x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ღორმა ქალი გულის ინფარქტით დაღუპვას გადაარჩინა
ლულუ

დაუძახე ამას შენ ღორი, ხოლო ზოგიერთ ადამიანს კიდევ – ადამიანი, მაგრამ ეს შემთხვევა მართლა მოხდა პენსილვანიაში (აშშ).


ხანდაზმული ქალი, სახელად ჯოენ ალთსმენი მარტოდმარტო სტუმრად იმყოფებოდა თავის ქალიშვილთან და როცა გულის შეტევა დაეწყო, შველას უკვე აღარავისგან მოელოდა.


"ვიფიქრე, ვეღარ გადავრჩებოდი, რადგან ვიყავი სრულიად მარტო და სიკვდილის პირას მყოფი ჰაერს თითებით ვებღაუჭებოდი, " განაცხადა ჯოენმა მოგვიანებით.



თუმცა, ქალს დახმარება იქიდან მიუვიდა, სადაც სულ არ მოელოდა. მის დასახმარებლად გაეშურა არც მეტი და არც ნაკლები... საკუთარი ქალიშვილის ღორი.


ეს ღორი გაიქცა გზისკენ და გაწვა მანქანების სავალ ნაწილში. მალევე გამოიარა ერთმა კაცმა. ხედავს, ღორი შუა გზაზე წევს. გააჩერა. გადავიდა მანქანიდან. ამ დროს ღორი წამოდგა და სახლისკენ გაუძღვა, სადაც ავადმყოფი ჯოენ ალთსმენი იმყოფებოდა.


რაც იმ სახლში მამაკაცმა დაინახა, ეს იყო სულთმობრძავი ქალის ტანჯვა. მამაკაცმა ამის შემდეგ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ქალი გადაარჩინეს.


ღორს ლულუ ერქვა და მას შემდეგ, რაც ქალი გადაარჩინა, ჯოენის და მისი ქალიშვილის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

0
466
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0