x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები

ვინ იყვნენ ქართველთა წინაპრები
დღეს, 4:07
ჰოროდოტე(ძვ.წ. მე-5 საუკუნე) აცხადებდა:"ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან, ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ასე ვიტყოდი, და რადგანაც ეს მე ფიქრებში მქონდა, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე მათ კოლხები"

მეგასთენე, დიონისისი, აპიანე ეუსებიოს კესარიელი და სხვები ირწმუნებოდნენ, რომ იბერიელები პირინეიდან გადასახლდნენ კავკასიაში.სტრაბონი ამტკიცებდა, რომ "დასავლელი იბერები გადასახლდნენ პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში.ეგვიპტელები გადასახლდნენეთიოპიელებთან და კოლხებთან".

იოსებ ფლავიუსი იბერებისა და მესხების წინაპრებად მიიჩნევდა ბიბლიაში მოხსენიებულ "თობელსა" და "მოსოხს"."თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ.მოსოხონები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ".

თობელი და მეშეხი ძვ.წ. პირველ საუკუნეში მცირე აზიაში დიდი სამეფოების კვიდრნი იყვნენ.ამ თვალსაზრისით ეს იყო ქართველთა წინაპრების სამეფოები.ე.ი. ქართველები კავკასიაში მას შემდეგ გადმოსახლდა, რაც ეს სახელმწიფოები გაანადგურეს.ეს მოხდა ძვ.წ. მე-7 საუკუნეში.ისტორიკოსები ლენორმანი, მასპერო და სხვები ქართველების წინაპრებად მიიჩნევდნენ ასურულ წყაროებში მოხსენიებულ თაბალებსა და მუშქებს.ამათ დაემატნენ ქაშქები, რომლებსაც კოლხების წინაპრებად თვლიან.ქართველებად მიიჩნევენ ასევე კარდუხებს, რომელთა სახელი ძლიერ გავს ქართების ადგილობრიივ სახელს.("ქართუ").

ისტორიკოსმა ს.ჯანაშიამ ქართველთა კავკასიაში გადასახლების შესახებ აზრი ფაქტობრივად მოხსნა, მისი აზრით არავითარ გადასახლებაზე საუბარი არ შეიძლება, ქართველები ძველთაგანვე საქართველოს ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვრცელ ტერიტორიებზე მოსახლეობდნენ. ბ.კუფტინმა არქეოლოგიური აღმოჩენებით ეს სრულიად დაასაბუთა.ამ ფაქტმა ისტორიკოსები ძალზედ დააფიქრა და დაიწყეს ფიქრი რა სახელით აღენიშნათ ეს უძველესი ხალხი.

პირადი დანამატი:ჩვენ უძველესი ხალხი ვარ და ვერც ერთი ევროპელი ისტორიკოსი ვერ მიხვდება ჩვენს უძველეს კულტურას, ენებს, ტრადიციებს და ა.შ ეს მათი ვარაუდია, რაც ჩემი აზრით აბსურდია და სიმონ ჯანაშიამ ეს მათ დაუმტკიცა კიდეც.ყველა ისტორიკოსი ცდილობს ბევრი რამ წაგვართვას წარსულის, თუნდაც ბერძნები, რომაელები, რუსები და ა.შ. ნელ-ნელა ყველაფერს ნათელი ეფინება და არქეოლოგია მეტს და მეტს ამბობს ჩვენზე ქართველებზე და კიდევ ბევრს იტყვის!ევროპელებმა მიისაკუთრეს ისტორია და თითქოს მხოლოდ ევროპული ისტორიაა დიდებული, ბევრ ნაშრომებს გავცნობილვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიცრუე და პროპაგანდაა.აზიას მეტი ისტორია აქვს.კავკასია კი პირველია ისტორიაში ჩემის მოსაზრებით.შეხედეთ უახლეს ისტორიას და აქედანაც ბევრ დასკვნას გააკეთებთ.
პატივისცემით პროფესორი
image



6
1719
9-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1719
  
2016, 27 ნოემბერი, 14:08
ანნუნაკებს უკავშირდება მხოლოდ იმ თვალსაზრისით რომ იმ დროიდან მოვდივართ თორე მათთან დეენემით არანაირ კავშირში არ ვართ მადლობა უფალს.თვით ერთ სიტყვაში რომლის ანალოგი არცერთ სხვა ერს არ აქვს არის ჩადებული შიფრი თუ საიდან მოვდივართ.მოვდივართ დასაბამიდან .ეს სიტყვაა ადამიანი.სიტყვა ორი სიტყვისგან შედგება ადამი და ანი ესეიგი საუბარია ადამზე და აქვე ხაზს ვუსვამთ საწყისს ...ანი არის ჩვენი ანბანის პირველი ასობგერა აქვე სავარაუდოა ისიც რომ თვით ცჰვენს ანბანშიც კი დაფარულია რაღაც შიფრი ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული.ალბათ ჯერ არ ვართ მზად ამ ყველაფრის ცოდნისთვის და დაფარულია ჩვენთვის.ღირსნი მაშინ გავხდებით ალბათ როცა ქართველი ქალდეელი პროტოშუმერი და ასე შემდეგ ვინც ვართ ,უპირველეს მიზნად ამის ძიებას კი არ დავიდებთ და ერე გაკადნიერებულნი ვიამმაყებთ ამით და სიამაყის გრძნობით დატყვევებულებს უფრო დაგვეხუჭება სულიერი თვალი არამედ ვილოცებთ უხლაუყრელი ვილოცებთ მთელი ცხოვრება უფლისა იესო ქრისტეს მიმართ ვადიდებთ უფალ-ღმერთს არა იმიტომ ტომ სამოთხეში დავიმკვიდროთ არამედ მხოლოდ სადიდებლად უფალი-ღმერთისა აი მაშინ დავიბრუნებთ ჩვენს მისიას აგვეხილება თვალი.რაარის ჩვენი მისია?საიდულოება უბრალოებაშია და ეს უბრალოება ლოცვაა.ლოცვა რწმენით და სიყვარულით.და ამ ლოცვის სიწმინდის ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა და ცხოვრება ისე როგორც გვამცნო უფალმო რო უნდა ვიცხოვროთ ეს რათქმაუნდა მხოლოდ უფლის ძალით დახმარებით ნებით და დიდებით მოხერხდება ამიტომაც უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ და უფალს განდიდება და გამდიდრება კი არა სწორად ცხოვრების უნარი და ძალა ვთხოვოთ... უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე
2016, 5 მარტი, 15:17
გმადლბთ დიახ მეც გეთანხმებით ბერძნები თაყვანსს სცემენ ულისესს - ითაკელი ოდისევსის ეშმაკობას და რა გასაკვირია რაც უნათ იმას ამბობენ ...
2016, 5 მარტი, 15:09
მანდაც ბევრი უზუსტობებია ჩემი აზრით და კარგად ღრმად გაცნობა უნდა ამ ამბავს,რადგან ბერძნები თავის ნებაზე ატრიალებენ თავის სასარგებლოდ. :) მადლობა თქვენ გაიხარეთ :)
2016, 5 მარტი, 15:07
გმადლობთ, სამწუხაროდ დამთავრდა კოლხეთის მეფე აიეტის ქალიშვილი მედეას ქორწინება ბერძენ გმირ იაზონთან - ცნობილია რომ მას ჰადესში მიუსაჯეს გამგზავრება და იქ აქილევსს შერთესო ცოლად - მიწიერი ცხოვრების დროს აქილევსს ქალი არ სჭირდებოდა პატროკლეს გამო ...
2016, 5 მარტი, 13:34
ვერ მოგახსენებთ ვერაფერს,ერთში დარწმუნებული ვარ,ისტორიულზე ვსწავლობდი 1 წელი და დამტკიცებულად თითქმის ვერაფერს იტყვი,მაგრამ თუ არქეოლოგიამ დაამტკიცა ეს უკვე ფაქტია და ვერსად წაუვლენ.ისე წაკითხული მეც მაქვს რომ კოლხები(ანუ ქართველები) დიდ ძალიან დიდ ტერიტორიებზე სახლობდნენ,ეს არცაა გასაკვირი რამეთუ აიეტის იმპერია ძლევამოსილი იყო მგონი და დიდ ტერიტორიებს მოიცავდა.თვით ევროპაში არის მონათესავე ტომები ასე ვთქვათ უბრალოდ ამას დამტკიცება სჭირდება.ბასკები,კორსიკელები,სიცილიელები,გერმანიის ტერიტორიაზეც არის.უბრალოდ დამტკიცებულად ვერ დავწერ.ათასი ვარაუდია,მტკიცებულება ცოტა,რადგან ჩვენვე არ გვაინტერესებს,თორემ ვისზე ნაკლები ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანას.მე პირადად კავკასიელები ერთ ერად მიმაჩნია მარა ეს დამტკიცებული არაა.
2016, 5 მარტი, 13:02
საკმაოდ ჩახედული ბრძანდებით – ბერძენი ჰეროდოტეს შესახებ და მის თვალსაზრისზე ეგვიპტელებისა და კოლხების შესახებ მეც სადღაც წამიკითხავს - მაინტერესებს - მაგალითად ჰომეროსიც მოიხსენიებს იბერებს ილიადაში როდესაც აგამემნონი ჩამოუვლის ლაშქარს - მერე კოლხებზეც მინდოდა ჰომეროსს რაიმე ეთქვა - მაგრამ ეს ოდისაში ხდება უკვე... და მერე როდესაც შუმეროლოგ კრამერის წიგნი წავიკითხე და იმ თიხის ფირფიტებზე - სადაც ურუფაქისა და ლაგაშის ცხოვრებაა დაწერილი და იქ ხაშურის მთაა მოხსენიებული უკვე ქართველური ტომების წარმოშობა თვით ანუნნაკებს უკავშირდება მგონია ...
0 1 6