x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ტყვია ყველგან! - ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.
image
საგანგაშო შედეგები – დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ საკვები და სათამაშოები.

ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა შემდეგ სათამაშოებში: მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან ირკვევა, რომ ნივთიერება დიდი რაოდენობით საკანცელარიო ნივთებშიც დაფიქსირდა.

მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შესწავლილი იქნა 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი. ყველა ნიმუში დაბინძურებულია. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ.

„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი, “ – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.


ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის შემცველობაზე Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ. მინისტრის განმარტებით, სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც ჯანდაცვის უწყებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტები ეხმარებოდნენ.

წყარო- ახალი თაობა

0
1090
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1090
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0