x
მეტი
  • 22.07.2019
  • სტატია:92616
  • ვიდეო:341578
  • სურათი:454645
ღვიძლის და ორგანიზმის გაწმენდა მარტივად (მათ შორის, დიაბეტით დაავადებულთათვის)

ხალხური მკურნალები შვრიის სასარგებლო თვისებებს ძველთაგანვე აქტიურად იყენებდნენ. შვრია გამოიყენება გონებრივი და ფიზიკური გამოფიტვის, პოდაგრის, უძილობის და კანის სხვადასხვა დაავადების დროს. არც ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ შვრიის მარცვალს შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსიკური ნივთიერების და წიდებისგან. ხოლო, შვრიის რეგულარულად გამოყენება, 2-3 თვის მანძილზე, საგრძნობლად აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.


image


შვრიის სასარგებლო თვისებები


შვრიის მარცვალი 20-ზე მეტი დასახელების მინერალს შეიცავს. მათ შორის არის: იოდი, ფტორი, კალციუმი, რკინა, კალიუმი და სხვა. ვიტამინებიდან კი აღსანიშნავია: А, В1, В2, В3, В6, В9, Е, РР, Н – რაც შვრიას შეუცვლელს ხდის ავიტამინოზის მკურნალობისას. შვრიის გამოყენებისას უმჯობესდება თირკმლების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირება, ძლიერდება სახსრები, ნორმაში მოდის სისხლის შემადგენლობა.

შვრიის ნახარშის და ნაყენის გამოყენებისას, ორგანიზმი სუფთავდება წიდების, მძიმე ლითონების და მარილებისგან. საგრძნობლად უმჯობესდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედება, ხდება ღვიძლის ფუნქციონირების ნორმალიზება. ნებისმიერი სახით მიღებული შვრია ნაწლავების კარგი გამწმენდია.

თუმცა, ორგანიზმის გაწმენდისთვის საუკეთესო ვარიანტი შვრიის მარცვალია. რაც შეეხება შვრიის ფანტელის ფაფას, მისი მოხმარება ამ თვალსაზრისით, ნამდვილად არ იძლევა სასურველ შედეგს. შვრიის გამოყენების ხერხი საკმაოდ ბევრია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის მისაღები აირჩიოს.


image


შვრიის ნახარშის რეცეპტი


შვრიის ნახარშის მოსამზადებლად 200 გრ. ჩენჩოიანი, გარჩეული (იგულისხმება სხვა მცენარის მარცვლის ან თესლის მოცილება) და გარეცხილი შვრია მოათავსეთ ემალირებულ ან მინის ქვაბში, დაასხით 1-1, 5 ლ. წყალი, დაახურეთ სახურავი და ხარშეთ 50-60 წუთი დაბალ ცეცხლზე.

მიღებული ნახარში, გაგრილების შემდეგ, გადაწურეთ და მიიღეთ 100-150 მლ. დღეში 4-ჯერ, საკვების (აქ ხილიც იგულისხმება) მიღებამდე 1 სთ-ით ადრე და მიღებიდან 2 სთ-ს შემდეგ.

რადგან შვრია არანაირ გავლენას არ ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ლორწოვან გარსზე და არც შეჩვევას იწვევს, მისი მიღება ხანგრძლივი დროის მანძილზე შეიძლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.



გაწმენდა შვრიის ნაყენით


არანაკლებ ეფექტურად ასუფთავებს ორგანიზმს შვრიის ნაყენი. ის შემდეგნაირად მზადდება: საღამოს, 1 ჭ. გარეცხილი შვრია მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 2 ჭ. თბილი წყალი, გააჩერეთ 14-16 საათი. დილით გადაწურეთ და მიიღეთ 2-3 -ჯერ, დღის მანძილზე.


შვრიის ნაყენი ბავშვებისთვის


2 ს. კ. ჩენჩოანი შვრიის მარცვალი გარეცხეთ და დააქუცმაცეთ, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 0, 5 ლ. მდუღარე წყალი. დააყენეთ 3 სთ.

მიღების წესი: 0, 5 ჭიქა – დღეში 4-ჯერ.



image


ზემოთ წარმოდგენილი რეცეპტების გარდა, არსებობს ექიმი ჟან დე ს. კატერინის რეცეპტი, რომელიც 400 წლის წინ საფრანგეთში ცხოვრობდა და მაშინ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელი იყო. შვრიის ნახარშის წყალობით კი, ექიმმა 120 წ. იცხოვრა და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელი და ქმედუნარიანი გახლდათ.

ის წელიწადში 3-ჯერ, – გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე, შვრიას სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებად იყენებდა. შვრიის ნახარშს, სეზონზე, 2 კვირის მანძილზე, დღეში 3-ჯერ სვამდა: 2 ჭიქას (400 მლ.) საუზმის წინ, ნახევარი საათით ადრე, 2 ჭიქას სადილის წინ 2 საათით ადრე და 2 ჭიქას – სადილიდან, 3 საათის შემდეგ (მომდევნო 2 საათი არაფრის მიღება არ შეიძლება). გაგრძელება >>>



ღვიძლის გაწმენდა 15 დღეში


ღვიძლის გასაწმენდად საჭიროა დღეში 3-ჯერ, 0, 5 ლ. შვრიის ნახარშის მიღება, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: გარეცხეთ 150 გრ. ჩენჩოანი შვრიის მარცვალი, მოათავსეთ ემალირებულ ქვაბში, დაასხით 1, 5 ლ. წყალი და თავდახურული, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ, გადაწურეთ 2 საათის შემდეგ.

ამ ნახარშს თუ 1 თვის მანძილზე მიიღებთ, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის, დაბალმჟავიანი (ჰიპოაციდური) გასტრიტის, პანკრეატიტის და ენტეროკოლიტის მორჩენა შეიძლება.



ორგანიზმის შვრიით გაწმენდა დიაბეტით დაავადებულთათვის


შვრია ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ დიაბეტის შემთხვევაში. მისი მეშვეობით ორგანიზმის ქოლესტერინისგან გაწმენდა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერება არის შესაძლებელი.

ნაზავის მოსამზადებლად გამოიყენება არა შვრიის მარცვალი, როგორც ზემოთ მოცემულ რეცეპტებშია, არამედ, შვრიის ფანტელი:

ემალირებულ ქვაბში მოათავსეთ 1 ჭ. შვრიის ფანტელი, დაასხით 1 ლ. წყალი. შერეული ინგრედიენტები დადგით მაღალ ცეცხლზე და ადუღეთ 1 წთ. შემდეგ, ცეცხლს ძალიან დაუწიეთ და ხარშეთ შესქელებამდე. ნახარში თუშფალანგით გაფილტრეთ და დაამატეთ კუნელის წვენი, პროპორციით 1:1.

ორგანიზმის სრული გაწმენდისთვის, ეს საშუალება 1, 5-2 თვის მანძილზე უნდა მიიღოთ, 1 ჭ. – დღეში 3-ჯერ.



შვრიის ნახარშის და ნაყენის მიღება არ არის რეკომენდირებული შემდეგი ქრონილული დაავადებების შემთხვევაში:imageI. გულის, ღვიძლის და თირკმელების მძიმე პათოლოგიების დროს;

II. ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში;

III. კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს;

IV. ცელიაკიის (სისტემური აუტოიმუნური დაავადება) შემთხვევაში;

imageimageimageimageimageimageimage






1
940
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
940
  
27 აპრილი, 9:12
ბატ.ოტია იოსელიანის რჩევა:თუ გაქვს ღვიძლის ც ჰეპატიტი თუნდაც მე-3 კატეგორიის მიიღეთ დღეში სამჯერ ანაშის[მარი-ხუანის} ზეთი 25 მილიგრამი,ამორიცხეთ ღორის ხორცი და შემწვარი სადილი,დაიცავით დიეტა და ექვსი თვის შემდეგ იქნებით განკურნებულნი!!!
0 1 1