x
ნამდვილი ამბავი ამიტვილის საშინელებათა ისტორიიდან: რა მოხდა ამერიკის პატარა ქალაქში
ამიტვილი



ამერიკულ ქალაქ ამიტვილში მომხდარი ხოცვა ექსპერტებისა და ჩვეულებრივი ხალხის გონებაში 40 წელია აღინიშნება. ახალგაზრდამ 10 წუთის განმავლობაში დახოცა საკუთარი მშობლები, დები და ძმები. ამ საქმეში ბევრი საიდუმლოა: არავის გაუგონია სროლის ხმა, თუმცა მსგავსი კალიბრიანი მარკის შაშხანა "მარლინიდან" სროლის ხმა კილომეტრების მანძილზე ისმის.

რა მოხდა შემდგომ?


მოვლენების ქრონიკა


ოთხშაბათს, 1974 წლის 13 ნოემბერს, საღამოს 18:30 საათზე, 23 წლის რონალდ დეფეო მერიკის გზისა და ოუშენ-ავენიუს კუთხეში მდებარე ბარ "გენრიში" შეიჭრა და ისტერიულად ყვიროდა: "თქვენ უნდა დამეხმაროთ! ვფიქრობ, ჩემი მშობლები დახვრიტეს!"
ის და მცირე ჯგუფი, ვიცნ იცნობდნენ ბიჭს, გაემართნენ სახლისკენ და აღმოაჩინეს 6 გვამი, რომლებიც საკუთარ საწოლებში იწვნენ.

რონალდ დეფეოექსპერტებმა დაადგინეს, რომ ყველა მსხვერპლი ღამის 3 საათზე იყვნენ დახოცილები. დეფეოს მშობლებს ორჯერ ქონდათ ნასროლი, ხოლო მის დებს და ძმებს თითო. ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობის მომენტში ყველას არ ეძინა, მაგრამ პოლიციამ უარყო ეს ყველაფერი: ყველა მსხვერპლი იწვა ერთ პოზაში- მუცელზე. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით ისინი არ გადაუადგილებიათ.
რონალდ დეფეო მაშინვე არ იყო ეჭვმიტანილთა სიაში. მან პოლიციელებს უთხრა, რომ ორი ღამე არ უძინია და ტელევიზორს უყურებდა. შემდეგ ის ცდილობდა დაეძინა, მაგრამ მან ვერ შეძლო. საბოლოოდ ის სამსახურში წავიდა. რამდენჯერმე დარეკა სახლში, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. საღამოს შინ დაბრუნებული სახლში სამზარეულოს ფანჯრიდან შევიდა, გაეშურა მაღლა საძინებლისკენ და აღმოაჩინა მშობლების სხეული. ახალგაზრდა მამაკაცმა ასევე თქვა, რომ ხანდახან მათი სახლის სარდაფში ცხოვრობდა მამამისის მეგობარი ლუი ფალინი, რომელიც იქ ინახავდა თავის ფულს და სამკაულებს. სწორედ ის გახდა პირველი ეჭვმიტანილი.
მაგრამ მალე სიტუაცია შეიცვალა. რამდენიმე დღის შემდეგ დეტექტივმა ჯონ შაირველმა რონალდ დეფეოს ოთახის დეტალური შემოწმება დაიწყო. კარადაში მან აღმოაჩინა ორი ყუთი, რომელშიც შაშხანა იყო Marlin 336C კალიბრის 35 rem. ამის შემდგომ გაქურდვის ინსცენირების ისტორია გამოაშკარავდა, რომელიც რონალდ დეფეომ არც ისე დიდი ხნის წინ მოაწყო მამამისის ფირმაში. სხვა (მეორე) დეტექტივი, რონალდ რაფერტი, დაჟინებით მიუთითებდა დეფეო უმცროსის შეცდომაზე ჩვენებაში. ოჯახის მოკვლა შეუძლებელი იყო იმ მომენტში, როდესაც ბიჭი სამსახურში იყო წასული.
მაგრამ შემდეგ ეჭვმიტანილმა სხვა ისტორია მოიფიქრა: 3:30 საათზე იგი ლუი ფალინიმ გააღვიძა, რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა და უმიზნებდა. ეჭვმიტანილი ამტკიცებდა რომ ლუი ფალინი მარტო არ იყო და რომ ლუიმ და იმ მეორე უცნობმა დახოცეს მისი ოჯახი მის თვალწინ. დეფეო ამბობდა, რომ ის სასოწარკვეთილი იყო არ იცოდა რა ექნა და იმის გამო რომ მასზე ეჭვი არავის მიეტანა ყველა სამხილი გაანადგურა, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა რომ ფალინის ალიბი გააჩნდა. კერძოდ, იგი მკვლელობის დღეს სულ სხვა შტატში იმყოფებოდა. ბოლოს ბიჭმა აღიარა რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.

დეფეო

რონალდ დეფეო: ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. მე უბრალოდ არ შემეძლო გაჩერება. მკვლელობის შემდეგ მე საშხაპეში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, შემდეგ შევაგროვე ყველა მტკიცებულება და გადავყარე სხვა ქალაქის ბოლოში მდებარე კანალიზაციაში.
როდესაც სამსახურში დეფეოს მამის არ ყოფნის გამო დაიწყეს ნერვიულობა, რონალდმა რამდენჯერმე დარეკა სახლში. შემდეგ მეგობრებთან წავიდა. დეფეოს ოჯახი დაკრძალული იქნა ერთ სასაფლაოზე 18 ნოემბერს.
სასამართლო პროცესი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაიწყო. რონალდის ადვოკატმა თავისი კლიენტის სიგიჟეზე დიდი ფსონი გააკეთა და ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფ დეფეოს 28 დღის განმავლობაში ესმოდა ხმა, რომელიც მკვლელობისკენ უბიძგებდა. დიაგნოზი დაადასტურა ფსიქიატრმა დენიელ შვარცმა, რომელიც ადვოკატის მეირ იყო დაქირავებული. მაგრამ სასამართლო ფსიქიატრმა განაცხადა, რომ დანაშაულის დროს დეფეოს მხოლოდ ანტისაზოგადობრივი პიროვნული აშლილობა ქონდა და იცოდა რასაც ჩადიოდა. საბოლოო ჯამში, რონალდს 150 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დეფეო ამჟამად ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული. მისი ყველა განაცხადი ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით უარყოფილია, თუმცა სამუდამო პატიმრობამ ხელი არ შეუშალა მესამედ დაქორწინებულიყო.



0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0