x
მეტი
  • 26.05.2019
  • სტატია:90406
  • ვიდეო:340242
  • სურათი:452642
ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა" ? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი

ალბათ ბევრ თქვენგანმა იცის ლოლიტა, ან უბრალოდ ყური მაინც გაქვთ მოკრული. ნაბოკოვი ავტორია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სკანდალური წიგნისა - "ლოლიტა", რომელიც გამოსცა 1955 წელს.


image



პედოფილი, შუახნის კაცის აღიარება, რომელიც თავდავიწყებით არის შეყვარებული 12 წლის გოგონაზე, სახელად დოლორეს ჰეიზი, იგივე ლოლიტა. გოგონას სიყვარული მამაკაცს აიძულებს, ცოლად მოიყვანოს ლოლიტას დედა, ხოლო დაქვრივების შემდეგ ჰუმბერტ ჰუმბერტსი აგრძელებს სექსუალურ ცხოვრებას 12 წლის გერთან ერთად. ეს რომანის მცირე მიმოხილვაა. რა თქმა უნდა, დაუშვებელია გავამართლოთ პედოფილია, მაგრამ სიყვარულის ასეთი მაღალი გამოხატულება არც ერთ მკითხველს არ ტოვებს გულგრილს.


აშშ-ში რომანმა წარმატების პიკს ვერ მიაღწია, რადგან მკითხველმა არ ჩათვალა კარგ ნამუშევარად, ვინაიდან ეროტიკული კონტექსტი ნაკლებად იყო აღწერილი.


image




1962 წელს, სტელნი კუბრიკმა რომანის პირველი კინოვერსია გადაიღო. ნაბოკოვისგან განსხვავებით, კუბრიკმა სცენარში ცვლილებები შეიტანა, რამაც ფილმი ბევრად უფრო საინტერესო გახადა. "ლოლიტა" უკვე ეროტიკულ მელოდრამად იყო გადაქცეული.


1997 წელს, ამჯერად ადრიენ ლაინის რეჟისორობით, ლოლიტას კინოეკრანიზაცია მეორედ განხორციელდა. ეს უკანასკნელი, ეროტიკული სცენებით წინამორბედს არაფრით ჩამორჩებოდა.


image





რეალური ისტორია



ნაბოკვმა სინამდვილეში ჰუმბერტ ჰუმბერტსი და დოლორეს ჰეიზი გამოიგონა. ისინი რეალური ისტორიიდან შთაგონებული პერსონაჟები იყვნენ. რომანშიც უბრალოდ პერსონაჟებია ნახსენები, თუმცა რეალური ისტორია ძალიან ცოტამ თუ იცის...


ფრენკ ლა სელი იყო 52 წლის მექანიკოსი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დასახლდა ქალაქ ნიუ ჯერსიში. 1948 წელს, მან გაიცნო 11 წლის გოგონა, სახელად სალი ჰორნერი . ამ წუთიდან მისი ცხოვრება გამოკვეთილად შეიცვალა.


image





ერთ ჩვეულებრივ დღეს, ჰორნერი თავის თანაკლასელებთან ერთად, როგორც ყოველთვის სკოლიდან გამოდიოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, თუ გოგონას ვინმე უთვალთვალებდა, რადგან ის უბრალოდ მცირეწლოვანი ბავშვი იყო. ლა სელი ცდილობდა თავის შანსების მაქსიმალურად გამოყენებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში აგრძელებდა გოგონას თვათვალს.


1948 წელს, სალი ჰორნერმა მოიპარა 5 ცენტიანი რვეული. მომენტი კარგად გამოიყენა ფრენკმა, რომელმაც გოგონას თავი გააცნო როგორც FBI-ის აგენტმა. გააფრთხილა, რომ თუ მას თან გაჰყვებოდა, დედამისს ამის შესახებ არაფერს მოუყვებოდა. სასოწარკვეთილი სალი ფრენკის მითითებებს ზუსტად ასრულებდა სირცხვილის და შიშისგან.


image



ერთად ავიდნენ რა ავტობუსში, ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო....
ატლანტა, ბალტიმორი, დალასი და კალიფორნიის ქალაქებში 2 წელი გაატარეს ერთად. მოგზაურობის პერიოდში ყველას ეცნობოდნენ როგორც მამა-შვილი. მათი ასაკთაშორის განსხვავებიდან გამომდინარე, ეჭვის თვალით არავინ უყურებდა.


image



ერთ-ერთ სასტუმროში დარჩენისას, სალის შეშინებული სახე და ხასიათი შემთხვევით შენიშნა სასტუმროს უცხოელმა სტუმარმა. მან მოახერხა სალის მარტოდ გამოჭერა და მისი გამოკითხვა. შეშინებულმა გოგონამ უცხო მამაკაცს დახმარება და სახლში დარეკვა სთხოვა.


ზუსტად ეს უცნობი მამაკაცი გახდა 12 წლის გოგონას მხსნელი. დახმარების თხოვნიდან რამოდენიმე წუთში სასტუმროში პოლიცია მივიდა. დააკავეს ფრენკ ლა სელი და სალი ჰორნერი გააგზავნეს სახლში.


image



სახლში დაბრუნების შემდეგ, სალიმ სასამართლოში ჩვენება მისცა. მან დეტალურად უამბო მოსამართლეს მომხდარის შესახებ, რის გამოც ფრენკ ლა სელის 35 წელი პატიმრობა მიუსაჯეს.


უბედურება სასამართლო პროცესიდან 2 წლის შემდეგ მოხდა. 14 წლის სალი ჰორნერი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. გოგონას დაღუპვის ამბით განადგურებული ფრენკ ლა სელი ყოველ კვირას, მის საფლავზე ყვავილებს აგზავნიდა. საბოლოოდ, გოგონას გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, ფრენკ ლა სელი ციხეში გარდაიცვალა.


image



ეს იყო დოუსენ ჰეიზის და ჰუმბერტ ჰუმბერტსის (ლოლიტას) პერსონაჟების რეალური ისტორია. თუ არ იცოდით, მაშინ ეს სტატია მოიწონეთ და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.


image










სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი













<<<<< იხილეთ ასევე >>>>>

54 წელი გავიდა, რაც ის მოკლეს - მალკოლმ X -ის 17 დამაფიქრებელი ფრაზა

image



გამოვლინდა ბავშვის აღზრდისთვის ყველაზე იდეალური ქვეყანა!

image



პირველად 100 წლის შემდეგ...

image



9 სასიცოცხლო ნიშანი იმისა, რომ თქვენი სხეული განიცდის B6 ვიტამინის დეფიციტს - მიიღეთ ზომები

image



რა შეემთხვა მამაკაცს, რომელმაც ინტერნეტით გაცნობილი ქალის სანახავად კარიბებში გადაწყვიტა გამგზავრება

image










0
403
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0