x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ართრიტი - რამ შეიძლება გამოიწვიოს ართრიტის გართულება?
image


ართრიტი ძალიან გავრცელებული, თუმცა არც თუ ისე კარგად შესწავლილი დაავადებაა. თვითონ სიტყვა “ართრიტი'' რომელიმე კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს - ეს არის სახსრების დაავადებების და ტკივილის არაფორმალური დასახელება. ართრიტი შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის, სქესისა და რასის ადამიანს. ის მსოფლიო მასშტაბით, ქმედუუნარობის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი დაავადებაა. ართრიტი ზღუდავს ადამიანის მოძრაობას, გადაადგილებას, კიდურების მოქნილობას და იწვევს ძლიერ ტკივილს. ყველაზე ხშირად ის გავრცელებულია მოხუცებსა და ქალბატონებში.


ჩვეულებრივ, ართრიტი მოიცავს სახსრის ტკივილს, დეფორმაციას, დაჭიმულობას და მოძრაობის შეზღუდვას. ეს სიმპტომები ზოგჯერ ძალიან ძლიერად არის გამოხატული, ზოგჯერ კი სუსტად. წლების განმავლობაში შეიძლება არ მოხდეს მათი მეტად განვითარება, ან პროგრესირდეს ძალიან სწრაფად რამოდენიმე კვირაშიც კი.


ზოგჯერ ართრიტი იწვევს ქრონიკულ ტკივილს, რომელიც ზღუდავს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობს. ადამიანს უძნელდება კიბეებზე გადაადგილება, ხელების მოხრა, ისეთი სამუშაოს შესრულება, რაც დაკავშირებულია თითებთან - კერვა, ქსოვა, ბეჭვდა და სხვ.



ართირტმა შეიძლება გამოიწვიოს სახსრების სამუდამო დეფორმაცია, რაც გამოხატულია გარეგნულადაც; ზოგიერთ შემთხვევაში კი ასეთი დაზიანება მხოლოდ რენტგენის საშუალებით ჩანს. ართიტის რამოდენიმე სახეობა სახსრების გარდა მოქმედებს გულზე, თვალებზე, ფილტვებზე, თირკმელებსა და კანზე.


რა ემართება სახსარს ართრიტის დროს?


როდესაც ხრტილი, ძვლის დაბოლოებებზე არსებული პრიალა, გლუვი ზედაპირი ცვდება, იწყება ძვლის მეორე ძვალთან შეხება. ეს ხდება ტკივილის, დაჭიმულობისა და უმოძრაობის გამომწვევი მიზეზი. დროთა განმავლობაში სახსარი კიდევ უფრო მეტად ზიანდება და იწვევს ქრონიკულ ტკივილს.


მიზეზები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ართრიტის განვითარებას:


სიმსუქნე, გენეტიკური მემკვიდრეობა, მოტეხილობა, არაბალანსირებული კვება, მარილის ჭარბი რაოდენობით მოხმარება, სწრაფი კვება, თამბაქო და ალკოჰოლი;


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


ტუბერკულოზი - როგორ მოვიქცეთ ტუბერკულოზის დიაგნოზის დროს?


ციროზი - როგორ მოვიქცეთ ციროზის დიაგნოზის დროს?


რა არის ალერგია და რა იწვევს მას

0
65
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0