x
მეტი
  • 26.04.2019
  • სტატია:89126
  • ვიდეო:339511
  • სურათი:451577
Mercedes, Skoda, Оpel, BMW და სხვები - რას აღნიშნავს პოპულარული ავტომობილების ლოგოტიპები

იცოდით, რა აქვს საერთო ფრანგულ ავტომობილ Peugeot-ს და მაკრატელს ან სინამდვილეში რა არის გამოსახული ჩეხური Skoda-ს ემბლემაზე? გსმენიათ, ვინ დააარსა ქუთაისის საავტომობილო ქარხანა ან რატომ აქვს Audi-ს ლოგოტიპს ოთხი რგოლი?



image


თითოეული საავტომობილო ემბლემის უკან გრძელი და რამდენიმე ათეულწლიანი ისტორია დგას. ზოგ შემთხვევაში კი მათში ჩადებულია დაფარული აზრი, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ გზავნილს მწარმოებელი კომპანიისა. მოდით ვნახოთ, სინამდვილეში რას აღნიშნავს მსოფლიოში ცნობილი საავტომობილო კომპანიების ემბლემები და გავიხსენოთ ნაკლებადცნობილი ფაქტები, დაკავშირებული მათ დიზაინთან.

image


Mercedes - ვარსკვლავი და სამი სტიქია


image

გერმანული კომპანიის და სამქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ემბლემის შექმნის ისტორია დაიწყო 1926 წელს ორი ავტომწარმოებლის - Benz & Cie და Daimler-Motoren-Gesellschaft -ის გაერთიანების შედეგად. პირველი მათგანი ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული, ხოლო მეორე საავიაციო და საზღვაო ძრავებს უშვებდა. გაერთიანების შემდეგ კომპანიამ მიიღო სახელწოდება Daimler AG.

შეერთებამდე ორივე კომპანიას საკუთარი ლოგოტიპი ჰქონდა: Benz & Cie-ს ნაკლებად ღრმააზროვანი ემბლემა სახელწოდების აბრევიატურით, ხოლო Daimler -ს სამქიმიანი ვარსკვლავი.


imageimage

ორი ლოგოტიპის შეერთების შემდეგ მიღებული იქნა ლოგოკური მიქსი: სამსხივიანი ვარსკვლავისგან შედგენილი ემბლემა გვირგვინით და წარწერით Mercedes Benz.


image


ახალი ემბლემა, რომელიც ბორბალს ჰგავდა, იძლეოდა მინიშნებას იმისა, რომ ამიერიდან კომპანია ავტომობილების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, ხოლო სამსხივიანი ვარსკვლავი კი აღნიშნავდა სამ სტიქიას: წყალს, ჰაერს და დედამიწას. ამით მწარმოებელს უნდოდა ხაზი გაესვა ძველი მიღწევებისათვის საავიაციო და საზღვაო ძრავების წარმოების საქმეში და გაეკეთებინა მინიშნება იმაზე, რომ ახალი ავტომობილების ძრავები იმდენად სანდო და გამძლე იქნება, რომ ისინი შესანიშნავად იმუშავებენ როგორც დედამიწაზე, ასევე წყალსა და ჰაერში.


image


Skoda- თავსაბურავი თუ ისარი?


image


ჩეხური Skoda -ს თანამედროვე ემბლემა ერთდროულად რამდენიმე საგანს გვაგონებს-ინდიელის თავს, ინდიელისავე თავსაბურავს და ისარს.


image


ასეთი ფორმის ემბლება პირველად 1926 წელს გამოჩნდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელი კომპანია Skoda (დაარსებული ინჟინერ ემილ შკოდას მიერ ) და კომპანია Laurin&Klement გაერთიანდა. Laurin&Klement აწარმოებდა ველოსიპედებს, მოტოციკლებს, ბოლოს კი ავტომობილებს.

ორი მწარმოებლის გაერთიანების და ახალი ბრენდ Skoda-ს გამოჩენისთანავე კომპანიის ლოგოტიპი გახდა ფრთებიანი ისარი. თუმცა ჯერ კიდევ მაშინ ბევრი ადამიანი ემბლემას ინდიელის თავს ამსგავსებდა. თუ ვინ შექმნა ეს ემბლემა, ცნობილი არაა. სავარაუდოდ, მისი ავტორი გახლდათ Skoda-ს იმდროინდელი ტექნიკური დირექტორი თეოდორ მაგლი.


image


2011 წელს ლოგოტიპმა ცვლილება განიცადა და ის ასეთი სახით გვაქვს დღემდე.


image

2018 წლის აგვისტოში Skoda-მ უცნაური რეკორდი დაამყარა. რეკორდმა ნაწილობრივ დაამტკიცა ის, თუ რატომ აქვს კომპანიის ემბლემას ისრის ფორმა. რეკორდის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ მშვილდოსანმა ლოურენს ბალდაუმ ისროლა ისარი, ხოლო საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა მარკუს ჰაასმა, რომელიც მთელი სისწრაფით მოძრავ ავტომობილ Skoda Oktavia RS-ში იმყოფებოდა, ხელით დაიჭირა ის. მანქანის საშუალო სიჩქარე უდრიდა ისრის მოძრაობის საშუალო სიჩქარეს და ის 215 კმ/სთ-ის ტოლი იყო.

ნახეთ ამ რეკორდის ამსახველი ძალიან საინტერესო ვიდეო.



image

Peugeot-ლომის ეშვებივითა და ბრჭყალებივით ბასრი


image


ფრანგული ავტომწარმოებლის ემბლემა პირველად 1858 წელს გამოჩნდა. კომპანიის ლოგოტიპად ლომის გამოსახულება თავად ემილ პეჟომ დააპატენტა, თუმცა იმ დროს კომპანიას ავტომობილებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა- ის დაკავებული იყო ყავის საფქვავების, მაკრატლების და სხვა წვრილი ინვენტარის წარმოებით.


image


ემბლემის მთავარ გმირად ლომის გამოსახულება იმიტომ აირჩიეს, რომ ხაზი გაესვათ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხისათვის. მაგალითად, "ჩვენი მაკრატლები ისეთივე ბასრი და მჭრელია, როგორც ლომის ბრჭყალები''. რა თქმა უნდა, ლოგოტიპი ამოტვიფრული იყო ინსტრუმენტის წინა მხარეზე. დროთა განმავლობაში კომპანია ნელ-ნელა გადავიდა ჯერ ველოსიპედების, შემდეგ კი ავტომობილების წარმოებაზე. ამასთან ერთად იცვლებოდა კომპანიის ლოგოტიპზე ცხოველთა მეფის გამოსახულებაც.


image


უკანასკნელად ლოგოტიპის კორექტირება მოხდა 2010 წელს და მან საბოლოოდ მიიღო ასეთი სახე:image


image

Оpel -დირიჟაბლიდან ელვისკენ


image


თუ ფრანგული Peugeot მაკრატლებით და ყავის საფქვავებით დაიწყო, გერმანულმა Opel -მა სტარტი საკერავი მანქანების წარმოებით აიღო (სხვათა შორის, ამჟამად Opel ეკუთვნის კონცერნ Peugeot Citroеn-ს).

კომპანიის პირველი ემბლემა წარმოადგენდა ფირმის დამაარსებლის ადამ ოპელის ინიციალებს დახვეწილი ფორმით.


image

პირველი ემბლემა შემდგომში შეიცვალა უბრალოდ სახელწოდებით Opel.

image


ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლასთან ერთად შეიცვალა კომპანიის ემბლემაც და მასზე გაჩნდა დირიჟაბლის გამოსახულება.


image

ყველასათვის კარგად ნაცნობი ელვის ტეხილი ემბლემის სახით გამოჩნდა 30-იანი წლების ბოლოს სატვირთო ავტომობილის მოდელისთვის Blitz (გერმანულიდან : ელვა). ეს ლოგოტიპი გამოიყენებოდა მხოლოდ სატვირთო ავტომობილებისათვის, ხოლო მსუბუქი ავტომობილების ემბლემად ისევ დირიჟაბლი დარჩა.


image


და მხოლოდ 1964 წელს გადავიდა კომპანია ოფიციალურად ''ელვაზე''- გახადა რა ის კომპანიის ერთადერთი ლოგოტიპი.


image

image

BMW- ხრახნი, ცა და გერმანიის დროშა


image

ავტომწარმოებელი კომპანიის საჰაერო წარსული გახდა გერმანული კონცერნის ემბლემის საფუძველი. მრგვალი თეთრ-ცისფერი ნიშანი სამოგზაუროდ გვიწვევს კომპანიის წარსულში, როცა შვეიცარიელი ინჟინრის კარლ რაპის მიერ დაარსებული ფირმა ავიაძრავებს აწარმოებდა. ცისფერ-თეთრი ლოგოტიპი კომპანიამ ახსნა, როგორც თვითმფრინავის ხრახნი ლურჯი ცის ფონზე, ფერების შეხამება კი ზუსტად ეხამებოდა ბავარის დროშის ფერს-ადგილს, სადაც BMW-ს ქარხანა მდებარეობდა.

სხვათა შორის, გამოსვლის დღიდან კომპანიის ემბლემა თითქმის არ შეცვლილა. კორექტირება გაუკეთდა მხოლოდ ფერებს და ასოების მოყვანილობას აბრევიატურისა Bayerische Motoren Werke (ბავარიის ძრავის ქარხნები ).


image

image

Audi -ოთხთა კავშირი


image


ოთხი რგოლი, რომელიც გერმანული საავტომობილო კომპანიის ემბლემას წარმოაგენდა, 1932 წელს გამოჩნდა. სწორედ ამ წელს მოხდა ავტომობილების და მოტოტექნიკის ოთხი წამყვანი მწარმოებლის Audi, DKW, Horch და Wanderer-ის გაერთიანება.


image

გაერთიანების შემდეგ კომპანია ბაზარზე გამოვიდა სახელწოდებით Auto Union AG. სწორედ ის გახლდათ თანამედროვე Audi AG-ის წინაპარი.

რაც შეეხება ემბლემას-ოთხ რგოლს, ის სიმბოლურად აღნიშნავს ოთხ მწარმოებელს, გაერთიანებულს კომპანია Audi AG-ში.

დღესდღეობით კომპანია Audi AG შედის კონცერნ Volkswagen AG-ის შემადგენლობაში, თუმცა ავტომობილის ლოგოტიპი იგივეა დარჩენილი.

image

Alfa Romeo-ვისკონტის სახლი და მილანი


image


ამბობენ, რომ 1910 წელს შექმნილ იტალიური ავტომწარმოებლის ემბლემაში ღრმა აზრია ჩადებული და არცთუ უსაფუძვლოდ: მისმა ავტორმა რომანო კატალენომ ემბლემის საფუძვლად გამოიყენა ქალაქ მილანთან დაკავშირებული ჰერალდიკური ელემენტები. პირველი მათგანია საგვარეულო გერბი ვისკონტებისა, რომლებიც ქალაქს მართავდნენ XIII-XV საუკუნეებში. ის წარმოადგენდა გველს, რომელიც ყლაპავს ადამიანს.


image

მეორე კი-წითელი ჯვარია თეთრ ფონზე, რომელიც მილანის გერბს წარმოადგენდა.


image

ორი ჰერალდიკური ელემენტის შერწყმის შედეგად დაიბადა ემბლემა, რომელსაც შემდეგი სახე ჰქონდა.


image


2015 წლამდე კომპანიის ემბლემა ოთხჯერ შეიცვალა. მწარმოებლები ცვლიდნენ ფერს, სქემას და შრიფტის ზომას.


image


2015 წელს Alfa Romeo-ს ემბლემის დიზაინში შეტანილი იქნა უკანასკნელი ცვლილება-კომპანიამ უარი თქვა ვისკონტის გერბსა და მილანის დროშას შორის არსებულ გამყოფ საზღვარზე, გველის მეირ გადაყლაპული ადამიანი უფრო სქემატური გახადა და შეიცვალა ასოების ფერი. ლოგოტიპის საბოლოო ვარიანტი ასე გამოიყურება:


image

image

Toyota- კოვბოი შლიაპით


იაპონიის საავტომობილო კორპორაცია Toyota -ს ლოგოტიპს ავტომოყვარულები კოვბოის თავს ამსგავსებენ, რომელსაც შლიაპა ახურავს. სინამდვილეში ის ასოცირდება ნემსის ყუნწთან, რომელშიც ძაფია გაყრილი. ეს ერთგვარი მინიშნებაა კომპანიის პირვანდელი საქმიანობისა, როცა ის დაკავებული იყო საქსოვი და სამკერვალო ჩარხების წარმოებით.


image

თუმცა ლოგოტიპს კიდევ ერთი პატარა საიდუმლო გააჩნია- მისი ცალკეული ნაწილები წარმოადგენენ სიტყვა Toyota -ს შემადგენელ ასოებს.


image

image

Hyundai - სახელწოდების პირველი ასო თუ?


როგორ გგონიათ, კორეული კონგლომერატის Hyundai -ს ლოგოტიპი ამავე სახელწოდების პირველ ასოს წარმოადგენს? -სულაც არა.



image


სინამდვილეში ასო Н ასოცირდება ორ ადამიანთან, რომლებიც ერთმანეთს ხელს ართმევენ-ერთი მხრივ, ესაა მწარმოებელი და მეორე მხრივ-კლიენტი.


image


image

Rolls-Royce-მფრინავი ლედი


image



სტატუეტი – „აღტყინების სული“ 1911 წლის თებერვალში ბრიტანელმა მოქანდაკე ჩარლზ სკაისმა შექმნა, 1920 წლიდან კი ის „როლს როისის“ ოფიციალური ემბლემა გახდა. ქანდაკებას, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 8 სანტიმეტრია, „მფრინავ ლედისაც“ უწოდებენ. მასზე ხელებგაშლილი ქალია გამოსახული… ''როლს როისის'' შემქმნელებმა - ბრიტანელმა მეწარმემ და თვითნასწავლმა ინჟინერმა ფრედერიკ როისმა და არისტოკრატმა ავტომოყვარულმა სერ ჩარლზ როლსმა ჩათვალეს, რომ ქანდაკება ყველაზე ზუსტად შეეფერებოდა მარკის ავტომობილების სრულყოფილებასა და პრესტიჟს.


image

კაზ 150- პირველი და ერთადერთი ქართული ავტომობილი


image


როცა პოპულარულ და ცნობილ ავტომობილებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ორიოდე სიტყვით არ გავიხსენოთ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მიერ გამოშვებული პირველი ქართული ავტომობილი. ქარხნის დაარსება ლავრენტი ბერიას სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ მან ჩამოიყვანა კონვეიერიდან ქარხნის პირმშო - ''კაზ-150"-ად წოდებული პირველი ავტომობილი 1951 წლის 18 აგვისტოს. თავისი არსებობის მანძილზე ქარხანამ 8 სახეობის სატვირთო გამოუშვა. შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცის, რომ სწორედ ქუთაისში საბჭოეთში პირველად შეიქმნა უკაპოტო, კაბინიანი ავტომობილი (მძღოლის საძინებლით), შემუშავებული ქართველი კონსტრუქტორების მიერ, რომელსაც "კოლხიდა"(კაზ-606) ეწოდა.



image


ქარხანა წელიწადში 20000 ავტომობილს უშვებდა და იქ დასაქმებული იყო 16 000 კაცი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქარხნის მესვეურები უშედეგოდ ცდილობდნენ მოეზიდათ ინვესტორები, იყო მოლაპარაკება გერმანელებთან, ინდოელებთან, თუმცა ამ ცდებს შედეგი არ მოჰყოლია. 2006 წელს ქარხნის ძირითადი ნაწილი გაერთიანდა საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შპს "ქუთაისის ავტომექანიკური ქარხნის" სახელწოდებით და ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ განაახლა ფუნქციონირება, როგორც მრავალპროფილურმა საწარმომ.



image


რაც შეეხება ქართული ავტომობილის ემბლემას, ჭორების დონეზე ცნობილია, რომ ბერიას უნდოდა, ქუთაისურ ავტომობილებზე აბრევიატურა ქართულ ენაზე ყოფილიყო. სტალინის გარდაცვალების მერე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებასაც შეუდგა და შესაბამისი სამარკო ნიშნებიც ქართულად ჩამოასხმევინა, მაგრამ ბერიას მკვლელობის შემდეგ ისინი გადაადნეს. ხრუშჩოვს კი, საერთოდ, ქარხნის დახურვა და რუსეთში გადატანა უნდოდა. თუმცა მას აუხსნეს, რომ ეს „ოპერაცია“ ძალიან ძვირი დაჯდებოდა და გადაიფიქრა.


image


აი, ასე გამოიყურებოდა პირველი ქართული ავტომობილის ემბლემა. დიდი ახსნა არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ლოგოტიპი გახლდათ აბრევიატურა, შედგენილი საწარმოს დასახელებისაგან : Кутаисский автомобильный завод.

4
78
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
7 მარტი, 13:51
გერმანული "ზაპოროჟეცია" მანქანა კი არა. :)
6 მარტი, 23:15
რა დააშავა "ოპელმა"?
6 მარტი, 15:12
საინტერესო სტატიაა. "ოპელი" კი ვერასოდეს გახდება მანქანა, როგორც რუსეთი ვერ შექმნის კონკურენტუნარიან მანქანას ვერასოდეს. :)
0 1 4