x
image
ელენე გუმა
"ლადო აფხაზავასთვის მილიონის შეგროვების კამპნია არის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორი..."
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი იმ კამპანიას ეხმაურება, რომელიც ჩიბათელი პედაგოგის, ლადო აფხაზავას დასახმარებლად წამოიწყეს.


როგორც მეტრეველი წერს, მას ლადო აფხაზავას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა იმ ფონზე, როდესაც ამდენი ბავშვია სიმსივნით დაავადებული, რომელსაც დახმარება სჭირდება, არ მგონია სწორი იყოს აფხაზავასთვის თანხის მოგროვება.


"კაცო, ლადო აფხაზავას მეც ვგულშემატკივრბდი, მაგრამ მისთვის მილიონის შეგროვების კამპნია არის რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასწორი იმ ფონზე, როდესაც აქ უამრავი ბავშის ფოტო იდება, რომლებიც სასიკვდილო სენს ებრძვიან. რამდნიმე ათასს ითხოვენ მათ დასახმარებლად და ამის შეგროვება ჭირს. თუ მილიონის შეგროვება შეგიძლიათ, ამ ბავშვებს დაეხმარეთ. იცით, რამდენი ბავშვის სიცოცხლეს გადაარჩენთ?! გული მისკდება მათ ფოტოებს რომ ვუყურებ და აღარ ვიცი რამდენს გავწვდე. რა ლადო აფხაზავა!

p.s. ასევე ბევრი ფონდიც მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ მაინც ვერ წვდებიან იმდენი ბავშვია დასხმარებელი. იცით, დიდი ხნის წინ სწორედ ბავშვების დასახმარებლად ჟურნლისტებმაც შევქმენით „დიტო ცინცაძის ფონდი“, მაგრამ სწორედ რესურსების ნაკლებობის გამო ეს ფონდი მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებს ეხმარება. სხვები კი ისე რჩებიან, რადგან ყველას ვერ წვდები. მათ შორის ამავე მიზეზით მთავრობის მიერ შექმნილი „სოლდარობის ფონდიც“ მარტო ონკოლოგიურ პაციენტებს ეხმარება. ერთხელ ერთმა ქალმა გვითხრა, ნეტა, ჩემს შვილსაც კიბო დამართნოდაო. თქვენ კიდევ ლადო აფხაზავაო"- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.



„შევაგროვოთ მილიონი ლადო აფხაზავასთვის“, - მილიონიანი კამპანია ჩიბათელი მასწავლებლის, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტისთვის, სოციალურ ქსელში 26 მარტს დაიწყო.

ჯილდო, რომელიც ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში უნდა მიეღო, მილიონ დოლარს შეადგენდა. მილიონის მოგების შემთხვევაში კი ლადო აფხაზავა აპირებდა, რომ თანხა გურიის მუნიციპალიტეტის სკოლების განვითარებისა და ბავშვებისათვის მოეხმარებინა.


აღნიშნული კამპანიაც სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს.


image

0
276
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0