x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
დღეგრძელობის რეცეპტი 120 წლის ფრანგი ექიმისგან

სახელგანთქმული ფრანგი ექიმი ჟან დე ს.-კატერინი, წელიწადში 3-ჯერ, – გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზე, შვრიას სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებად იყენებდა. ის შვრიის ნახარშს, სეზონზე, 2 კვირის მანძილზე, დღეში 3-ჯერ სვამდა: 2 ჭიქას (400 მლ.) საუზმის წინ, ნახევარი საათით ადრე, 2 ჭიქას სადილის წინ 2 საათით ადრე და 2 ჭიქას – სადილიდან, 3 საათის შემდეგ (მომდევნო 2 საათი არაფრის მიღება არ შეიძლება).

როგორც ამბობენ, 400 წლის წინ, საფრანგეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელი იყო, ხოლო ამ რეცეპრის წყალობით, ექიმმა 120 წ. იცხოვრა და სიცოცხლის ბოლომდე ჯანმრთელი და ქმედუნარიანი იყი.


image

imageმისგან რეცეპტი ინგლისელმა ექიმმა რიჩარდ ლიოვერმა (1599 – 1691 წწ.) გადაიღო. ის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და რაც მთავარია, ჯანმრთელობას არასდროს უჩივოდა. როდესაც მას 90 წელი შეუსრულდა, ფრანგი ექიმის სიცოცხლის ელექსირის რეცეპტი პრესაში გამოაქვეყნა.


ჟან დე ს.- კატერინი შვრიის ნახარშს ასე ამზადებდა:

I. იღებდა 200 გრამ ჩენჩოან შვრიას, კარგად რეცხავდა და ამატებდა 3 ლ. წყალს;

II. ხარშავდა დაბალ ცეცხლზე იქამდე, ვიდრე ნახარში არ განახევრდებოდა (დაახლოებით, 30 წთ.);

III. ფილტრავდა ბამბის ქსოვილში;

IV. ამატებდა 50 გრამ თაფლს და ნახარში დუღილის ტემპერატურამდე მიჰყავდა;

V. ინახავდა გრილ ადგილზე;


ექიმი, როგორც ვნახეთ, XVI საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა და მაშინ ბევრი რამ, რაც ჩვენ ვიცით, მისთვის ცნობილი არ იყო. მაგ., ის რომ 40 °C-ზე მაღად ტემპერატურაზე, თაფლი სასარგებლო თვისებებს კარგავს და ამ ინგრედიენტის ასე გამოყენებას, აზრი ეკარგება (თუ არ ჩავთვლით, ნახარშის დატკბობას).

რაც შეეხება, შვრიის ნახარშის თანამედროვე, კლასიკურ რეცეპტს, რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული სამკურნალო საიტებზე, ფორუმებზე და საერთოდ, ინტერნეტში, ასეთია:


I. აიღეთ 200 გრ. შვრია (ჩენჩოანი) > გადაარჩიეთ, მოაცილეთ ნაგავი (შეიძლება მიწა, სხვა მხენარეების თესლი ან კენჭები იყოს შერეული) > გარეცხეთ ონკანის ქვეშ თუშფალანგში;

II. ჩაყარეთ ემალირებულ ან მინის ქვაბში და დაასხით 3 ლ. წყალი > გააჩერეთ 10-12 სთ. > დადგით მაღალ ცეცხლზე (იგივე წყლით) > როდესაც ადუღდება, სახურავი კარგად დაახურეთ და ცეცხლს დაუწიეთ > ადუღეთ 30 წთ;

III. გადმოდგით ცეცხლიდან > დააფარეთ ორად მოკეცილი პირსახოცი და გააჩერეთ 10-12 სთ. > გადაწურეთ.


შესაძლებელია, ეს რეცეპტი რთულად მოგეჩვენოთ. მაგრამ, თუ დროს სწორედ შეარჩევთ ნახავთ, რომ მომზადების პროცესი შეუმჩნევლად ჩაივლის:

შვრია, მოსახარშად, დილის საათებში გაამზადეთ, ხოლო ძილის წინ მოხარშეთ. მეორე დილისთვის გაფილტრეთ და ნახარში მზად იქნება!



შვრიის ნახარში შესანიშნავი და თაფლის გარეშეც, გემრიელი გამაგრილებელი სასმელია. ხელს უწყობს სისხლის განახლებას, იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის სტიმულირებას, წმენდს შინაგან ორგანოებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ დარღვევებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დარღვევები სიცხის მომატებას იწვევს. ამასთან, არა აქვს უარყოფითი თვისებები.



ნახარშის მიღება არ არის რეკომენდირებული შემდეგი ქრონილული დაავადებების შემთხვევაში:

I. გულის, ღვიძლის და თირკმელების მძიმე პათოლოგიების დროს;

II. ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობის შემთხვევაში;

III. კუჭის მაღალო მჟავიანობის დროს;

IV. ცელიაკიის (სისტემური აუტოიმუნური დაავადება) შემთხვევაში;

imageჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!

imageimageimageimageimageimageimage






0
1141
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0