x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სინდრომი ალისა საოცრებათა ქვეყანაში: რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ
image

თქვენ შეიძლება უსასრულოდ მოგწონდეთ ლუის კეროლის ნაწარმოები „ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ასევე მის მოტივზე გადაღებული ფილმები და მულტფილმები, მაგრამ ამავე დასახელების სინდრომი ნამდვილად არ მოგეწონებათ.

როგორც ცნობილია, რაპუნცელის სინდრომი მომხიბვლელი სახელის მიუხედავად ასეთივე მომხიბვლელ სიმპტომებს არ მოიცავს.



რა არის სინდრომი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“


სინდრომი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ არის მდგომარეობა, რომელსაც აღქმის დამახინჯება და დეზორიენტაცია ახასიათებს. ამ შემთხვევაში, ადამიანს ნივთების ზომები ან ძალიან დიდი, ან ძალიან პატარა ეჩვენება (არა ისეთად, როგორიც სინამდვილეში არის), ან შეიძლება მოეჩვენოს რომ ზომაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ან შემცირდა.

კლინიკურად დაფიქსირებული შემთხვევები გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ზოგჯერ სინდრომის გამოვლენის დროს პაციენტებში სივრცე ცურვას, ხოლო მოძრავი და უძრავი ნივთები უცნაურად მოძრაობას იწყებენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ სინდრომი ძალიან იშვიათია, მაგრამ ექიმებს იმის ვარაუდის საშუალება აქვთ, რომ ბავშვები და ახალგაზრდა ადამიანები ამ რისკის ქვეშ არიან.



როგორ ვლინდება სინდრომი

სინამდვილეში სინდრომი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ საკმაოდ კონკრეტული მდგომარეობაა. ამიტომ ადამიანიდან ადამიანში სინდრომი განსხვავებულად შეიძლება გამოვლინდეს. თუ ვიღაც სივრცეში მოძრაობას ხედავს, ზოგისთვის ობიექტები მცირდება, მესამე კი სამუშაო მაგიდაზე მფრინავ სურათებს ხედავს.


აი, რამდენიმე სიმპტომი, რომლებიც ყველაზე ხშირად გავრცელებულია:

შაკიკი. კვლევის თანახმად, ამ სინდრომის მქონე ადამიანებს შაკიკისკენ მიდრეკილება აქვთ. თავად მდგომარეობას თავის ტკივილი ხშირად ახლავს;

მიკროფსია (შეგრძნება, რომ ობიექტები მცირდება) და მაკროპსია (განცდა, რომ ობიექტები უფრო იზრდება);

დროის დამახინჯება (შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დრო ნელა ან ძალიან სწრაფად გადის) და ხმის აღქმა (მშვიდი ხმაც კი შეიძლება ხმამაღლად მოგეჩვენოთ);

კოორდინაციის დაკარგვა ან შეგრძნება, რომ ძალიან მალე კოორდინაციას დაკარგავთ.



საერთოდ რატომ ჩნდება ეს სინდრომი?

ექიმებს არ შეუძლიათ ზუსტად იმის თქმა, რა იწვევს სინდრომის გაჩენას. მაგრამ თითქმის დარწმუნებულნი არიან, მდგომარეობა მხედველობასთან ან ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებული არაა.

ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთაც ეს სინდრომი ჰქონდათ, 33 % შემთხვევაში ამა თუ იმ ინფექციით დაავადებულნი იყვნენ, ხოლო 6%-ის შემთხვევაში ეს თავის დაზიანება და შაკიკი ჰქონდათ.

იშვიათ შემთხვევაში, სიმპტომები შეიძლება ტვინის გარკვეული სფეროს უჩვეულო აქტივობით იყოს გამოწვეული. ამას ადასტურებს 54 წლის მამაკაცის ისტორია, რომლის შესახებ ჟურნალი Neurocase წერდა. სინდრომის გაჩენის მიზეზი გახდა გლიობლასტომა - თავის ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა, რომელმაც ორიენტაციასა და აღქმაზე პასუხისმგებელ ნაწილზე გავლენა მოახდინა.


ასევე დაგაინტერესებთ:

ინსტრუქცია: დღის რომელ მონაკვეთში უნდა დალიოთ ვიტამინები


4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ


აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს


9 ნიშანი, რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებით სავსეა


შეამოწმეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა, უბრალოდ ხელი ყინულიან წყალში ჩადეთ


თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!


აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ (ვიდეო)


თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში


ონკოლოგი გირჩევთ - ნარევი 100 დაავადების საწინააღმდეგოდ


9 რამ, რისი გაკეთებაც ცარიელ კუჭზე კატეგორიულად არ შეიძლება


ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!


ახალგაზრდა ნაძვის ხის გირჩები შეაგროვეთ და მოხარშეთ! ავადმყოფობა დაგავიწყდებათ


ეს ერთი შეხედვით უვნებელი ჩვევები თირკმელებს ანადგურებს


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
149
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0