x
კაცი, რომელიც ამბობს, რომ 93 ქალი მოკლა FBI- მ ამერიკის ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელად დაასახელა
ლითლი
პატიმარი, რომელიც ირწმუნება, რომ მოკლა 90-ზე მეტი ქალი ა.შ.შ-ის მასშტაბით, ახლა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელად ითვლება, განაცხადა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ.
სემუელ ლითლი, რომელიც გისოსებს მიღმაა 2012 წლიდან, გასულ წელს გამომძიებლებს განუცხადა, რომ იგი პასუხისმგებელი იყო დაახლოებით 90 ადამიანის მკვლელობაში, რომელიც ჩაიდინა 1970-2005 წლებში. FBI– მ განაცხადა, რომ ფედერალური დანაშაულის ანალიტიკოსები თვლიან, რომ მისი ყველა აღიარება სანდოა, ხოლო ოფიციალურად აქამდე ჯერჯერობით 50 საქმეა გახსნილი და დადასტურებულია.

გამომძიებლებმა აგრეთვე დაამტკიცეს ახალი ინფორმაცია და დეტალები ხუთი შემთხვევის შესახებ, ფლორიდაში, არკანზანში, კენტუკში, ნევადასა და ლუიზიანაში.
79 წლის ლითლი კალიფორნიაში მრავალჯერადი სამუდამო პატიმრობას იხდის. მისი თქმით, მან 93 ადამიანი მოკლა, თითქმის ყველა ქალი.

FBI– მ წარმოადგინა მისი ზოგიერთ მსხვერპლის 30 ნახატი - ფერადი პორტრეტები, რომლებიც თავად ბრალდებულმა დახატა. მის პორტრეტებზე ძირითადად ფერადკანიანი ქალბატონებია გამოსახული.

ნახატისააგენტომ გამაოქვეყნა ვიდეო ინტერვიუ, რომელიც ციხეში ჩაწერა ბრალდებულთან. მან აღწერა ქალი, რომელიც 1993 წელს დაახრჩო, ხოლო ცხედარი მიყრუებული გზის ფერდობზე დატოვა.
"მესმოდა გზაზე მცირედი ხმაური, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის კვლავ მოძრაობდა. ”- თქვა მან.
კიდევ ერთ ვიდეოში, მან აღწერა მსხვერპლი ნიუ – ორლეანში. ”ის ლამაზი იყო. მაღალი. ღია ფერის კანი და ლამაზი ფორმა ქონდა. საკმაოდ მეგობრული იყო” - თქვა მან ღიმილით. ეს მოხდა 1982 წელს და ისინი კლუბში შეხვდნენ.


აგვისტოში ის დამნაშავედ ცნეს ოჰაიოში ოთხი ქალის მკვლელობაში. ის აგრეთვე 2013 წელს დამნაშავედ ცნეს კალიფორნიაში სამი ქალის მკლელობაში და ტეხასის შტატში ერთი მკლელობით.


ტენესის შტატის წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ ქალი, სახელად მართა კანინგამი, შესაძლებელია იყოს ლითლის მხვერპლი.

კანინგამის ცხედარი მონადირეებმა იპოვეს 1975 წლის 18 იანვარს შუადღისას. ის დალურჯებული და შიშველი იყო წელს ქვემოთ. მისი ჩანთა და ზოგიერთი ძვირფასეულობა დაკარგული იყო. იმ დროისთვის წარმომადგენლობა ამბობდა, რომ მისი სხეული ტყეში ნათრევი იყო, მიუხედავად ამისა დეტექტივებმა ამ დროისთვის კანინგემის სიკვდილი ბუნებრივ მიზეზებს მიუძღვნეს. სამედიცინო შემოწმების საგამოძიებო დასკვნაში ასახულია გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, როგორც "უცნობი".
კანინგამი იყო ნიჭიერი მომღერალი და პიანისტი, რომელიც დედ-მამასთან და ექვს დედმამიშვილთან ერთად სახარების ეკლესიის ჯგუფში მღეროდა.



0
266
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0