x
image
თორ ნიკე
Mediator image
ზონა 51

ზონა 51


აშშ-ს მიუვალ და მაღალმთიან უდაბნოში, რომელიც შტატ ნევადაში მდებარეობს, უცხო პირთათვის შესვლა კატეგორიულადაა აკრძალული. ეს არის გასაიდუმლოებული ტერიტორია, რომლის შესახებაც უამრავი საოცარი მითქმა-მოთქმაა ხალხში ატეხილი. ერთ დროს ეს ზონა წარმოადგენდა ამერიკის საზღვაო ძალების პოლიგონს. იქ აწარმოებდნენ ბირთვულ ექსპერიმენტებს და იმ ეპოქის საავიაციო ტექნიკის დახვეწას, მშენებლობას და სხვადასხვა ექსპერიმენტს. 1951 წელს ეს ადგილი გახდა სრულად დახურული გარეშე პირთათვის. ტერიტორია სრულად იქნა დაკავებული სამხედროების მიერ, დაიწყეს ბაზების მშენებლობა, მთელი აეროდრომის პერსონალი გამოიყვანეს ბაზებიდან და მთელი საფრენი აღჭურვილობა გადაიტანეს მიწისქვეშ. ამ სამუშაოების შემდგომ, მიწის ზემოთ თვითმფრინავების დასაფრენი ტერიტორია კვლავ აღადგინეს, რომ ხალხისთვიდ ყველაფერი ბუნებრივად გამოჩენილიყო და საზოგადოებაში ზედმეტი ეჭვები არ აღძრულიყო. სწორედ ამის შემდგომ მიიღო ტერიტორიამ დასახელება - ზონა 51. ეს ადგილი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ ტერიტორიად დედამიწაზე.


ზონა 51


ყველაფერი დაიწყო სილვერ სითიში, ნიუ მექსიკოს შტატში მდებარე ქალაქში. 1947 წლის 25 ივნისს, ადგილობრივი ექიმი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც თითქმის მთვარის ზომის ჩანდა მიწიდან მაყურებლის თვალისთვის. ამავდროულად სამხედროების მიერაც იქნა დაფიქსირებული ამოუცნობი მფრენი ობიექტი. საღამოს 4 ივლისს, ამ შტატში საშინელი ჭექა-ქუხილი დაფიქსირდა, რასაც მოჰყვა უჩვეულოდ დიდი ხმაური, იქაური ფერმერი - მაიკლ ბრეზერი გააოცა ამ ჭექა-ქუხილმა. მან, ისევე როგორც ყველა იმ ქალაქში მცხოვრებმა, გარკვევით გაიგონა აფეთქების ხმა. მეორე დილით ეს ფერმერი წავიდა ცხვრების საძებნელად, რომლებიც წინა ღამის ჭექა-ქუხილმა დააფრთხო. ფერმერი წააწყდა ცეცხლმოკიდებულ ღრმულებს და აღმოაჩინა რაღაც უცნაური ნატეხები. ეს ციდან რაღაც ობიექტის ჩამოვარდნის აშკარა კვალი იყო.


ზონა 51


ამის შესახებ გაიგეს ხელისუფლებაშიც. ფერმერის სამოსახლო ტერიტორია ჯარისკაცებით რამდენიმე საათში აივსო. თვით ფერმერი კი აიძულეს ეთქვა, რომ თითქოს არაფერი დაუნახავს და გაუგონია და ჩამოართვეს პირობა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვა, მაგრამ შტატში მაინც გავრცელდა ხმა, რომ იმ ადგილას მოხდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ჩამოვარდნა. ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაპოვნი იქნა უცხოპლანეტელების სხეულები, რომლებიც მართავდნენ ავარიაგანცდილ ხომალდს.


ცნობილი უფოლოგი ვადიმ ჩერნობროვი აცხადებს: "შეუძლებელია მხოლოდ ჩვენ ვიყოთ მოაზროვნე არსებები ამ სამყაროში. ათასობით წლის წინ შეეძლოთ მფრინავ ობიექტებს დედამიწაზე მოფრენა. ეს ნამდვილად არაა გასაკვირი. მხოლოდ შეშლილს შეუძლია ამტკიცოს, რომ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არ არსებობენ."


ზონა 51


მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომხდარი ფაქტის გასაიდუმლოება ხდებოდა, ფართო მასებში ამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. განსაკუთრებით აინტერესებდათ უცხოპლანეტელების სხეულები, რომელთაც გავრცელებული მასალების მიხედვით, უცნაური სხეულის აგებულება ჰქონდათ. ერთ-ერთი ხელოსანი, რომელიც სამხედრო ბაზაში მუშაობდა ამტკიცებდა, რომ მან თავისი თვალით დაინახა თუ როგორ გადაჰქონდათ სანიტრებს უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთა სხეულები. ამ ჰოსპიტაის ადმინისტრატორმა თქვა, რომ ეხმარებოდა ექიმებს, რომლებიც იკვლევდნენ 3 უცხოპლანეტელის სხეულს. მას კარგად დაამახსოვრდა, რომ უცხოპლანეტელებს ხელზე ჰქონდათ 4 თითი, ხუთის მაგივრად. ნიუ მექსიკოს გუბერნატორიც კი იმას ამტკიცებდა, რომ ნახა 4 არამიწიერი არსება, რომლებიც იყვნენ პატარა ტანის, ჰქონდათ დიდი თავები და დიდი თვალები და ძალიან პატარა პირი. ის ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი იყო.


ზონა 51


ახმაურდნენ ჟურნალისტებიც. ყველა ამაზე საუბრობდა და როცა მიხვდნენ (მიახვედრეს), რომ ამით საკუთარ თავს დაღუპავდნენ, ყველა ერთდროულად დადუმდა, ვითომც არაფერი მომხდარა. ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ კიდეც ჟურნალისტებს. მხილველები დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ ამ თემას საერთოდ დაივიწყებდნენ. ბოლოს კი მაინც საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სამხედრო ბაზაზე დაჯდა თვითმფრინავი, იმ მფრინავი ობიექტის ნაწილებით, რომელიც ფერმერის რანჩოში აღმოაჩინეს, სადაც განიცადა ხომალდმა ავარია. ამ თვითმფრინავმა შემდეგ ნევადისკენ აიღო კურსი.


ეს ისტორია ამ ამბების შემდგომ ცოტა ხნით მივიწყებას მიეცა, ნევადაში კი გასაიდუმლოებული მშენებლოები წამოიწყეს. 1951 წლის ბოლოს სამხედრო მშენებლებმა დაასრულეს მუშაობა და მათ მაგივრად მოვიდა ახალი შემადგენლობა, რომლის კოდური დასახელება გახლდათ "წითელი სინათლე". ამ შემადგენლობაში შედიოდა დაახლოებით 800 ადამიანი. ისინი ყველა ცხოვრობდნენ ბაზაზე. ეს ობიექტი ძალიან დაცული იყო. როდესაც მშენებლობა დასრულდა, გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც მუშაობდნენ უმაღლესი დონის გასაიდუმლოებით. ზოგიერთი მათგანი ადრე ატომური ბომბის შექმნის პროექტშიც მონაწილეობდა. ყოფილი ავიაბაზა ზონა 51-ად იქცა. დადიოდა ხმები, რომ სწორედ აქ ხდებოდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევა. 1949-1950 წლებში არიზონაში კიდევ რამდენიმე ასეთივე კატასტროფა დაფიქსირდა და ჩამოვარდა რამდენიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. სამხედროებმა ამ ობიექტებს დაარქვეს კოდური სახელწოდება "ელიონი". მაშინდელ პრესაში იწერებოდა, რომ მეცნიერებმა სცადეს აღედგინათ ე.წ. მფრინავი თეფშების სტრუქტურა. თან სცადეს მისი საშუეალებით გაფრენაც.


ბობ ლაზარი


ამ ბაზის ტერიტორიიდან გარკვეული ინფორმაცია ჟონავდა მიუხედავად უმკაცრესი გასაიდუმლოებისა. ამ ბაზის შესახებ ცნობილი გახდა ისიც, რომ მიწისქვეშ ინახებოდა 3 მფრინავი ობიექტი. რომელთაგან ორი იყო სრულყოფილი და ერთიც დაშლილ მდგომარეობაში. გავრცე;ლდა ასევე ინნფორმაცია, რომ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში განსაკუთრებული გარემო-პირობები იყო შექმნილი უცხოპლანეტელებისათვის. იქ ატარებდნენ ექსპერიმენტებს. ჰყავდათ ორი ცოცხალი ჰუმანოიდი. ორივე არსება იყო საშუალო სიმაღლის. მოსერო-მოთეთრო კანით, ერთი მოკვდა 1952 წელს, ხოლო მეორემ იცოცხლა კიდევ 8 წელი და დაიღუპა 1960 წელს. ეს არსებები იყვნენ თითქოს უსქესონი. შეუძლებელი იყო მათი სქესის გარჩევა - აცხადებს მწერალი და მკვლევარი ნიკოლაი ნეპომნიაში - მათ იკვლევდნენ ზონა 51-ში თითქმის 1947 წლიდან. ეს კვლევები მიმდინარეობდა წლების მანძილზე. სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენა ამ ტერიტორიებზე ან მის სიახლოვეს სრულიად აკრძალული იყო.


ზონა 51ზონა 51


ცნობილია, რომ ზონა 51-ში მიმდინარეობდა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კვლევა. მეცნიერებმა საკმაოდ ბევრი გაიგეს და ეს ცოდნა გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ჩვენმა მეცნიერებმა გამოიგონეს ე.წ. "უხილავი თვითმფრინავები", რაკეტები და სხვა მრავალი რამ, რაც უფოლოგთა ვარაუდით, არის უცხო მფრინავი ობიექტების კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგები.


რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო დიდ ინტერესს იწვევდა ობიექტი "ზონა 51", რომელიც საოცრად იყო დაცული. ფაქტობრივად შეუძლებელი გახლდათ იქამდე მიღწევა. ეს ტერიტორია შემდგომში კიდევ უფრო გააფართოვეს. ის დღემდე არსებობს და დღემდე ასევე მკაცრად გასაიდუმლოებული და დაცულია. 1987 წელს დაიწყო ამ ზონის კვლევა ფიზიკოსმა ბობ ლაზარმა, რომელმაც დაწერა წიგნი ამის შესახებ. ბობ ლაზარი 1988-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტულ განყოფილებას ზონა 51-ში და მუშაობდა ობიექტზე, რომლის კოდური სახელწოდება იყო "ს4". ამ ფიზიკოსის მოწვევა სამხედროებისთვის იყო იძულებითი წესი, მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ერთ-ერთი კვლევის დროს აფეთქდა საფრენი აპარატის ნაწილი, რომელსაც შეეწირა სამი მეცნიერი. სწორედ ამ შემთხვევის გამო მოიწვიეს იქ ფიზიკოსი ბობ ლაზარი. პროგრამა "ს4" შედგებოდა ქვეპროექტისგან სახელწოდებით "დამხმარე", სადაც მუშავდებოდა სხივური იარაღი. ასევე არსებოპბდა პროექტი "სარკე", რომელიც სწავლობდა ტექნოლოგიას რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარსულის დანახვა. და მესამე - პროექტი "გალელეო" - სწორედ ამ პროექტთან ჰქონდა ლაზარის განსაკუთრებული დამოკიდებულება - ეს იყო ანტიგრავიტაციული ძრავების შექმნისთვის განკუთვნილი პროექტი. ბობ ლაზარს აჩვენეს უცხოპლანეტელთა შავ-თეთრი ფოტოსურათები მათი სამედიცინო დასკვნებითურთ, რომელიც მიიღეს მათი გვამების გაკვეთის შედეგად. ამ არსებებს ჰქონდათ ტანთან შედარებით ადამიანური პროპორციების სტანდარტით, საკმაოდ დიდი თავები, ასევე მოთეთრო კანი, კანზე თმოვანი საფარი არ აღენიშნებოდათ. დაიღუპნენ ეს ჰუმანოიდები თავად, თუ ექსპერიმენტებს შეეწირნენ, ეს უცნობია. მათი ორგანიზმის შინაგანი აგებულება მკვეთრად განსხვავდებოდა ადამიანისგან და ორგანოთა ფუნქციებიც ნაწლობრივ გასაგები იყო, მაგრამ არა სრულად.


ბობ ლაზარი


1989 წლის გაზაფხულზე ფიზიკოსმა ბობ ლაზარმა გააკეთა საქვეყნო განცხადება ტელევიზიით. მან განაცხადა, რომ მონაწილეობდა მფრინავების მომზადებაში, რაღა მათ შეძლებოდათ ფრენა ჩამოვარდნილი და შემდეგ მეცნიერთა მიერ მათი მიხედვით აწყობილი საფრენი აპარატებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბაზაზე, სპეციალურ კონტეინერებში ინახებოდა უცხოპლანეტელების სხეულები. ეს კონტეინერები წარმოადგენდა გარკვეული ხსნარით სავსე შუშის მილებს. ამ ინფორმაციას, რომელიც ფიზიკოსმა საზოგადოებას გაუმხილა, მთავრობა დღემდე ჯიუტად უარყოფს.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია მეცნიერებაზე

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში


4. მცირე ეპიზოდები ქართველთა სამხედრო ცხოვრებიდან

5. უილიამ ალენი ქართველების შესახებ

6. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

7. ოლიმპიადის ისტორია

8. ჩაქმულის ქანდაკებები

9. ლეშანის გიგანტური ბუდა

10. მიქელანჯელოს "პიეტა"

11. ადოლფ ჰიტლერის სიტყვით გამოსვლა მეორე მსოფლიო ომის დროს



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
363
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0