x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91356
  • ვიდეო:340904
  • სურათი:453332
ქართველი ქალები სიკვდილს ამჯობინებენ მუსლიმებზე გათხოვებას - თადეუშ კრუსინსკი

ქართველი ქალები სიკვდილს ამჯობინებენ მუსლიმებზე გათხოვებას - თადეუშ კრუსინსკი


როდესაც უცხოელი წერს შენზე, შენს საზოგადოებაზე და ზნე-ჩვეულებაზე ამა თუ იმ ეპოქაში, ორმაგად საინტერესოა, თანაც თუ ეს უცხოელი ისეთი სანდოა, როგორც თადეუშ კრუსინსკი (Judasz Tadeusz Krusinski) იყო.

თადეუშ კრუსინსკი 1718 წელს დაინიშნა ისპაჰანში იეზუიტთა წარმომადგენლობათა გენერალურ პროკურორად. იყო შაჰის კართან დაახლოებული დიპლომატიც, რადგან საფრანგეთის საკონსულოში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ირანის შესახებ მისი რელაციები, ჩანაწერები და მემუარები მაშინდელი ევროპის პირველი პირებისთვის სანდო ინფორმაციულ წყაროს წარმოადგენდა და ჯერ კიდევ 277 წლის წინ გამოიცა დასავლეთში რამდენიმე ტომად. ეს იყო დრო, როდესაც მთელ ირანში შაჰის კარიდან დაწყებული, ბოლო ქალაქამდე ქართველებს ეჭირათ დიდი თანამდებობები.


იმ ეპოქის ირანში მოღვაწე ფრანგი მისიონერი სანსონი, ვატიკანში გასაგზავნ რელაციაში წერდა: "იმპერიაში ყველაზე დიდი თანამდებობები ეკუთვნით, რომელთაც შეუძლიათ შაჰს დიდი დარტყმა მიაყენონ. მაგრამ შაჰი ბრძნულად მართავს მათ, ურიგებს რა თანამდებობებს, ხოლო ვისაც არ ერგო ეს პატივი, ხელი მიუწვდება ხაზინაზე და შაჰის სუფრაზე."


ქართველი ქალი


ამ დროს კრუსინსკი გვატყობინებს: "ქართველები მოჩვენებითად იღებენ ისლამს და სამსახურის დამთავრების მერე, ისევ უბრუნდებიან ქრისტიანობას."

სწორედ ამ დროს გოდებს ახალი ქართლის ცხოვრებიდან ბერი ეგნატაშვილი: "და იწყონ ქართულმა წესმა და რიგმა გარდაცვალებადო."


დიდ იმპერიაში მოასპარეზე ქართველობა თანდათან სპარსული ცხოვრების წესს მიეჩვია. აქა-იქ მრავალცოლიანობამაც კი მოიკიდა ფეხი თურმე. და ასეთ დროს ქართულ საზოგადოებას ისევ და ისევ ქართველი ქალი მოევლინა მხსნელად. კრუსინსკი გადმოგვცემს იმ ჩალმიანი მამაკაცების მეუღლეებზე, რომელსაც თითქმის ყოველდღე ხედავდა თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. კრუსინკი წერს:


ქართველი ქალი. 1860 წ.


"ქართველი ქალები ქმრებს ქრისტიანებად უზრდიან შვილებს, რადგან მაშინაც კი არ თმობენ ქრისტიანობას, როდესაც მათი ქმრები მუსლიმდებიან. ისინი მეტად ლამაზები არიან და თანაც ამ სილამაზეზე იმდენს ზრუნავენ, რომ სულიერი მამაცობის მაგალითს წარმოადგენენ. ამის საპირისპიროდ, ასევე მამაკაცივით შეიარაღებულნი და წაღებში გამოწყობილნი დაიარებიან სანადიროდ და არაფრით ჩამოუვარდებიან ქმრებს.

ქართველ ქალებს საშუალება აქვთ, პირველები იყვნენ შინ და გარეთ. ისინი მთელს აღმოსავლეთში განთქმულნი არიან არა მარტო სილამაზით, არამედ -ერთგულებით. ყოველი ქართველი ბატონი, თავისი ქონების შესაბამისად, თავს მოვალედ თვლი, ცოლის სახელზე ააგო ტაძარი.

მუსლიმებზე გაყიდული ან იძულებით გათხოვილი ქართველი ქალები ხშირად სიკვდილს ამჯობინებენ რწმენის გადასარჩენად."


როცა ეს ტექსტები იწერებოდა, XVIII საუკუნის დასაწყისი იდგა. ქართველ ხალხს უკვე გადატანილი ჰქონდა 5-საუკუნოვანი გენოციდები და წინ არანაკლები 3-საუკუნოვანი უბედურება ელოდა.


ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
433
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
433
  
15 მარტი, 8:39
მაგას მივხვდი:))) ასე თუ ისე სტსტიებით გაგიცანი და ცოტა არ იყოს ასეთმა სტატიამ გამაკვირვა,თორემ ისტორიკოსების სიტყვები რო არის მივხვდი:)
15 მარტი, 3:19
ზუსტადაც. გეთანხმები. იმიტომ არ მიყვებოდნენ რომ მტრები იყვნენ და არა სარწმუნოების გამო :)) არსად დამიწერია ჩემი ეგ შეფასება. ისტორიკოსის სიტყვები დავწერე და არა ჩემი.
14 მარტი, 18:29
თორნიკე,რაღა დავმალო და თქვენგან არ ველოდი ამ სტატიას:) დამოკიდებულება,რომელიც იმ დროს იყო,უფრო ადრეც და ეხლაც,ეს არის მცდარი მოსაზრება. ყველა მუსლიმანი არ არის მრავალცოლიანი და მუსლიმანიც ადამიანი,რომელსაც იგივე უფლებები აქვს,რაც ქრისტიანს. მაშინდელი ეს საქციელი გამოწვეული იყო პატრიოტული სულისკვეთებით,რადგან ირანი დამპყრობელი იყო და ქალის მათზე გათხოვება იყო სამშობლოს ტოლფასი და ეკლესია ცდილობს,რომ სასულიერო კუთხით დაგვანახოს ეს ყველაფერი. ქართველთა უმრავლესობა მუსლიმანი იმიტომ ხდებოდა,რომ გადაერჩინათ ქვეყანა. ამიტომაც იყვნენ მეფეები მუსლიმანები. არცერთი საკითხი არ უნდა იყოს განხილული რელიგიის კუთხით,რადგან ეს არის ადამიანის პირადი სივრცე და რომელიც მას სურს ან სწამს მას უნდა ეთაყვანოს. დავით აღმაშენებელის შესახებ საუბრობენ,რომ მან რუის ურბნისი ჩაატარა,ომები მოიგო და უსჯულო განდევნა ქვეყნიდან,მაგრამ ყველას ავიწყდება თუ როგორი პიროვნება იყო დავითი. მან იცოდა ყურანი და ადამიანებს სარწმუნუების მიხედვით არ აფასებდა. ამას მოწმობს თბილისში არაბების დატოვება და მათვის ვაჭრობის ნების დართვა,რომლებსაც შეღავათები გაუწია ქართველებთან შედარებით. მსოფლიო ისოტიამ გვაჩვენა რო ასეთ საკითხების წინ წამოჭრამ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა და ბევრი რომის ეკლესიის კისერზეა,არც ქართული ეკლესია იყო მშვიდად იმ პერიოდში. ასერომ იმიტომ არ თხოდებოდნენ ქართველი ქალები ირანელებზე,რომ ისინი მტრები იყვნენ და ბევრი ქართველი ქალი ეკლესია მონასტრებში იზრდებოდნენ და ფანატიკოსები იყვნენ. აი დღეს ერთ მორწმუნე რუსეთის მოქალაქეს რო აძლევს ქართველი სელებრითი თუ არა სელებრითი,ეს არ არის განხილვის თემა. რუსებმა ბიჭები დაგვიხოცეს და მათ ზოგიერთი ფეხებს უშლის. ეს არის ტრაგედია და არა ის,თუ ვინ რა ამღსარებლობის არის.
0 1 3