x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ამერიკის პირველაღმომჩენები (ჩვენს ერამდე მრავალი წლით ადრე)

image
წლების წინ მრავალჯერ აღმოჩენილი და კვლავ დაკარგული ამერიკა, დღეს აღარავის აძლევს ჰეგემონობის საშუალებას. მუდამ წინ მიიწევს და უმთავრეს ნოვატორად გვევლინება. ზემოთ აღნიშნულ, ლიდერისთვის დამახასიათებელ ყველა ასპექტს ხელს
უწყობს თავისუფალი დასავლური სული, რომელიც თითოეულ ადამიანს გამბედაობას ჰმატებს, თავს განსაკუთრებულად, განსხვავებულად აგრძნობინებს. მაგრამ ინტრიგის მთავარი საფუძველი მის საიდუმლოებით მოცულ წარსულში უნდა ვეძიოთ. საკითხის ასეთი დელიკატურობა თუ უბრალო გაურკვევლობა, როგორც გურამ მაისურაძე აღნიშნავს წიგნში „სიმართლე დედამიწის უძველესი ცივილიზაციის შესახებ“- „ევროპელების უსირცხვილო მითვისებამ გამოიწვია, რაშიც გულისხმობს იმ ფაქტებისა და არტეფაქტების ნაწილობრივ მიჩქმალვას მთელი მსოფლიოსათვის, რითაც კოლუმბი
ხელმძღვანელობდა.
„საოცრებათა წიგნში“, რომელსაც არისტოტელეს მიაწერენ, ასეთი რამ არის ნათქვამი: „ამბობენ, ჰერკულესის სვეტებს იქით, ზღვაში კართაგენელებმა კუნძულს მიაგნესო. ტყითა და ხეხილით აყვავებულია გარემო. ამ ნაყოფიერი მიწებით მოხიბლული მრავალი ვაჭარი თუ სხვა ხალხი მიეშურება კუნძულისკენ“...
ბერძენ ფილოსოფოს პლატონსაც მოეპოვება ცნობები ამერიკაზე. ლინგვისტურ და ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ ალექსანდრე
მაკედონელის საზღვაო ფლოტის ამერიკაში მოგზაურობასა და მათ დაკარგვაზე ძვ.წ. 323 წელს. მისი ბრძანებით აიგო 800 ხომალდი, 500 მეზღვაურით. ისინი დაიძრნენ ამერიკისაკენ, თუმცა ყველას გასაოცრად უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ. იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი იმპერიის ნგრევის შემდეგ, თითქმის ყველა ცხნობა შემორჩენილია, თუმცა არავინ იცის რა მოუვიდა „არმადას“. სხვადასხვა ვარაუდზე დაყრდნობით, ფლოტი წავიდა აღმოსავლეთის მხარეს, ინდონეზია-პოლინეზიის
გავლით ამერიკის კონტინენტისაკენ. მკვიდრ ინდიელებს მითების სახით დღემდე შემორჩენილი აქვთ ამბები მაღალი თეთრკანიანი წვეროსნების შესახებ, რომლებიც ჩამოვიდნენ მათ კონტინენტზე და განმანათლებლებად მოევლინნენ ადგილობრივებს, ე.წ. „ვირაკოჩები“. ადგილობრივებს არ უჭირთ იმის აღიარება, რომ მათი კულტურული მიღწევები სხვა რასის ხალხის მიერაა შექმნილი და თავიანთ შორეულ წინაპრებს ბევრად ჩამორჩებიან განვითარებით. ინკები საკუთარ თავს ვირაკოჩების უკანასკნელ შთამომავლებად ცნობდნენ. როგორც ესპანელი მეცნიერი ვინსენტ ლოპესი ამბობს, ათასზე მეტი სანსკრიტული ენის ძირი მოინახება სამხრეთ ამერიკაში.
საინტერესოა, არაუკანის თავსამკაულების მსგავსება შუმერების, ფინიკიელებისა და იუდეველების სამკაულებთან. შუამდინარეთის კავშირს ამერიკასთან ისიც ამყარებს, რომ ნაპოვნია მესოპოტამიური წარმოშობის წარწერები, კლდეზე ამოკაწრული ურჩხულები
და გველები.
image1992 წელს, გერმანელი მეცნიერების ჯგუფმა, სვეტლა ბალაბანოვას ხელმძღვანელობით გამოიკვლია ცხრა ეგვიპტური მუმია, რომლებიც თარიღდებიან ძვ.წ. 1070 წლიდან 395 წლამდე. მიუნხენში ჩატარებული სამედიცინო დასკვნების შედეგად კოკაინისა და ნიკოტინის არსებობა დადასტურდა მათი სხეულიდან აღებულ ნიმუშებში, თუმცა ეჭვქვეშ აყენებენ ამ ვარაუდს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლოტუსსა და ყაყაჩოს თესლს იყენებდნენ იმ ეფექტის მისაღწევად, რაც ნიკოტინსა და მცენარე კოკას აქვს. შემდგომმა ექსპერტიზებმა აჩვენა, რომ მუმიების რაღაც ნაწილი გაყალბებულია.
ამერიკის პირველ აღმომჩენებში აქტიურად განიხილებიან იაპონელები, რომლებიც დაახლოებით ძვ.წ. 3044 წელს აღმოჩნდნენ სამხრეთ ამერიკაში, დღევანდელი ჩილეს ტერიტორიაზე, სადაც არქეოლოგებმა მიაკვლიეს რიგ კერამიკულ ნაკეთობებს, რომლებიც დახვეწილი სტრუქტურით ხასიათდებიან, რაც მოულოლოდნელობას
წარმოადგენდა, ეკვადორზე მცხოვრები მაშინდელი, ბევრად პრიმიტიული ადამიანებისგან.

image
ცნობების თანახმად, 63 000 წლის წინ ვულკანი ამოიფრქვა იაპონიაში, კერძოდ კიუშიუს კუნძულზე. გაუსაძლისი პირობებიდან თავის დასაღწევად ადგილობრივები ოკეანეში გაიფანტნენ ნავებით, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იყო მათი საზღვაო ხომალდებით წყნარი ოკეანის გადალახვა? მართლა მიაღწიეს თუ არა იაპონელებმა ეკვადორის ველებს? ცნობილია, რომ უმცირესიმანძილი ორ კონტინენტს შორის კამჩატკის ნახ. კუნძულიდან ალასკამდეა. იაპონელების ახალ კონტინენტზე მოგზაურობის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი უიშვიათესი სისხლის კიბოს, ლეიკემიის პირველი ტიპის HTLV1-ის აღმოჩენა ატაკამის უდაბნოს ნაწილში. ჩვეულებრივ, ეს დაავადება ცნობილია იაპონიის მოსახლეობის მცირე ნაწილში და სხვაგან არ გვხვდება. იქაური ვალდივიელების მოსახლეობის გარეგნობაში აშკარად ამოვიკითხავთ შორეული აღმოსავლეთის ელემენტებს, ისინი საოცრად განსხვავდებიან ქალაქის დანარჩენი მოსახლეობისგან.
არსებობს ფაქტები, რომ პირველი ამერიკელები ციმბირიდან არიან ჩამოსულები, ჯერ კიდევ გამყინვარების ხანაში, კოლუმბამდე 23 492 წლით ადრე, მოგეხსენებათ,
მაშინ დედამიწის ნახევარი ყინულით იყო მოცული, შესაბამისად ბევრად მარტივი იქნებოდა აზიიდან ამერიკაში გადასვლა, ვიდრე შემდგომ ხანებში, მითუმეტეს ბერინგის სრუტის გავლით უმოკლესი მანძილია ორ კონტინენტს შორის. ზემოთაღნიშნული აზიელები პალეო-ინდიელების სახელით არიან ცნობილი, ისინი ამერიკის წითელკანიან მოსახლეობას შეადგენენ, მეთევზე-მონადირე ტომები. ჩრდ. ამერიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 24 000 წლით დათარიღებული სოლუტრიანული სანადირო იარაღები, რომლებიც ევროპულ კულტურას ეკუთვნის. ძვ.წ. 18 000 – 16 000 წწ-ში სოლუტრიანების, რაღაც ნაწილი წამოვიდა ამერიკაში ატლანტის ოკეანის გადაკვეთით და პალეო ინდიელებთან ერთად შექმნეს ე.წ. ქლოვისის კულტურა ჩრდ.ამერიკაში.
ამერიკის აღმოჩენის შესახებ მრავალი ცნობა არსებობს, მითებიდან დაწყებული თვალსაჩინო არქეოლოგიური მასალებით დამთავრებული. და მაინც ვინ აღმოაჩინა ამერიკა? ჩინელებმა, ესპანელებმა, იაპონელებმა, ეგვიპტელებმა თუ შუამდინარელებმა. იქნებ არცერთმა ან საერთოდ, რატომ გაუჩნდათ უკიდეგანო ოკეანეში შეცურვის სურვილი. ეს ხომ ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ერთ-ერთი ამერიკელი მკვლევარი ამბობს, ყოველი ამ ვოიაჟის მთავარი მოტივატორი ჩიტები
იყვნენ. ადამიანები აკვირდებოდნენ მათ გადაფრენებს, დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ხმელეთისაკენ გაეშუერებოდნენ. ადამიანებსაც მოუნდათ მათსავით თავისუფლები ყოფილიყვნენ, გაქცეოდნენ ყველას, სადღაც შორს „ნირვანას“ საძებნელად. მათ შორის იღბლიანებმა კი ამქვეყნიურ სამოთხეს, ამერიკის კონტინენტს მიაკვლიეს.

0
187
8-ს მოსწონს
ავტორი:თამმარ თედიაშვილი
თამმარ თედიაშვილი
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0