x
მეტი
  • 15.12.2019
  • სტატია:97387
  • ვიდეო:344186
  • სურათი:459394
5 უძველესი არტიფაქტი, რომლის შესახებ მეცნიერებმა ბევრი არაფერი იციან

დედამიწაზე უამრავი არქეოლოგიური აღმოჩენა არსებობს, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების ისტორია, შეიძლება ისეთი არც ყოფილიყო, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია... და ამის მტკიცებულებად, 5 ყველაზე გამორჩეული აღმოჩენა მოგვყვავს, რომლის საიდუმლო ჯერ-ჯერობით ამოხსნილი არ არის.


image



კოსტა–რიკას გიგანტური ქვის ბურთულები


იდუმალებით მოცული ქვის სფეროსებული წარმონაქმნები, დამაინტრიგებელი არა მხოლოდ ფორმით, არამედ თავისი გაურკვეველი წარმოშობითაც არის.


image


პირველად უცნაური ქვები გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოაჩინეს, როდესაც ბანანის პლანტაციის გასაშენებლად, ტყის მასივი გაკაფეს და გაასუფთავეს.

ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, იდეალურად მრგვალი ქვების შიგნით ოქრო არის. ბევრი ქვის სფერო დაამსხვრიეს, ზოგიც ააფეთქეს, მაგრამ შიგნით მხოლოდ სიცარიელე აღმოაჩინეს.


image


ცნობილი არ არის, სფეროების დამზადების თარიღიც. სავარაუდოდ, ქვები ზეციური ობიექტების სიმბოლოები იყო, ან სხვადასხვა ტომის მიწების საზღვრების დასაფიქსირებლად გამოიყენებოდა (მაგ., როგორც ტივტივა ზღვაში, რომელიც ცურვისთვის დასაშვებ ზონას, აკრძალულისგან მიჯნავს).



ბაღდადის ბატარეა


ელექტრო ენერგიის გამოგონებამდე, ძველ მესოპოტამიაში სახლებს «ბატარეებით» ანათებდნენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში არქეოლოგებმა ბაღდადის სიახლოვეს არტიფაქტი იპოვნეს, რომელმაც შემდგომში «ბაღდადის ბატარეის» სახელი მიიღო. გარეგნულად, ეს ღია-ყვითელი ფერის ამფორაა, რომლის სიმაღლე, სულ რაღაც, 15 სმ-ია. ყელი ფისით აქვს დაფარული, ხოლო მის ცენტრში რკინის გულის ნაწილია გამოშვერილი. როდესაც ყელიდან ფისი მოაცილეს, ჭურჭლის შიგნით სპილენცის ცილინდრი აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი ზუსტად 25 მმ-ი იყო, ხოლო სიგრძე – 9 სმ. სწორედ მასში იყო მოთავსებული რკინის გული და ის ცილინდრის ფსკერს არ ეხებოდა. ჭურჭლის ფსკერი კი მთის ფისით იყო დაფარული და ლითონის კონსტრუქცია ჰაერში იყო გამოკიდებული – ის ყელის ფისზე იყო მიმაგრებული.

1947 წელს უილარდ ფ. გრეიმ ბატარეის ასლი გააკეთა და პარამეტრები გაზომა. გაირკვა, რომ მას 0, 8 – 2 ვოლტამდე დენის გამომუშავება შეუძლია.


image


არტიფაქტი, დაახლოებით, 4000–4200 წლის არის და მეცნიერები იმაზე ფიქრობენ, თუ რატომ დაივიწყეს ასეთი საჭირო ნივთის დამზადების ტექნოლოგია ან სხვა რეგიონებში რატომ ვერ იპოვეს მსგავსი არტიფაქტები?



ინკების ოქროს ფიგურები


რთული დასაჯერებელია, მაგრამ XIX ს. სამხ. ამერიკაში, კოლუმბიის ტერიტორიაზე, აღმოჩენილი უძველესი არტიფაქტი, რომელიც ძალიან ჰგავს საფრენ აპარატს. თუმცა, იმ დროს, რატომღაც ფრინველს მიამსგავსეს (ფრინველს ფრთები ქვემოდან ვერ ექნება) და კატალოგში, როგორც «ინკების ოქროს ფრინველი» ისე შეიტანეს. რა იყო მისი პროტოტიპი უცნობია, თუმცა, ის რაღაცა, რომ დაფრინავდა, გერმანელმა ავია მოდელიორებმა ალგუნდ ენბომ და პეტერ ბელტინგმმა დაამტკიცეს:



image


1996 წელს, მათ ოქროს ფიგურის 16-ჯერ გაგიდებული ასლი შექმნეს. მოდელები ძრავით და დისტანციური მართვის აპარატებიტ აღწურვეს და...


image


მოდელების საჩვენებელ გამოცდას უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ მეცნიერებიც და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც საფრენი აპარატები უბრალოდ კი არ ავიდნენ ცაში, იქ უმაღლესი პილოტაჟის ელემენტებიც შეასრულეს.


image


ამჟამად, პერუში, ვენესუელაში და კოსტა რიკაზე, უკვე 33 ფიგურაა აღმოჩენილი, სავარაუდოდ, ყველა მათგანი კოლუმბიის ტერიტორიაზე, ერთი ადამიანის მიერ, ჩვ. წ. აღრ. 500 წ. არის დამზადებული.



ფესტოსის დისკი


უცნაური არტიფაქტი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში კ. კრეტაზე იპოვნეს, დღეს ჰერაკლიონის არქეოლოგიურ მუშეუმში ინახება და მთელი მსოფლიოდან, როგორც ტურისტების, ისე მკვლევარების ყურადღებას იქცევს. მიუხედავად ამისა, დღემდე უცნობია, თუ რისთვის არის გაკეთებული, ან მასზე რა არის ასახული.


image


უცნაური ნივთი ქ. ფესტოსის ნანგრევებში 1908 წ. არმოაჩინეს. დისკის დიამეტრი 15 სმ-ია, სისქე – 2 სმ. ის ორივე გვერდიდან გაურკვეველი სიმბოლოებით არის დაფარული და ნიშნების საერთო რაოდენობა 259-ია. ზოგიერთი ნიშანი მეორდება, ხოლო ზოგი, – მხოლოდ ერთხელ არის დაფიქსირებული. მეცნიერებმა არა თუ წაკითხვა, მისი შექმნის თარიღიც ვერ დაადგინეს.



ანტიკითერას მექანიზმი


ანტიკითერას მექანიზმი (ნაპოვნია კ. ანტიკითერასთან, საბერძნეთი) ყველაზე უძველესი გამომთვლელი მექანიზმია კაცობრიობის ისტორიაში (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი). მისი რთული აგებულების და მრავალფუნქციონირების გამო, შეგვიძლია, კომპიუტერის I ვერსიადაც კი ჩავთვალოთ.

ანტიკითერას მექანიზმი გასული საუკუნის დასაწყისშია ნაპოვნი და ხანგრძლივი კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის ჩვენს ერამდე 150 ან 200 წ. წინ არის შექმნილი და მზის და მთვარის მდებარეობას აჩვენებდა. მისი მეშვეობით შეიძლებოდა მზის და მთვარის დაბნელების თარიღის გამოთვლა.

ძველ წყაროებში, ანტიკითერას მექანიზმის ანალოგიური მექანიზმი, ძვ. წ. აღრ. 300-დან – ახ. წ. აღრ. 500 წლებში არის მოხსენიებული.


image


ქვედა სურათზე ამ მექანიზმის თანამედროვე ასლია მოცემული, რომელზეც კარგად ჩანს, რომ მასში კბილანებიანი ბორბლება. სწორედ ეს ფაქტი გახდა მეცნიერებს შორის კამათის და დაპირისპირების საფუძველი. მათი ერთი ნაწილის აზრით, ანტიკური ცივილიზაცია, ესოდენ რთული მექანიზმის დასამზადებლად, არასაკმარის ცოდნას ფლობდა. ხოლო, სხვები ამტკიცებდნენ, რომ მასში გამოყენებულმა ბრინჯაოს კბილანებიანმა ბორბლებმა ათასი წლით გაუსწრო, მოგვიანეტით შექმნილ მსგავსი ტიპის მექანიზმს და შეიძლება ითქვას, რომ კბილანებიანი ბორბლის გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში 2-ჯერ მოხდა.


image


თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პერიოდულად მიმდინარეობდა ანტიკითერას მექანიზმის კვლევაც. თავდაპირველად, ეს 1902 - 1910 წწ. და 1925 – 1930 წწ. მოხდა. 1951—1978 წწ. მექანიზმს რენდგენით სწავლობდნენ. მომდევნო წლებშიც, ანტიკური მექანიზმი არაერთხელ იყო კვლევის ობიექტი. ხოლო, 2016 წ. მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგები შეაჯამეს: მექანიზმის შემორჩენილ 82 ფრაგმენტზე, მათ 2000-მდე სიმბოლოს ამოიცნეს და 500 სიტყვა გაშიფრეს. საერთოდ კი, მასზე 20 000-მდე სიმბოლო ჩანს, რომლითაც მისი დანიშნულება და გამოყენების წესია მოცემული. იმ ტექსტის მიხედვით, რომლის წაკითხვაც შეძლეს, გაირკვა, რომ მექანიზმით, 42 ასტრონომიული მოვლენის თარიღის დადგენა შეიძლებოდა. ხოლო, უკვე ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დაადგინეს, რომ მექანიზმი, დაახლოებით 35-ე პარალელზე, სავარაუდოდ, კ. როდოსზე იყო დამზადებული.

imageimageimageimageimageimageimage








2
812
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
812
  
27 ივნისი, 21:14
ზალიან საინტერესო იყო
0 1 2