალიზაცია გაორმაგდა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ 2050 წლისთვის ამჟამინდელი რაოდენობა ისევ გაორმაგდება. ამასობაში კი მისი პლანტაციები ინდონეზიასა და მალაიზიაში სულ უფრო მეტ ტყის ფართობს “წვავს'' და ჰაბიტატს უნადგურებს სხვადასხვა იშვიათ ცხოველს. ასეთი ტიპის დეფორესტაცია სულ უფრო ჩვეული ხდება ამ ქვეყნებისთვის. თანაც მოსახლეობის უმრავლესობისთვის პალმის ზეთის ინდუსტრია დასაქმების ერთადერთი საშუალებაა. მალაიზიაზე პალმის ზეთის მსოფლიო მასშტაბით წარმოების 54% მოდის. 2015 წელს კი ინდონეზიაში 62000 კვადრატული მილი ფართობის ტყე გადაიწვა. წარმოდგენისთვის, ეს ფართობი შვეიცარიის ფართობს ოთხჯერ აღემატება. ასეთმა დიდმა ხანძარმა 2 მილიარდი ტონის ნახშირორჟანგი გამოყო გარემოში. ეს ბუნებაში აქამდე არსებულ ყველა დამაბინძურებელ ფაქტორზე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა. სუმატრას მოსახლეობაში უმრავლესობას რესპირატორული დაავადებები აღენიშნება, რისი მიზეზიც სწორედ ეს ხანძრები და მისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგია. გარდა იმისა რომ ასეთი დიდი დეფორესტაცია (ტყის გაჩეხვა, გადაწვა, განადგურება) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ დათბობას.


ახლა კი მიზეზებზე, რამაც გახადა პალმის ზეთი ასეთი პოპულარული - გამოიყენება ათასობით პროდუქციაში; მისი მოყვანა და დამზადება სხვა მცენარეებთან შედარებით ბევრად იაფი და ადვილია; დანარჩენი მცენარეული ცხიმებისგან განსხვავებით მდგრადი ზეთია, ანუ არ იწვის ადვილად და არ განიცდის სწრაფად ოქსიდაციას. თვითონ ცხიმი იმდენად მავნებელი არაა, რამდენადაც მისი კულტივაცია და შედგომ დამუშავება. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ადამიანები, ვინც პალმის ზეთის ინდუსტრიაში არიან, ხშირად ხდებიან შრომის უკანონო ექსპლუატაციის მსხვერპლნი - კომპანიები იყენებენ ბავშვთა შრომას, დასაქმებულ პირებს დღეში დაახლოებით 12 საათს ამუშავებენ, კვირაში 7 დღე და დღიური ანაზღაურება 6 აშშ დოლარია. მხოლოდ ინდონეზიაში 3 მილიონამდე ადამიანია ჩაბმული პალმის ზეთის ინდუსტრიაში და მათ უმრავლესობას აღენიშნება პროფესიული დაავადებები. ნაყოფის შეგროვება ძირითადად მამაკაცებს ევალებათ, გამომდინარე იქიდან რომ პალმის ნაყოფი დაახლოებით 20-25 კგ-ია; ქალებს კი პლანტაციებში სასუქის შეტანა და ფერტილიზაცია. თუკი დღის მანძილზე იწვიმებს, მათ ანაზღაურების მხოლოდ ნახევარს უხდიან. სასუქად იყენებენ პარაკვატს (paraquat), ქიმიკატს, რომელიც ევროპაში დიდი ხანია აკრძალულია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ მისი გამოყენებისას პარკინსონის დაავადების რისკის გაზრდას. ქალები უმრავლეს შემთხვევაში ამ ქიმიურ ნივთიერებას ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე იყენებენ. დასაქმებულ პერსონალს არ გააჩნია სამედიცინო დაზღვევა, შესაბამისად თუ ისინი ავადდებიან, კომპანია მათ ზარალს არ უნაზღაურებს.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


პარაბენების მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე

ღორის გრიპი - როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?

აკნეს გამომწვევი მიზეზები



0
354
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0