x
ლომებმა მათზე მონადირე ბრაკონიერი შეჭამეს

ლომიადგილობრივი პოლიციის ცნობით, სამხრეთ აფრიკის კრუგერის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრაკონიერი შეჭამეს, რომელიც პოლიციამ ეჭვმიტანილად მიიჩნია უკანონო ნადირობაზე.


"როგორც ჩანს, დაზარალებული იმყოფებოდა პარკში, სადაც თავს დაესხნენ ლომები", - განუცხადა ლიპტოპოს პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოტე ენგომმა : "ის თითქმის მთლიანად შეჭმული იყო, მხოლოდ თავი და კიდევ რამდენიმე ფრაგმენტი დარჩა მისგან".
პოლიციამ ჯერ კიდევ ვერ დაადგინა მსხვერპლის ვინაობა. დატენილი სანადირო თოფი და საბრძოლო მასალა იპოვეს სხეულის მახლობლად, იტყობინება სამხრეთ აფრიკის საინფორმაციო ვებგვერდი.
ბოლო წლებში, ამ პროვინციაში ლომებზე უკანონო ნადირობა ხშირი გახდა. მათი სხეულის ნაწილების ზოგჯერ გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში, როგორც აფრიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

0
365
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0