x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპმა კვლავ გამოხატა უპატივცემლობა საკუთარი ცოლის მიმართ(ვიდეო)
image72 წლის დონალდ ტრამპმა კვლავ გამოხატა ზედაპირული დამოკიდებულება საკუთარი მეუღლის, 48 წლის მელანია ტრამპის მისამართით.მორიგი კონფუზი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მოხდა.



image


მელანია და აშშ-ს პრეზიდენტი სტუმრებს თეთრი სახლის ზღურბლთან შეეგება მანქანიდან გადმოსულ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს ანდრეი ბაბიშს და მის მეუღლეს მონიკას, თუმცა იმის მაგივრად, რომ ქვეყნის პირველი პირები შეჩერებულიყვნენ შესასვლელთან, გადაეღოთ ერთობლივი ფოტო, დონალდ ტრამპმა დაადო თავი და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად შენობაში გაუჩინარდა, საერთოდ თითქოსდა არც არსებობდნენ ეს ქალბატონები.


დაბნეულმა მონიკამ მხრები აიჩეჩა, ხოლო მელანიამ თავი გადააქნია და უკან მიყვნენ.





შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი ხშირად გამოირჩევა მეუღლის მიმართ აშკარა უპატივცმელობით, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი უსიამოვნო ქმედება მოხდა 2017 წლის თებერვალში, როდესაც ქვეყნის ლიდერმა თვითმფრინავზე ასვლის დროს თვითონ ქოლგას შეაფარა თავი, მეუღლე მელანია და ვაჟის ბერონი კი თავსხმა წვიმაში მიატოვა.


ანალოგიური მოხდა 2018 წელს, როცა პრეზიდენტი წვიმიან ამინდში ვერტმფრენისკენ მიდიოდა, თუმცა დონალდ ტრამპს მელანიასთვის არც კი შეუთავაზებია, რომ ქოლგას შეფარებოდა.

image

0
433
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0