x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
კლასიკური და ოპერანტული განპირობებულობა

ბიჰევიორიზმი, ანუ მოძღვრება ადამიანის ქცევის შესახებ ჩამოყალიბდა XX საუკუნის დასაწყისში. ბიჰევიორისტული შეხედულება გულისხმობს, რომ სწავლის შედეგი ქცევის ცვლილებაა და ხაზს უსვამს ადამიანზე გარემო მოვლენების გავლენის მნიშვნელობას. ბიჰევიორისტები ცდილობენ ახსნან წესები, რომლის მიხედვითაც მყარდება კავშირი სტიმულსა და რეაქციას (ქცევას) შორის.

ბიჰევიორისტები გამოყოფენ დასწავლის ორ ფორმას: კლასიკურ და ოპერანტულ განპირობებულობას. სწორედ დასწავლის ამ ტიპების მეშვეობით ხსნიან ისინი სტიმულსა და ქცევას შორის კავშირს. არ დავიწყებ თითოეული მათგანზე ვრცლად საუბარს, უბრალოდ, მინდა, მოკლედ დავწერო მათ შორის მსგავსება-განსხვავებების შესახებ, რათა დაინტერესებული ადამიანებისთვის მარტივად გასაგები იყოს.

  • კლასიკური განპირობება ეს არის ავტომატური რეაქციების დაკავშირება ნეიტრალურ სტიმულთან, რომელიც გამეორების შემთხვევაში ხდება პირობითი სტიმული - იწვევს რეფლექსს ან ემოციურ რეაქციას.

image



  • ოპერანტული განპირობება არის დასწავლის ფორმა, რომელშიც ორგანიზმის მიერ გამოვლენილი რეაქციის ალბათობა შედეგის მიხედვით იცვლება. ოპერანტული განპირობებულობის ცნება ამერიკელ ფსიქოლოგს, ფრედერიკ ბერეს სკინერს უკავშირდება. სკინერმა, თორნდაიკის „ეფექტის კანონზე“ დაყრდნობით შეიმუშავა კვლევის პროგრამა, რომლის მთავარ მიზანსაც სტიმულის განპირობებულობის სისტემური ვარიაციების იმ მექანიზმების მიგნება წარმოადგენდა, რომლებიც განაპირობებენ განსაზღვრული ქცევის განხორციელების დიდ ალბათობას სხვადასხვა გარემო პირობებში. ტერმინი ოპერანტული ნიშნავს გარემოზე გავლენას, მისით ოპერირებას. შესაბამისად, ოპერანტული ქცევა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქცევა, რომლის მიზანიც გარემოზე გავლენის მოხდენაა.image

განპირობებულობის ორივე ტიპი, კლასიკური და ოპერანტული,
აღწერს დასწავლის პროცესს, მათ გააჩნიათ განმტკიცებისა და
ჩაქრობის თვისებები. კლასიკური განპირობებულობაში, თუ
განუპირობებელი სტიმული აღარ მოგვეწოდება, განპირობებული
ასოციაცია თანდათან ქრება; იგივე ხდება ოპერანტულშიც:
განმამტკიცებლის შემცირებას ან გაქრობას მოჰყვება ოპერანტული
ჩაქრობა, ანუ ქცევა აღარ იწვევს მოსალონდელ შედეგს; ჩაქრობა
ორივე განპირობებულობის სუსტი მხარეა.
კლასიკურ და ოპერანტულ განპირობებულობას შორის მთავარი
განსხვავება ისაა, რომ ოპერანტული განპირობებულობისას ქცევის
გამოწვევა ავტომატურად არ შეიძლება. ქცევა მანამდე უნდა
არსებობდეს, სანამ მოხდება განმტკიცება; კლასიკური
განპირობებულობაში კი ქცევა გამოწვეულია სტიმულით, რომელიც
განმტკიცებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სტიმულთან
ასოციაციის გამო.


0
557
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0