x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
კრეატიულობა, როგორც წარმატებული ცხოვრების პრედიქტორი
image

კრეატიულობა არის ფენომენი, რომლის საშუალებითაც ხდება რაღაც ახლის და გარკვეულწილად ძვირფასის შექმნა, ფორმირება. შექმნილი “პროდუქტი’’ შეიძლება იყოს როგორც არამატერიალური (მაგალითად, იდეა, სამეცნიერო თეორია, მუსიკალური ნაწარმოები და ა.შ ) ასევე ფიზიკური ობიექტი ( გამოგონება, ნახატი, ლიტერატურული ნამუშევარი და ა.შ) .

კრეატიულობისადმი სამეცნიერო ინტერესტი არაერთ დისციპლინაში არსებობს და თითოეული მათგანი ამ ფენომენს შესაძლოა განსხვავებული თვალით ხედავდეს და განსხვავეულად აღიქვამდეს. პირველ რიგში ეს დისციპლინებია ფსიქოლოგია, ბიზნესის კვლევები და კოგნიტური მეცნიერება, თუმცა არანაკლებია ინტერესეი ისეთ სფეროებისგან, როგორიცაა განათლება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ფილოსოფია (განსაკუთრებით სამეცნიერო ფილოსოფია), თეოლოგია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა და ეკონომიკა, (რომელიც მოიცავს კავშირს კრეატიულობასა და ზოგად ინტელექტს შორის) ნევროლოგიური პროცესები, ფსიქიკური ჯანმრთელობა ან ხელოვნური ინტელექტი და მრავალი სხვა.

კრეატიულობის შესახებ მაიკლ მუმფორდი ამბობს: “ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ, როგორც ჩანს, მივიღეთ საერთო შეთანხმება, რომ კრეატიულობა გულისხმობს ნოველების თუ სხვა სასარგებლო პროდუქტების წარმოებას". ასევე, რობერტ სტერნბერგი კრეატიულობას განსაზღვრავს, როგორც "რაღაც ორიგინალური და ღირსეულის, საყურადღებოს წარმოებას’’. მიუხედავად შეთანხმებული მოსაზრებისა კრეატიულობის შესახებ, ავტორთა ნაწილის აზრი მაინც დრამატულად განსხვავებული იყო მისი განსაზღვრისას. ილუსტრაციისთვის, მოვიყვან პოლ ტორესის შეხედულებას. ის მიიჩნევდა, რომ კრეატიულობა ეს არის პრობლემებისადმი სენსიტიურობის მომატების პროცესი. სადაც თავს იჩენს სხვადასხვა ხარვეზები, გარღვევები ცოდნაში, დისჰარმონიები, ელემენტების დაკარგვა და საბოლოოდ ამ ყველაფრის ფონზე, ზოგადი პრობლემისა და სირთულის იდენტიფიცირება და შესაბამისი მოგვარების გზების ძიება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება ამ ხარვეზებზე, ჰიპოთეზის გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში მისი მოდიფიცირება და, საბოლოოდ, შედეგების ანალიზი.


გამომდინარე იქიდან, რომ კრეატიულობისადმი ინტერესი ძალიან მაღალია სხვადასხვა დისციპლინების მხრიდან, არც ციფრული ტექნოლოგია წარმოადგენს გამონაკლისს. ციფრული ტექნოლოგია, სხვადასხვა ინსტრუმენტების, მოწყობილობების, გამოგონებების დახვეწით ყოველდღე ვითარდება და პროგრესს განიცდის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ამ მხრივ ის, რომ თითოეული გამომგონებლის საავტორო უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული და არ დაირღვეს ეთიკის კოდექსი, რომელსაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს კრეატიულობასა და შემოქმედებაში. შექმნილი არამატერიალური თუ მატერიალური პროდუქტის უფლებების დაცვისა და სამართლიანი გამოყენების შინაარსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია . საავტორო უფლებებისა და ეთიკის დაცვა მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ კრეატიულობა არის ინოვაციისა და შემდეგ უკვე გრძელვადიანი ბიზნეს წარმატების მიღწევს ფუნდამენტური კომპონენტი. სწორედ ამ წარმატებისთის შემოქმედებით პროცესში აუცილებელი ნაწილია იმ პროდუქტებისა და იდეების განსაზღვრა, რომელიც უფრო მეტად არის კრეატიული თუ ინოვაციური და, შესაბამისად შემდგომი განვითარების უფრო მეტ შანსს იძლევა. კვლევა, სახელწოდებით, “როგორ განიხილავენ ექსპერტები კრეატიულობას’’ იძიებდა სწორედ იმ კრიტერიუმებსა და მახასიათებლებს, რისი მიხედვითაც ფასდება გამოცდილი ადმაინების ანუ ექსპერტების მიერ კრეატიულობა და კრეატიული უნარები. ასევე ექსპერტები ახდენდნენ იმ კრიტერიუმების გამოყოფასაც, რამაც გამოიწვია მარცხი, არ იქნა აღიარებული როგორც შემოქმედებითი პროდუქტი. გარდა იმისა რომ ეს კვლევა კრეატიულობისთვის მნიშვნელოვან მახასიათებლებსა და საჭირო კომპონენტებს გამოყოფს, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იძლევა რეკომენდაციებს შემოქმედებითობის შემდგომი განვითარებისთვისა და დახვეწისთვის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც შემოქმედებითობა სასიცოხლო მნიშვნელობის მატარებელია არის სარეკლამო კამპანია, რომელიც ყველა პროდუქციისა თუ კომპანიისთვის ერთი მიზნით არის შექმნილი - დაუმკვიდროს მის წარმომადგენელს ლიდერის პოზიცია ბაზარზე. აქედან გამომდინარე, არსებობს კრეატიულობის სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც აუცლებელია წარმატებული სარეკლამო რგოლის შესაქმნელად. ეს ელემენტები დგას სწორედ რეკლამის შექმნისა და დახვეწის პროცესის ცენტრში. იმის განსასაზღვრად თუ კრეატიულობის რომელი ელემენტებია აუცილებელი წარმატებული რეკლამის შესაქმნელად და რეკლამის პროფილის დასახვეწად, განხილულ იქნა 3 ყველაზე წარმატებული კომპანიის რეკლამა და აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანში ფიგურირებდა და მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კოგნიტური დისონანსის, რელევანტურობისა და კომუნიკაციის კომპონენტებს, რაც კრეატიულობას პირდაპირი შემადგენელი ელემენტებია. ეს არის კრეატიულობის სწორედ ის ელემენტები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია წარმატებული სარეკლამო კამპანიის დანერგვა.

კრეატიულობა, საზოგადოდ მიღებული და გავრცელებული აზრის მიხედვით, ეფუძნება თავისუფლებას და შეზღუდვების ნაკლებობას. მიუხედავად ამ აზრის ლოგიკურობისა და ავთენტურობისა, უნდა ითქვას, რომ ის უგულებელჰყოფს იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც გულისხმობს შეზღუდვებისა და გარკვეული სტრუქტურის შემოქმედებით პოტენციალს. უფრო ზუსტად რომ განვსაზღვროთ, არსებობს გარკვეული კავშირი და მიმართება სტრუქტურულობას, თავისუფლებასა და კრეატიულობას შორის. კლევაში, სახელწოდებით : “ თავისუფლება, სტრუქტურულობა და კრეატივი’’ განსაზღვრულია ის, რომ, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, თავისუფლება, მნიშვნელოვანია მოტივაციისა და შემოქმედებითობისთვის, ის ასევე გულისხმობს კომპლექსურობასა და შემეცნებით გადატვირთვას, და ამან შეიძლება, პარადოქსულად, შეასუსტოს კრეატიული ქმედება. თუმცა, ამ შეზღუდვების მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ფაქტორები თუ სფეროები, რომლებიც კრეატიულობის სხვადასხვა სახით გამოხატვის საშუალებას იძლევა. მაგალითად, 21 საუკუნის ახალი ტექნოლოგიები და მედია ქმნის სწორედ ამ შესაძლებლობებს. სოციალური მედია ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად არის ჩართული მოსახლეობის ცხოვრებაში. იმ გავლენასთან დაკავშირებით, რაც აქვს სოციალურ მედიას თანამედროვე ახალგაზრდობის შემოქმედებითობის უნარზე, შემუშავებულია სხვადასხვაგვარი ჰიპოთეზები და ჩატარებულია კვლევებიც. ერთ-ერთ ჰიპოთეზას წარმოადგენდა ის, რომ სოციალური მედიის გავლენა შემოქმედებითობაზე დადებითად მოქმედებს იმ გაგებით, რომ ადამიანები, რომლებიც ისედაც კრეატიული უნარ-ჩვევებით გამოირჩევიან, მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იღებენ რელევანტურ და მათთვის მეტად მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მათი კრეატიულობის უნარს უფრო ასაზრდოებს და ავითარებს. ამ საკითხზე ფოკუსირება საკმაოდ ლოგიკური აღმოჩნდა, რაც შედეგებმაც დაამტკიცა, ვინაიდან, ჰიპოთეზა გამართლდა და აღმოჩნდა, რომ ადამიანები მართლაც ახერხებენ საკუთარი შემოქმედებითი უნარების განვითარებას მედიის მიერ გადმოცემული ინფორმაციის წყალობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური მედიის ამ რესურსებისა და კრეატიულ უნარებზე გავლენის შესახებ ინფრომაცია და ლიტერატურა საკმაოდ მწირია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობაში არც თუ ისე გავრცელებულია ეს ყველაფერი, როგორც უტყარი, მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ცვლადი რაც ეხება კრეატიულობას, არის კონტროლი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კრეატიულობის საწინააღმდეგო პოლუსზეც კი განიხილება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მკვლევარის მიხედვით, ორივე მათგანი ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. სტრუქტურული განტოლების მოდელმა აჩვენა, რომ კონტროლის მექანიზმების გამოყენების ინტენსივობა დადებითად არის დაკავშირებული შემოქმედებითობასთან. ეს ხაზს უსვამს, რომ კონტროლის სისტემები უზრუნველყოფს გარემოს, რომელიც მდიდარია ინფორმაციით და ახდენს თანამშრომლების მოტივირებას, რათა იმოქმედონ დასახული და მიზანმიმართული გზებით. ეს გარემო თანამშრომლებში ქმნის იმის აღქმას, რომ მათ აქვთ გარკვეული შეზღუდვებისა და აკრძალვების პირობებშიც კი მოქმედების საშუალება, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, გააჩნიათ პრობლემების გადაჭრის უნარი და, რაც ყველაზე მთავარია, შეუძლიათ გამოიმუშავონ ახალი იდეები.

კრეატიულობის თეორიები (განსაკუთრებით კი კვლევები იმის შესახებ, თუ რატომ არის ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად შემოქმედებითი, ვიდრე სხვები) ფოკუსირებულია სხვადასხვა ასპექტზე. დომინანტი ფაქტორები, როგორც წესი, იდენტიფიცირებულია როგორც "4 P" - პროცესი, პროდუქტი, ადამიანი და ადგილი (მელ როდსის მიხედვით) აქცენტირება პროცესზე წარმოდგენილია შემეცნებით მიდგომებში, რომლებიც ცდილობს აღწეროს აზროვნების მექანიზმები და კრეატიული ფიქრების ტექნიკა. კრეატიულ პროდუქტზე ფოკუსირება გულისხმობს კრეატივის და კრეატიული იდეების გაზომვასა და შეფასებას, როგორც წარმატებულობის ჩარჩოში განსახილველი საკითხისა. შემოქმედებითი პიროვნების კონცეფცია უფრო ზოგად ინტელექტუალურ ჩვევებს განიხილავს, როგორიცაა ღიაობა, იდეების გენერირების შესაძლებლობა და დონე, ავტონომია, ექსპერტული ცოდნა/გამოცდილება, დიაგნოსტიკური ქცევა და ა.შ. აქცენტი კრეატიულ ადგილზე კი გულისხმობს იმ გარემოებებს, რომლებშიც შემოქმედებითობა იზრდება, როგორიცაა ავტონომიის ხარისხი, რესურსების ხელმისაწვდომობა, გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და ა.შ. კრეატიული ცხოვრების წესი შეიძლება დახასიათდეს როგორც მოქნილობით/ფლექსიბურობით, ასევე არაკონფორმული ატიტუდებით.

1
88
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბოკუჩავა
თამთა ბოკუჩავა
88
  
2019, 28 თებერვალი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1