x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
ყოფილმა სტუდენტმა მიხეილ გორბაჩოვის ავტოგრაფი 200 000 $-ად გაყიდა
image10 წლის წინ საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ გორბაჩოვმა უარი თქვა, ტილოზე რაიმე ჩანახატი გაეკეთებინა და მის ნაცვლად ავტოგრაფი დატოვა.


სავაჭრო აუქციონის სახლში "12й стул"(მე-12 სკამი) გაიყიდა არტ-პროვოკაცია საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ხელმოწერით თეთრ ტოლოზე, რომელსაც შავი მარკერით აწერია "Простите"(მაპატიეთ). ცნობილია, რომ ტილოს მფლობელი იყო მხატვარი ვინმე ივანოვი.


2009 წლის 19 თებერვალს გორბაჩოვი მოსკოვის უნივერსიტეტში მორიგი ლექციის წაკითხვის შემდეგ ავტოგრაფებს არიგებდა, თუმცა ერთმა უცნობმა სტუდენტმა წიგნის ნაცვლად მას სთხოვა, თეთრ ტილოზე რაიმე დაეხატა. გორბაჩოვმა ხელისმოწერაზე თანხმობა განაცხადა, დახატვაზე კი უარი უთხრა:"დახატე შენ თვითონ, რამე ფანტაზია გეყოფა".

image


როგორც აუქციონი "12й стул"-ის წარმომადგენელი ეკატერინე კუხტა იუწყება, ტილოს ფასი აუქციონის დასაწყისში 100 000 რუბლი იყო, რომელიც სულ რაღაც 10 წუთში გაიყიდა -13, 8 მილიონ რუბლად, (დაახლოებით 200 000 დოლარი). მყიდველმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.

image


"საბჭოთა კავშირის ერთადერთმა პრეზიდენტმა ალბათ ცხოვრებაში ერთადერთხელ მოაწერა ხელი თეთრ ცარიელ ტილოზე"-დასძინა ეკატერინე კუხტამ.

image

ასევე დაგაინტერესებთ

0
147
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0