x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
‘’მითები’’ და მცდარი წარმოდგენები ორგანიზაციულ კომუნიკაციის შესახებ

მითი 1: მნიშვნელობა არის სიტყვებში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მცდარი წარმოდგენა კომუნიკაციაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი გაუგებრობა ორ ადამიანს შორის და უარყოფითი გავლენა მოახდინოს მათ შორის ეფექტიან კომუნიკაციაზე. კონკრეტული სიტყვა რასაც ნიშნავს ჩვენთვის, შესაძლებელია სხვისთვის იგივეს არ ნიშნავდეს. შესაძლებელია რაიმე სიტყვამ ჩვენს გონებაში სრულიად სხვა მნიშვნელობა შეიძინოს, ხოლო ჩვენი კოლეგის გონებაში სრულიად სხვა. მაგ: სიტყვა შეფასება ატარებს სრულიად სხვადასხვა მნიშვნელობას ორგანიზაციაში სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ადამიანებისთვის. დაბალ საფეხურზე მყოფი ადამიანები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ეს არის
მათთვის “დასასრული’’ (დასჯის ან შემცირების წინაპირობა) ხოლო, ზედა საფეხურზე კი ფიქრობდნენ, რომ ეს არის მათი სამუშაოსთვის გარკვეული ტიპის მხარდაჭერა. სიტყვას არ აქვს მნიშვნელობა იმ პიროვნებისგან დამოუკიდებლად, ვინც მას იყენებს. ამიტომ, უნდა გავაანალიზოთ, როცა სხვებს
ვეუბნებით რამეს, გადავცემთ ინფორმაციას, სიტყვებმა მათ გონებაში წარმოქმნას იგივე მნიშვნელობა, რაც ჩვენ გვინდა ან ვიგულისხმეთ. ამიტომ ჩვენი იდეები უნდა მოვარგოთ კოლეგების გამოცდილებას, რათა მათაც შეძლონ ჩვენს იდეებთან მორგება.
მითი 2: კომუნიკაცია არის ვერბალური პროცესი. ადამიანების უმეტესობა როდესაც ფიქრობს კომუნიკაციაზე ძირითადად ფიქრობენ სიტყვებზე (დაწერილი ან ზეპირი). მაგრამ კომუნიკაციის დიდი ნაწილი არის არავერბალური. ადამიანებს როგორ ვეუბნებით და ვიქცევით, ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თუ რას ვეუბნებით და ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანიც კი.
მითი 3. საუბარი არის კომუნიკაცია. ბევრი მენეჯერი ფიქრობს, რომ თუ მათ რაიმე უთხრეს დაქვემდებარებულს, ე.ი მათ დაამყარეს კომუნიკაცია. შესაძლებელია მათ უთხრეს რაიმე, მაგრამ ეს არ არის გარანტია რომ კომუნიკაციაში შევიდნენ. საუბარი კი არის კომუნიკაციის ნაწილი, მაგრამ ზოგჯერ ძალზე მცირე ნაწილი. ვინც თვლის რომ საუბარი და კომუნიკაცია არის ერთი და იგივე ძალიან ცდება,
რადგან არ ითვალისწინებენ მიმღების აქტიურ როლს. წყარო უნდა დარწმუნდეს თუ რა მნიშვნელობა გამოიტანა მიმღებმა შეტყობინებიდან, რა არის მისი გამოცდილება და რას გრძნობს და ფიქრობს ის.
იმისთვის რომ ეფექტური კომუნიკატორები ვიყოთ, უნდა ვიყოთ სენსიტიურები სხვა ადამიანების შეხედულებების და საკომუნიკაციო უნარების მიმართ.
მითი 4: კომუნიკაცია გადაჭრის ყველა ჩვენს პრობლემას. მიაჩნიათ, რომ თუ უფროსსა და ხელქვეითს აქვთ პრობლემა ურთიერთობაში, საკმარისია დასხდნენ და გაისაუბრონ, ამით მოგვარდება გაუგებრობა. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება. კომუნიკაციას არ შეუძლია არც პრობლემის შექმნა და არც მოგვარება. ხშირად, ადამიანები არიან არაეფექტური კომუნიკატორები, და ნაცვლად პრობლემის
მოგვარებისა უფრო მეტ პრობლემას ქმნიან, რადგან არ იციან როგორ გამოიყენონ კომუნიკაციის პროცესები. კომუნიკაცია არ არის ორგანიზაციული პრობლემების მოგვარების წამალი, თუმცა ეფექტური კომუნიკაციის შემთხვევაში, შესაძლებელია ზოგიერთი რაღაცის გაუარესების თავიდან აცილება.
მითი 5: კომუნიკაცია არის კარგი. ბევრი თვლის რომ კომუნიკაცია კარგია, მაგრამ რეალურად კომუნიკაცია თავის მხრივ, არც ცუდია და არც კარგი. კომუნიკაცია არის იარაღი, და როგორც ნებისმიერი იარაღი, შესაძლებელია კარგი ან ცუდი მიზნებით გამოვიყენოთ.
მითი 6: რაც უფრო მეტი კომუნიკაციაა, უკეთესია. მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციაში რადგან ერთი შეხვედრა კარგია, ე.ი. ორი უკეთესია. თუ ერთი წერილი არის კარგი, ორი უკეთესია. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა.

მითი 7: კომუნიკაციური ჩავარდნები. როდესაც ადამიანებს სურთ გაამართლონ თავისი ცუდი გადაწყვეტილებები, ინტერპერსონალური არაკომპეტენტურობა და ა.შ. ისინი აბრალებ ამას ‘’კომუნიკაციის ჩავარდნას’’. ხშირად ჩვენ წარუმატებლად ვამყარებთ კომუნიკაციას, ზოგჯერ ვწყვეტთ ვინმესთან საუბარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კომუნიკაცია ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება
სიტყვების გაცვლა არ მოხერხდეს, მაინც შესაძლებელია კომუნიკაცია არავერბალური კომუნიკაციით გაგრძელდეს.
მითი 8: კომუნიკაცია არის ბუნებრივი უნარი. ეს მითი არსებობს იმისთვის, რომ არ ვეცადოთ ვიყოთ უკეთესი კომუნიკატორები. კომუნიკაცია არის დასწავლილი უნარი. ჩვენ ვიძენთ კომუნიკაციურ უნარებს გამოცდილებიდან და განათლების მიღების შედეგად. შესაბამისად, პრაქტიკის შედეგად შესაძლებელია მისი გაუმჯობესება

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0