x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
D ტიპის პიროვნება და მისი მახასიათებლები
image

თავს დათრგუნულად გრძნობთ? თქვენს ემოციებს სხვებს უმალავთ და ჭიქას ყოველთვის ნახევრად ცარიელს აღიქვავთ? მაშინ თქვენ შესაძლოა D ტიპის პიროვნება იყოთ.

პიროვნების ტიპები პირველად 1950 წელს გამოიყო კარდიოლოგების მიერ რათა დაედგინათ რომელი პაციენტები იყვნენ გულის დაავადებებისადმი მოწყვლადნი. წლების განმავლობაში კვლევების განვითარების შედეგად, უფრო მეტი პიროვნების ტიპები გამოიყო და მათ კონკრეტული ასოებით აღნიშნავდნენ. ეს ტიპები პიროვნების გარკვეულ თვისებებს აერთიანებდნენ. მაგალითად, A ტიპის პიროვნების გვეშ მოიაზრება ისეთი თვისებების მქონე ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი კონკურენტუნარიანობა, დროის მართვის უნარი, დამოკიდებულება სამუშაოზე(workaholism), ფოკუსირებულია კარიერულ წარმატებაზე. A ტიპის ადამიანი B ტიპის პიროვნებასაც გავს. თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ნაკლებადაა კონცერნტირებულო კონკურენციაზე და მეტად ცდილობს სიამოვნების მიღებას ცხოვრებისაგან. B ტიპიც სენსიტიურია მიღწევისადმი, მაგრამ A ტიპისაგან განსხვავებით წარუმატებლობა მისთვის სტრესის წყაროდ არ იქცევა. ზოგადად, B ტიპს სტრესის დაბალი დონე და კრეატიულობა ახასიათებს.

D ტიპის პიროვნება შედარებით ახალია ამ კლასიფიკაციაში. ის პირველად ბელგიელმა ფსიქოლოგმა და მკვლევარმა ჯოან დენოლეტმა გამოყო 1990 წელს. ამ კლასიფიკაციაში ასო D დისტრესის აღმნიშვნელია. ამ ტიპის პოროვნებებს ახასიათებთ:

  • დარდის შეგრნება
  • სევდა
  • გაღიზიანებადობა
  • პესიმისტური შეხედულებები
  • ნეგატიური საუბრები მიმართული საკუთარ თავზე
  • სოციალური სიტუაციებისადმი თავის არიდება
  • თავდაჯერებულობის ნაკლებობა
  • უარყოფის შიში
  • უიმედობა
  • დაღვრემილობა

მართალია ადამიანთა უმრავლესობას ცხოვრებაში ერთხელ მაინც უგრძვნია თავი მსგავსად, მაგრამ D ტიპის პიროვნებას ეს გამოცდილება უფრო ხშირად და უფრო მეტი ინტენსივობით აქვს.

პიროვნების ტიპოლოგია არ ცდილობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის შემოთავაზებას, ის მხოლოდ ქცევის პატერნებს აღნიშნავს, რომელიც შემდეგ შესაძლოა დაუკავშირდეს ფიზიკურ დაავადებას, კონკრეტულად კი გულის და იმუნურ ჯანმრთელობას.

D ტიპის პიროვნულობის დასადგენად, მკვლევრებმა შეიმუშავეს საზომი, რომელიც ცნობილია D ტიპის სკალა-14 (DS14)-ის სახელით. ეს საზომი ეხმარება მკვლევრებს დააკვირდნენ სოციალურ დათრგუნვას და ნეგატიურ გავლენებს ამ ტიპის ადამიანებში. სოციალური დათრგუნვა ნიშნავს, რომ ადამიანები თავს არიდებენ სოციალურ ჩართულობას, ინტერაქციას, რადგან ეშინიათ შესაძლო უარყოფის ან განკიცხვის, ასევე მიუთითებს მათი თავდაჯერებულობის ნაკლულობაზე. ეს მახასიათებლები ვრცელდება როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ ურთიერთობებზე მეგობრებთან და ნათესავებთან. ნეგატიური გავლენები კი გულისხმობს, რომ ადამიანები განიცდიან უარყოფით ემოციებს, როგორებიცაა - სევდა, დარდი, გაღიზიანებადობა. ხშირად ამ ტიპის ადამიანებს უძნელდებათ ენდონ სხვებს, განსაკუთრებით კი ემოციური დისტრესის დროს. D ტიპის ინდივიდები ცდილობენ დამალონ თავინთი ძლიერი ემოციები, რაც ხშირად მათთვის ჯანმრთელობის გაუარესებით სრულდება, რაც გულის კორონარული არტერიული ავადმყოფობით გამოიხატება.

იმის დასადგენად ხართ თუ არა D ტიპის პიროვნება დაფიქრდით შემდეგი კითხვებზე:

  • ამჩნევთ, რომ ემოციებს საკუთარ თავთან ინახავთ და არ უზიარებთ სხვებს?
  • გიძნელდებათ ახალი ადამიანების გაცნობა?
  • გადაჭარბებულად ღელავთ რთულ სიტუაციებში?
  • ცდილობთ თავი აარიდოთ სოციალურ ურთიერთობებს?
  • ხშირად ამჩნევთ რომ უარყოფითად საუბრობთ საკუთარი თავის შესახებ?
  • ხშირად გრძნობთ თავს სევდიანად და გაღიზიანებულად?
  • დროის უმეტეს ნაწილში თავს ცუდ ხასიათზე მიიჩნევთ?
  • ბევრს ღელავთ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე?
არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომელიც ეხმარება D ტიპის ადამიანებს დაძლიონ დისტრესი და ცხოვრების დონე გაიუმჯობესონ:

  • პოზიტიური საუბრები მიმართული საკუთარ თავზე
  • ემოციური რეგულაციები - სევდასა და სტრესთან გამკლავება სირთულეს წარმოადგენს D ტიპის ადამიანებისათვის. იმის გაანალიზება თუ როგორ მოქმედებს ეს ემოციები დისტრესის დაძლების საწყის საფეხურს წარმოადგენს.
  • ინტერპერსონალური უნარები - სხებთან დაკავშირებამ, საერთო ინტერესების გაზიარებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ინდივიდს გააუმჯობესოს სოციალური ჩართულობა.
  • დისტრერისადმი ტოლერანტობა - ცხოვრება ხასიათდება კარგი და ცუდი მომენტებით, ამიტომაც დისტრესის მთლიანად აღმოფხვრა არ არის მიზანშეწონილი. მიუხედავად ამისა, სტრესული მომენტების გამკლავება ჯანსაღი მეთოდებით მნიშვნელოვანია მენტალური კეთილდღეობის შენარჩუნებისთვის. ისეთი მეთოდები, როგორებიცაა სუნთქვა, ყურადღების გამოჩენა და მადლიერება სტრესის დაძლევის სწორი გზებია.
  • თვით-ეფექტურობა - D ტიპის ადამიანებს ხშირად უჭირთ ცხოვრებას იმედინად უყურონ და იპოვონ მოტივაცია. პატარ-პატარა წარმატებები ყოველდღიურ ცხოვრებაში ეხმარებათ მათ თვით-ეფექტურობის გაზრდაში. თვით-ეფექტურობა არის კონცეფცია, რომელიც გამოხატავს ადამიანის მოსაზრებას საკუთარი კომპეტენციის შესახებ.
  • ურთიერთობების აწყობა - სწორედ იმიტომ რომ მათ აქვთ უარყოფის და განკიცხვის შიში, D ტიპის ადამიანებს ძალიან უჭირთ ახლო ურთიერთობების დამყარება და მათი შენარჩუნება. სწავლა იმისა, თუ როგორ ენდონ, ეფექტური კომუნიკაცია დაამყარონ პარტინიორთან არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სრულფასოვანი ცხოვრებისა.
  • მიზნების დასახვა - ოპტიმიზმი და იმედის ქონა გამოწვევას წარმოადგეს ამ ტიპის ადამიანებისათვის. ცხოვრებისეული მიზნების დასახვა ეხმარება მათ გაერკვნენ საკუთარ პასეულობებსა და ღირებულებებში. მოკლე ვადიანი მიზების დასახვა ეხმარებათ მათ მომავალს ოპტიმისტურად და იმედიანად შეხედონ.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:სოფო ნარიმანიძე
სოფო ნარიმანიძე
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0