სხვა როგორ ცხოვრობენ მდიდარი და ღარიბი ადამიანები მთელ მსოფლიოში 2019, 26 თებერვალი, 13:57
DOLLAR STREET უნიკალური პროექტია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრრებას იკვლევს მთელ მსოფლიოში. კურსის განმავლობაში უკვე 30 000-ზე მეტი ფოტო გადაუღეს 264 ოჯახს 50 სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც აღმოჩნდა, ზოგი ადამიანის შემოსავალი თვეში მხოლოდ 27 დოლარია, სხვები კი ამავე პერიოდში 10 000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებენ. ეს კონტრასტი გვაიძულებს, ცხოვრებას სხვა მხრიდან შევხედოთ და ჩვეულებრივ წვრილმანებზე მეტად დავფიქრდეთ. სტატიაში გაგაცნობთ 7 ოჯახს Dollar Street-ის პროექტიდან. ბუტოების ოჯახი, ბურუნდი (თვიური შემოსავალი - $27)იმელდა 41 წლის მარტოხელა დედა და ფერმერია. მის ოროთახიან სახლში წყალი და ელექტროობა არ არის. იმელდა თავისი შემოსავლის 80%-ს საჭმელზე ხარჯავს. მისი ოჯახი უკეთეს სახლზე ცხოვრებაზე ოცნებობს.აი, აქ ცხოვრობენ ისინი ამჟამად.ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი ვახშამი.ეს საძინებელი ოთახია.წყლამდე მისასვლელად 40 წუთია საჭირო.ბავშვები ამ წიგნებს ეძახიან საყვარელ სათამაშოებს.გაკოტერების ოჯახი, ფილიპინები (თვიური შემოსავალი - $194)40 წლის ლეო ფერმერი და ტყისმჭრელია. დაბადებიდან ამ სახლში ცხოვრობს. ლეოს ცოლი, 36 წლის მარია, არ მუშაობს. ისინი 3 შვილს ზრდიან ერთად. მათი შემოსავლის 50% საკვებზე იხარჯება. ამჟამად ლეო და მარია ფულს აგროვებენ ახალი სახურავის გასაკეთებლად და ახალ, დიდ სახლში ცხოვრებაზე ოცნებობენ. ეს მათი სახლია.მისაღები ოთახისამზარეულოსაყვარელი ტრანსპორტიმათი ოცნების სახლი კი ასე გამოიყურება:კირინების ოჯახი, რუსეთი (თვიური შემოსავალი - $578)60 წლის პენსიონერი, ვასილი, და 57 წლის მასწავლებელი ოლგა, 17 წლის ვარვარასთან ერთად ცხოვრობენ, რომელიც სტუდენტია. მათ სახლს 2 საძინებელი აქვს. შემოსავლის 70%-ს ისინი საჭმელზე ხარჯავენ და ახალი ტელევიზორის ყიდვას გეგმავენ. ეს ოჯახიც ახალ ბინაში ცხოვრებაზე ოცნებობს.კირინების ოჯახი ამ სახლში ცხოვრობს.საძინებელი ოთახისამეცადინო კუთხესამზარეულოკატა - მათი საყვარელი შინაური ცხოველიჰილგენსტილერების ოჯახი, ბრაზილია (თვიური შემოსავალი - $956)28 წლის ვიტტორი მექანიკოსია, 37 წლის შელინა კი გაყიდვებზე მუშაობს. წყვილს 4 წლის ქალიშვილი, ჰელენა ჰყავს. ოჯახი სამ საძინებლიან სახლში ცხოვრობს და შემოსავლის 40%-ს ხარჯავს საკვებზე. ისინი მანქანის ყიდვაზე ოცნებობენ.ეს მათი სახლია.მისაღები ოთახისამზარეულოსაძინებელი ოთახიჰელენას საყვარელი სათამაშოებიმულეფერების ოჯახი, საფრანგეთი (თვიური შემოსავალი - $2, 895)სიმო, 42 წლის ტექნიკოსი და კაროლინა, 39 წლის არქიტექტორი, ერთად 2 შვილს ზრდიან. ოჯახი კერძო სახლში ცხოვრობს, რომელსაც 4 საძინებელი აქვს. სიმო და კაროლინა თვეში $600 ქირის ფულს იხდიან, შემოსავლის დაახლოებით 30%-ს ხარჯავენ საჭმელზე, მოგზაურობენ ხოლმე და არ ზოგავენ ფულს.ეს მათი სახლია.მისაღები ოთახისამზარეულობავშვების ოთახიდა ბოლოს - კატავესტიბაკენების ოჯახი, შვედეთი (თვიური შემოსავალი - $4, 883)35 წლის ჯონასი და მისი 38 წლის ცოლი, ტოვი, მენეჯერები არიან. წყვილს 2 ვაჟიშვილი ჰყავს. ისინი კერძო სახლში ცხოვრობენ, რომელსაც 4 საძინებელი აქვს და შემოსავლის 30%-ს ხარჯავენ კვებაზე. ჯონასს და ტოვს მოგზაურობა მოსწონთ და ამჟამად ფულს აგროვებენ ახალი მანქანისთვის. სახლში არსებულ ნივთებს შორის ყველაზე ღირებულად საოჯახო ალბომი მიაჩნიათ.ეს მათი სახლია.საძინებელი ოთახისამზარეულობავშვების ოთახიწიგნების თარობიების ოჯახი, ჩინეთი (თვიური შემოსავალი - $10, 098)ოჯახის ყველა ზრდასრული წევრი (57 წლის ბი ჰუა, მისი ცოლი იუი ჰენი და მათი ძმისშვილი მენგი ქმართან ერთად) საოჯახო ბიზნესში მუშაობს. ისინი ცხოვრობენ სამ საძინებლიან ბინაში და შემოსავლის 30%-ს ხარჯავენ საჭმელზე.ასე გამოიყურება მათი ბინა.მისაღები ოთახივახშამიერთ-ერთი საძინებელიმათთვის ყველაზე ღირებული ნივთი სახლში ეს გიტარაა.რა თქმა უნდა, ბედნიერებას მხოლოდ ფული არ განსაზღვრავს. არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც, როგორიცაა სიყვარული, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და მეგობრობა. თუმცა, ალბათ არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ ვიტყვით, რომ რთულია ისეთ სახლში ცხოვრება, სადაც წყალი და საჭმელი არ გაქვს და მუდმივად გეშინია, ძლიერი წვიმის დროს სახურავიდან წყალი არ ჩამოვიდეს. ასევე დაგაინტერესებთ:1. როგორ გამოიყურება ბავშვების სათამაშოები სხვადასხვა ქვეყნებში 2. 15 სასარგებლო მცენარე თქვენი სახლის ყოველი ოთახისთვის 3. 13 იდეა პატარა სააბაზანოების მოსაწყობად 454 4-ს მოსწონს
|