x
image
თორ ნიკე
Mediator image
ვანჯინა - უცხოპლანეტელების 5000 წლის წინანდელი გამოსახულებები ავსტრალიაში
ვანჯინა - უცხოპლანეტელების 5000 წლის წინანდელი გამოსახულებები ავსტრალიაში


ავსტრალიაში, კერძოდ ქიმბერლიში აღმოჩენილი იქნა 20 ათასზე მეტი ნახატი გამოქვაბულების კედლებზე, რომლებიც შესრულებულია ძვ.წ. 3000 წლისთვის ავსტრალიელი მონადირე-შემგროვებელი აბორიგენების მიერ. ხელოვნების ეს უძველესი ნიმუშები გამოსახავს უცნაური ფორმის ჰუმანოიდებს და უამრავ ადამიანს უჩენს კიდევ ერთხელ იმის ეჭვს, რომ უძველეს ადამიანებს ჯერ კიდევ პრეისტორიულ პერიოდში ჰქონდათ კონტაქტი არამიწიერ, გონიერ ადამიანის მსგავს არსებებთან.


ვანჯინა - უცხოპლანეტელების 5000 წლის წინანდელი გამოსახულებები ავსტრალიაში


ამ არსებათა ხილვის შემდეგაც, ისინი ამ საოცარ მოვლენას აღწერდნენ იმ ხერხებით, რაც მათ ხელთ იმ დროისთვის იყო - კედელზე ხატვით. 5000 წლის წინანდელი პერიოდიდან დაიწყეს აბსტრალიელმა აბორიგენებმა ამ სახეების გამოხატვა, რომელსაც "ვანჯინა" ეწოდება. ვანჯინები შემდგომ პერიოდებშიც იხატებოდა და ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს ფორმები და აღწერილობა თითქმის ზუსტად ემთხვევა იმას, თუ როგორ აღწერენ დღეს ადამიანები ე.წ. "ნაცრისფერ (რუხ) უცხოპლანეტელებს" კონტაქტის შემდგომ.



ვანჯინა - უცხოპლანეტელების 5000 წლის წინანდელი გამოსახულებები ავსტრალიაში

საინტერესოა რას ამბობს ამ გამოსახულებებზე თავად ავსტრალიური მითოლოგია: ავსტრალიურ აბორიგენულ მითოლოგიაში არსებობს ცნება - "სიზმარჟამი" (Dreamtime), რაც აღნიშნავს უძველეს ერას, როდესაც ვანჯინები გამოჩნდნენ. ვანჯინებზე უამრავი მითი არსებობს, ბევრგან აღნიშნულია რომ ჩამოსვლისას ისინი გამოეყვნენ ღრუბელს, ხოლო ასვლისას კვლევ შეუერთდნენ მას. ვანჯინებმა შექმნეს ადამიანები და მათ შექმნილ პირველ რასას ერქვა "გიორნ გიორნ".


ვანჯინა - უცხოპლანეტელების 5000 წლის წინანდელი გამოსახულებები ავსტრალიაში


თავიანთი მიწიერი საქმიანობის დასრულების შემდეგ ვანჯინები წავიდნენ და დატოვეს ადამიანები, რომელთაც იქამდე წესები და კანონები მისცეს, ასწავლეს როგორ ეცხოვრათ დედამიწაზე. მათი წასვლის შემდეგ ადამიანებმა მათი სულების უკვდავსაყოფად ეს გამოსახულებები შექმნეს და მათზე ცოდნა ზეპისიტყვიერად გადასცეს მომავალ თაობებს, რამაც დღემდე ავსტრალიური მითოლოგიის სახით მოაღწია დიადი შემქმნელების - "ვანჯინების" ამბებით და ათასობით საოცარი ნახატით.





სტატიები ამავე თემაზე:


1. პარანორმალური მოვლენები (26 სტატია)

2. "ამოს" 290 საუკუნის წინანდელი გამოსახულებები ტანზანიაში

3. უცხოპლანეტელების 190 საუკუნის წინანდელი გამოსახულება საფრანგეთში



კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. იბერო-კავკასიური პროტოცივილიზაციები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. მეცნიერება

9. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
192
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0