x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
სოციალური საზოგადოება და სტიგმა

ანთროპოლოგიური თეორეტიკოსების თვალსაზრისით, გარემო პირობების ცვლილებებმა (მაგ: საჰარას აფრიკული ტყეების შემცირებამ) და სხვა ფაქტორებმა (ამის შედეგად ხორცის მოპოვების გავრცელებამ და ნადირობის წამოწყებამ) საშუალება მისცა ინდივიდებს, რომლებიც ერთმანეთზე იყვნენ დამოკიდებულნი, უკეთ ეფუნქციონირათ. ამას კემპბელი - “ულტრასოციალიზმს’’, ხოლო ბრიუერი “ვალდებულებით ურთიერთდამოკიდებულებას” უწოდებს. ულტრასოციალიზმისკენ მიდრეკილებას ხსნიან იმ ფაქტით, რომ ევოლუციონისტური ისტორიის მანძილზე, ადამიანები მუდამ ცხოვრობდნენ ჯგუფურად თავიანთ ნათესავებთან ერთად. ეს საჭირო იყო არა მხოლოდ ინდივიდების გადარჩენისთვის, არამედ გენების მემკვიდრეობით გადასაცემადაც. რამდენიმე კვლევის თანახმად გამოვლინდა პროსოციალური თვისებები: გაზიარება, კოოპერაცია, საერთო ინვესტიციები- რაც წარმოადგენს ადამიანის გადარჩენის მარტივ სტრატეგიებს. ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც ერთად წარმატებით ფუნქციონირებენ, გადარჩებიან და თავიანთ გენებს გადასცემენ მემკვიდრეობით. სოციალურობა უკვე დიდი ხნის მანძილზე ითვლება ბიოლოგიურად განპირობებულ, ბაზისურ პიროვნულ მახასიათებლად.
მიუხედავად ამისა, ადამიანი მუდამ პროსოციალურად არ იქცევა. კოოპერატიული ჯგუფის არსებობა შეიძლება იწვევდეს მრავალფეროვან შესაძლებლობებს, რომ ინდივიდებმა განახორციელონ ეგოისტური, ექსპლუატატორული ზრახვები. მეტიც, მაგალითისთვის შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ის ადამიანი, რომელიც სარგებლობს თავისი ჯგუფის წევრების მოპოვებული ნადავლით, თავად კი არ აზიარებს თავის მოპოვებულ რესურსებს, მეტად შესაძლებელია, გადარჩეს და დატოვოს შთამომავლობა. ადამიანის დუალისტური - პროსოციალური და ექსპლუატატორული ხასიათი კარგად ჩანს სოციალურ დილემებში.
ექსპლუატაცია კოოპერატიულ ჯგუფებში ქმნის პრობლემას. როცა ინდივიდი იწყებს სხვების ექსპლუატაციას, ჯგუფს აწვება ტვირთად, ქმნის მეტ დანახარჯს სხვების მხრიდან. მეტი შანსი არსებობს იმისა, რომ ჯგუფის წევრები თუ გააგრძელებენ ძალისხმევის ხარჯვას ამგვარი წევრის შესანახად, საკუთარ თავს ვეღარ მოუტანენ სარგებლობას და მათი გენეტიკური მასალა ნაკლებად გადაეცემა მომავალ თაობებს. ამის გამო ჯგუფში არსებობს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროსოციალური ქცევის გაგრძელებას, და გარდა ამისა, იმ წევრის იდენტიფიცირებასა და გარიყვას ახდენს, რომლებიც პარაზიტულად სარგებლობენ სხვა წევრების რესურსებით. ეს მექანიზმია სტიგმატიზირება-პასუხი საფრთხეზე, რომელიც წარმოიქმნება ჯგუფის ეფექტური ფუნქციონირების შეფერხების შედეგად, ეს ეხმიანება კემპბელის იდეებს სოციალური კონტროლისა და საერთო მონიტორინგის შესახებ, და ასევე ბრიუერის მოსაზრებას, რომ ინდივიდები მიიღებენ სარგებელს, თუ თავს აარიდებენ, უარყოფენ და განერიდებიან ჯგუფის წევრებს, რომელთა ქმედება არის ხელის შემშლელი ჯგუფური ორგანიზაციისთვის. ასევე ილუსტრაციაა საფრთხის განზომილებისა, რომელიც გამოყოფილია ჯონსის და კოლეგების მიერ (peril).
ჯგუფის ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ევოლუციონისტური წარსულიდან დღემდე, არსებობს საერთო მახასიათებლები: რეციპროკულობის (მიგების) ნორმა, სიმართლის თქმა, ნდობა, ჯგუფური ინდენტობის ჩამოყალიბება, მტკიცე ურთიერთობების ჩამოყალიბება, კომპეტენციების სწავლება, სოციალიზაციის სანდო წესების ჩამოყალიბება და სხვ.

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ოღაძე
ნინო ოღაძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0