x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
- "ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის."- ირაკლი ოქრუაშვილი
image


"ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის.

გუშინ ეკონომიკის მინისტრის ქობულიას დავალებით ხელშეკრულება გააფორმეს აფხაზეთისათვის რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ.

მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ ბაზებს, ოთხოზორიას მკვლელებს და ათას ნაძირალას ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი დენით უფასოდ ამარაგებს ივანიშვილი. მაშინ, როდესაც აქ 100 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს და ჯარისკაცს ფორმას ვერ აცმევენ. ენგურჰესი დაცალეს, 50 %-ზე მეტი ელექტროენერგია ისედაც უფასოდ აჩუქეს აფხაზებს და დამატებით რუსეთიდან უყიდეს.


მაგ მავნებლურ სქემას კალაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0