x
მეტი
  • 27.03.2019
  • სტატია:87705
  • ვიდეო:338196
  • სურათი:449484
ვლადივოსტოკთან გადაბრუნდა და ნაწილებად დაიშალა რუსული საზენიტო სარაკეტო-ქვემეხებიანი კომპლექსი "Панцирь-С1"

image თვითმხილველებმა გადაიღეს საგზაო შემთხვევა სედანკა-პატროკლეს შემოვლით გზაზე ვლადივოსტოკთან ახლოს.
გზაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას გადაბრუნდა და ნაწილებად დაიშალა რუსული საზენიტო, სარაკეტო-ქვემეხებიანი სისტემა "Панцирь-С1".
ინფორმაცია კი გადაბრუნებულ სარაკეტო კომპლექსზე გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ "PrimaMedia". ვიდეოს ნახვის მერე ვიდეორგოლის კომენტატორმა მოკლედ და კონკრეტულად განაცხადა: "უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის".
სარაკეტო კომპლექსი კატერნაიას ქუჩიდან სედანკას მიმართულებით მიემართებოდა, მძღოლმა მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ხიდის ქვეშ გავლისას, მკვეთრ მოსახვევში ვერ დაიმორჩილა მანქანა და მანქანა გადაბრუნდა, გადაბრუნებისას კი კომპლექსი პრაქტიკულად დაიშალა.
მძღოლი მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს კლინიკაში. ავარიის გამო მთლიანად გადაიკეტა მოძრაობა, რადგან სამხედროებმა და საგზაო პოლიციამ სასწრაფოდ გადაკეტა მიმდებარე ტერიტორია ორივე მიმართულებით.
"კამაზი", რომლის შასზეცაა "Панцирь-С1" დამონტაჟებული ძალიან დაზიანდა.
ბოლო დროს რუსეთის არმიაში იმატა ავარიებმა, რაც არმიის რაოდენობის გაზრდის მიზნით საკონტრაქტო სამსახურზე აყვანილი სამხედროების არაპროფესიონალიზმე მეტყველებს-ასეთ დასკვნამდე მივიდნენ რუსი სამხედრო ექსპერტები.
პ.ს
მე კი ჩემის მხრივ დავამატებ: "უმრავლოს ჩემი ქვეყნის ოკუპანტებს ასეთი დანაკარგები".





10
143
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
12 მარტი, 13:10
დიდებული და ახლა დავაანონსენ ინტერმედიის დახურულ ჯგუფში კიდეც.
პა პა პა 57 ნახვა და 142 გაზიარება მადარია რაა
12 მარტი, 0:05
106 გაზიარება და 49 ნახვა, გუჯა გამოიხურე კარი და წადი რა!!!
11 მარტი, 23:59
ყოჩაღ მანჩო :)))
11 მარტი, 23:53
ერთი ათასად :)
11 მარტი, 22:11
როგორც ქვეყანაა ისე ვართ ჩვენც...
11 მარტი, 21:57
არაფერი არ გვეშველება:)
11 მარტი, 21:43
სულ ასე არაა? ამასწინათ 500-ზე მეტი გაზიარების მქონე სტატიას, რატომღაც გაზიარებები გაუნულეს. :)
11 მარტი, 21:35
აი ამას ვერ ვხვდები 39 გაზიარება და 17 ნახვა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10