x
მეტი
  • 25.04.2019
  • სტატია:89067
  • ვიდეო:339455
  • სურათი:451510
წელს დედოფლისწყაროში 3 მლნ 339 876 ლარის გზებს დააგებენ

image


რეგიონული განვითარების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ორი პროექტია დაფინანსებული. ამის შესახებ გაზეთ „შირაქს“ მერის პირველმა მოადგილემ დავით ფხოველშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, სამუშაოების შესასრულებლად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სულ მალე გამოვლინდება კომპანიები, რომლებიც ამა თუ იმ პროექტით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებენ.


-„სოფელ სამრეკლოში შიდა გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, ქალაქ დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩასა და ასევე რუსთაველის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია. მთლიანობაში მოთხოვნა გვაქვს 3 339 876 ლარზე, ამჟამად პროექტები შესყიდვის პროცესში ვართ. რომელ პროექტსაც შევისყიდით, პარალელურად ვაგზავნით რეგიონული განვითარების ფონდში და გვიფინანსებენ. ამ თანხით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, მოეწყობა გარე განათება და სპორტული მოედანი, “_ აღნიშნავს დავით ფხოველიშვილი.


ამას გარდა, ქალაქ დედოფლისწყაროში პუშკინის ქუჩის რეაბილიტაცისთვის 319 336 ლარი დაიხარჯება, ხოლო სოფელ სამრეკლოში შიდა გზის მოსაწყობად 373 990 ლარი. ასევე, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ჯამში დედოფლისწყაროს 384 000 ლარი გამოეყო, რიგ სოფლებში შიდა გზების მოწესრიგება თავად მოსახლეობის არჩევანის მიხედვით მოხდება.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0